სარძევე ჯირკვლის სადინარის კარცინომა ინ სიტუ
დაავადების აღწერა
სარძევე ჯირკვლის სადინარის კარცინომა ინ სიტუ მიჩნეულია ძუძუს კიბოს ყველაზე ადრეულ ფორმად. კიბო არაინვაზიურია, რაც იმას ნიშნავს, რომ სიმისვნე არ გავრცელებულა სარძევე ჯირკვლის სხვა ნაწილებში სადინარიდან.
სარძევე ჯირკვლის სადინარის კარცინომა ინ სიტუს აღმოჩენა ხდება მამოგრაფიის დროს სარძევე ჯირკვლის კიბოს დასადგენად ან ძუძუს სხვა პათოლოგიის არსებობაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში. მამოგრაფიის გახშირების შედეგადმ სარძევე ჯირკვლის სადინარის კარცინომა ინ სიტუს დიაგნოზების რაოდენობა მკვეთრად გაზრდილია ბოლო წლებში.
მიუხედავად იმისა, რომ სარძევე ჯირკვლის სადინარის კარცინომა ინ სიტუ არ არის სიცოცხლისთვის საშიში, მდოგმარეობა საჭიროებს მკურნალობას იქამდე, სანამ კიბო ინვაზიურ ფაზაში გადავა. სიმსივნის მქონე ქალების უმრავლესობის მკურნალობა ხდება ეფექტურად სარძევე ჯირკვლის შემანარჩუნებელი ქირურგიული ჩარევითა და სხივური თერაპიით
გამომწვევი მიზეზი
მკვლევარებმა არ იციან, თუ რა იწვევს უჯრედების არანორმალურ ზრდასა და გამრავლებას. თუმცა, სავარაუდოდ, პროცესში ბევრი ფაქტორი იღებს მონაწილეობას, მათ შორის მშობლებისგან დამემკვიდრებული გენები, გარემო ფაქტორები და ცხოვრების წესი.
სიმპტომები
უმეტეს შემთხვევაში სარძევე ჯირკვლის სადინარის კარცინომა ინ სიტუ არ იწვევს სიმპტომებს. თუმცა სიმპტომები შეიძლება არსებობდეს:
- ამობურცულობა სარძევე ჯირკვალზე
- სისხლიანი გამონადენი დვრილიდან
- სარძევე ჯირკვლის სადინარის კარცინომა ინ სიტუს აღმოჩენა ძირითადად, მამოგრაფიის დროს ხდება. იგი წარმოდგენილია, როგორც არარეგულარული ზომისა და ფორმის კალციფიკატების მცირე გროვები.
როდის მივმართოთ ექიმს
- დანიშნეთ შეხვედრა ექიმთან, თუ თქვენ ამჩნევთ რაიმე ცვლილებას სარძევე ჯირკვალში, როგორიცაა ამობურცულობა, შეჭმუხნული ან უცნაური შესახედაობის კანი, გასქელებული რეგიონი კანქვეშ ან გამონადენი დვრილიდან. მიმართეთ ექიმს მიზეზის დასადგენად.
- კითხეთ ექიმს, თუ როდის და რა სიხშირით უნდა მოხდეს სარძევე ჯირკვლის გადაღება. ექიმების უმრავლესობა ურჩევს ქალებს, რუტინულად გაიკეთონ ანალიზები ძუძუს კიბოსთან დაკავშირებიტ 40 წლის შემდეგ. მიმართეთ ექიმს, რათა მან შემოგთავაზოთ ოპტიმალური გადაწყვეტილება თქვენთვის.