სარკოიდოზი
დაავადების აღწერა
სარკოიდოზი წარმოადგენს მცირე ზომის ანთებითი უჯრედების გროვებს სხეულის სხვადასხვა ნაწილებში, განსაკუთრებით ფილტვებში, ლიმფურ კვანძებში, თვალებსა და კანში.
ექიმები მიიჩნევენ, რომ სარკოიდოზი გამოწვეულია ორგანიზმის იმუნური სისტემის პასუხით უცნობ ნივთიერებაზე, დიდი ალბათობით ჰაერის ჩასუნთქვის შედეგად მოხვედრილ სუბსტანციაზე ორგანიზმში. სარკოიდოზის მკუნრალობა შეუძლებელია, თუმცა ზოგიერთი სამკურნალო საშუალებების გამოყენების შემდგომ ადამიანები ნორმალურად აგრძელებენ ცხოვრებას. სარკოიდოზი, ხშირად, თავისით გაივლის. სხვა შემთხვევებში, სარკოიდოზის სიმპტომები წლების განმავლობაში გრძელდება და იწვევს ორგანოების დაზიანებას.
გამომწვევი მიზეზი
ექიმებმა ზუსტად არ იციან, თუ რა იწვევს სარკოიდოზს. ზოგიერთ ადამიანს აღენიშნება დაავადების განვითარებისადმი არსებული გენეტიკური მიდრეკილება, რომელსაც ბიძგს აძლევს რაიმე გარემო ფაქტორი, როგორიცაა ბაქტერია, ვირუსი, მტვერი ან ქიმიური ნივთიერება. მკვლევარები ჯერ კიდევ ცდილობენ სარკოიდოზთან დაკავშირებული კონკრეტული გენებისა და ნივთიერებების აღმოჩენას.
ნორმალურ პირობებში, იმუნური სისტემა ორგანიზმს იცავს უცხო ნივთიერებებისა და მიკროორგანიზმებისაგან, როგორიცაა ბაქტერია და ვირუსი. თუმცა სარკოიდოზის დროს, იმუნური უჯრედები გროვდებიან და აყალიბებენ ანთების ერთ-ერთ ფორმას, გრანულომას. გრანულომები გროვდებიან ორგანოებში, რის შედეგადაც აქვეითებენ მათ ფუნქციას.
სიმპტომები
სარკოიდოზის სიმპტომები განსხვავებულია დაზიანებული ორგანოების მიხედვით. სარკოიდოზი, ზოგიერთ შემთხვევაში, ვითარდება თანდათანობით და აყალიბებს სიმპტომებს წლების განმავლობაში. სხვა შემთხვევებში, სიმპტომები ვითარდება და ქრება სწრაფად. დაავადების მქონე ბევრ ადამიანს საერთოდ არ აქვს სიმპტომები და პათოლოგიის აღმოჩენა სხვა მიზეზით ჩატარებული რენტგენის განხილვის შედეგად ხდება.
ზოგადი სიმპტომები
უმეტეს შემთხვევაში, სარკოიდოზის თავდაპირველი სიმპტომებია:
- დაღლილობა
- სიცხე
- ლიმფური კვანძების შესიება
- წონაში კლება
ფილტვის სიმპტომები
სარკოიდოზის მქონე ადამიანების თითქმის სრული უმრავლესობა განიცდის ფილტვის პრობლემებს, მაგალითად:
- მუდმივი მშრალი ხველა
- სუნთქვის უკმარისობა
- ხიხინი
- ტკივილი მკერდის არეში
კანის სიმპტომები
სარკოიდოზის მქონე ადამიანების მეოთხედს აღენიშნება კანის სიმპტომები, მაგალითად:
- გამონაყარი. მოწითალო-მეწამული ან წითელი გამონაყარი, რომელიც, როგორც წესი, მოთავსებულია წვივებსა და კოჭებზე. შეხებისას ახასიათებთ სითბო და ტკივილი.
- დაზიანებები. კანის ფორმის შემცვლელი დაზიანებები შესაძლოა გაჩნდენ ცხვირზე, ლოყებსა და ყურებზე.
- ფერის შეცვლა. კანის ზოგიერთი ნაწილი შესაზლოა გაღიავდეს ან ჩამუქდეს.
- კვანძები. კანქვეშ, ზოგჯერ, ყალიბდება წანაზარდები, განსაკუთრებით ნაწიბურების და ტატუებვის გარშემო.
თვალების სიმპტომები
სარკოიდოზმა შესაზლოა დააზიანოს თვალები სიმპტომების განვითარების გარეშე, ამიტომ აუცილებელია თვალების შემოწმება. თვალების დაზიანების შესაძლო სიმპტომები:
- ბუნდოვანი ხედვა
- თვალების ტკივილი
- ძლიერი სიწითლე
- სინათლეზე მგრძნობელობა
როდის მივმართოთ ექიმს
მიუხედავად იმისა, რომ სარკოიდოზი ყოველთვის მძიმე არ არის, მას შეუძლია გამოიწვიოს ორგანოების გრძელვადიანი დაზიანება. მიმართთ ექიმს სარკოიდოზის მიმანიშნებელი სიმპტომების არსებობის შესახებ.