საშარდე გზების ინფექცია

დაავადების აღწერა

საშარდე გზების ინფექცია არის ინფექცია, რომელიც ვითარდება საშარდე სისტემის ნებისმიერ ნაწილში. საშარდე სისტემა შედგება თირკმლებისგან, შარდსაწვეთებისგან, შარდის ბუშტისგან და შარდსადენისგან. ინფექციების უმეტესობა ქვემო საშარდე გზებში (შარდის ბუშტი და შარდსადენი) ვითარდება.

ქალებს საშარდე გზების ინფექციის უფრო დიდი რისკი აქვთ. შარდის ბუშტის ინფექცია შეიძლება მტკივნეული და შემაწუხებელი იყოს. სერიოზული გართულებები შეიძლება განვითარდეს ინფექციის თირკმლებში გავრცელების შემთხვევაში.

საშარდე გზების ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება ანტიბიოტიკები.

გამომწვევი მიზეზი

საშარდე გზების ინფექციები ვითარდება, როდესაც ბაქტერიები ხვდებიან შარდის ბუშტში შარდსადენის გავლით და იწყებენ გამრავლებას. საშარდე გზებს აქვთ დამცავი მექანიზმები, თუმცა ზოგჯერ ბაქტერიები უსხლტებიან მათ და ვითარდება სერიოზული ინფექცია.

საშარდე გზების ინფექციების უმეტესობა ვითარდება ქალებში და მოიცავს შარდის ბუშტს და შარდსადენს.

  • შარდის ბუშტის ინფექცია (ცისტიტი). მისი ხშირი გამომწვევი ნაწლავის ჩხირია, რომელიც არის კუჭ-ნაწლავში გავრცელებული ბაქტერია. სქესობრივი კონტაქტი ცისტიტის განვითარების ერთ-ერთი გზაა. ყველა ქალი ცისტიტის გაზრდილი რისკის ქვეშაა მათი ანატომიის გამო, რადგან ქალებში შარდსადენი ძალიან ახლოსაა ანუსთან, შარდსადენის გარეთა ხვრელი კი- შარდის ბუშტთან.
  • შარდსადენის ინფექცია (ურეთრიტი). ეს საშარდე გზების ინფექცია ვითარდება, როდესაც საჭმლის მომნელებელ ტრაქტში არსებული ბაქტერიები ანუსიდან შარდსადენში ვრცელდებიან. ვაგინისა და შარდსადენის სიახლოვის გამო, სქესობრივად გადამდებმა დაავადებებმა, მათ შორის ჰერპესმა, გონორეამ და ქლამიდიოზმა აგრეთვე შეიძლება გამოიწვიონ ურეთრიტი.

სიმპტომები

საშარდე გზების ინფექციას შეიძლება არ ჰქონდეს ნიშნები და სიმპტომები. თუ გაჩნდა ნიშნები და სიმპტომები, ესენია:

  • შარდვის ძლიერი, ხანგრძლივი მოთხოვნილება
  • წვის შეგრძნება შარდვისას
  • ხშირი შარდვა მცირე მოცულობით
  • ამღვრეული შარდი
  • წითელი, ვარდისფერი ან კოკა-კოლასფერი შარდი – შარდში სისხლის ნიშანი
  • მძაფრი სუნის შარდი
  • მენჯის ტკივილი ქალებში
  • სწორი ნაწლავის ტკივილი კაცებში



ხანშიშესულ ადამიანებში საშარდე გზების ინფექცია შეიძება სხვა მდგომარეობაში აერიოთ.

საშარდე გზების ინფექციის ფორმები

საშარდე გზების ინფექციის თითოეული ფორმა განსხვავეულ სიმპტომებს იძლევა, რაც მათ ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული.

საშარდე გზების დაზიანებული ნაწილი

  • თირკმლები (მწვავე პიელონეფრიტი) ზურგის და ფერდის ყრუ ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, ცხელება და შეციება, გულისრევა, პირღებინება
  • შარდის ბუშტი (ცისტიტი) ზეწოლის შეგრძნება მენჯის არეში, მუცლის ქვედა ნაწილის დისკომფორტი, ხშირი, მტკივნეული შარდვა, სისხლიანი შარდი
  • შარდსადენი (ურეთრიტი) წვის შეგრძნება შარდვისას



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ საშარდე გზების ინფექციის ნიშნები ან სიმპტომები.