საშოს ფისტულა

დაავადების აღწერა

საშოს ფისტულა არის პათოლოგიური ხვრელი, რომელიც საშოს სხვა ორგანოსთან, მაგალითად შარდის ბუშტთან, მსხვილ ნაწლავთან ან სწორ ნაწლავთან აერთებს. ექიმმა შეიძლება იგი აგიღწეროთ, როგორც ხვრელი, რომლის საშუალებითაც შარდი ან განავალი ხვდება საშოში.

საშოს ფისტულა შეიძლება განვითარდეს ტრავმის, ოპერაციის, ინფექციის ან რადიაცული თერაპიის შედეგად. ნორმალური ფუნქციის აღსადგენად აუცილებელია ფისტულის ოპერაციული დახურვა.

არსებობს საშოს ფისტულის მრავალი ფორმა:

  • შარდის-ბუშტ-საშოს ფისტულა. ყველაზე ხშირი ფორმა, რომელიც ვითარდება, როდესაც საშოსა და შარდის ბუშტს შორის წარმოიქმნება ხვრელი.
  • შარდსაწვეთ-საშოს ფისტულა. ეს ფორმა ვითარდება, როდესაც ხვრელი ვითარდება საშოსა და თირკმლისა და შარდის ბუშტის დამაკავშირებელ მილს, შარდსაწვეთს შორის.
  • შარდსადენ-საშოს ფისტულა. ამ ფორმის დროს ხვრელი წარმოიქმნება საშოსა და შარდსადენს შორის.
  • სწორნაწლავ-საშოს ფისტულა. აგრეთვე ცნობილი, როგორც რექტალური ფისტულა, ამ ფორმის დროს ხვრელი წარმოიქმნება საშოსა და სწორ ნაწლავს შორის.
  • მსხვილნაწლავ-საშოს ფისტულა. ამ ფორმის დროს ხვრელი წარმოიქმნება საშოსა და მსხვილ ნაწლავს შორის.
  • ენტერო-ვაგინალური ფისტულა. ამ ფორმის დროს ხვრელი წარმოიქმნება წვრილ ნაწლავსა და საშოს შორის.

გამომწვევი მიზეზი

სიმპტომები