საშოს კიბო

დაავადების აღწერა

საშოს კიბო არის იშვიათი სიმსივნე, რომელიც ვითარდება საშოში. საშოს კიბო ყველაზე ხშირად ვითარდება საშოს ამომფენი უჯრედებიდან.

მრავალი კიბო შეიძლება გავრცელდეს საშოში სხეულის სხვა ნაწილებიდან, თუმცა საშოში აღმოცენებული კიბო (საშოს პირველადი კიბო) იშვიათია.

ქალებს განკურნების საუკეთესო შანსი საშოს კიბოს ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის შემთხვევაში აქვთ. საშოს გარეთ გავრცელებული საშოს კიბო უფრო რთული სამკურნალოა.

გამომწვევი მიზეზი

უცნობია რა იწვევს საშოს კიბოს. ზოგადად, კიბო ვითარდება მაშინ, როდესაც ჯანმრთელ უჯრედებში ვითარდება გენეტიკური მუტაცია, რომელიც მათ სიმსივნურ უჯრედებაც აქცევს.

ჯანმრთელი უჯრედებისგან განსხვავებით, სიმსივნური უჯრედები უკონტროლოდ იზრდებიან და არ კვდებიან. დაგროვებული უჯრედები წარმოქმნიან სიმსივნეს.

სიმსივნური უჯრედები შეიძლება შეიჭრან გარშემომყოფ ქსოვილებში ან გავრცელდნენ სხეულის სხვა ნაწილებში (მეტასტაზირება).

საშოს კიბოს ფორმები

საშოს კიბო იყოფა სხვადასხვა ფორმებად. ესენია:

  • საშოს ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა, რომელიც ვითარდება საშოს ამომფენი გარსის თხელ, ბრტყელ უჯრედებში.
  • ადენოკარცინომა, რომელიც ვითარდება საშოს ზედაპირზე არსებულ ჯირკვლოვან უჯრედებში.
  • მელანომა, რომელიც ვითარდება საშოს პიგმენტის წარმომქმნელ უჯრედებში (მელანოციტები).
  • სარკომა, რომელიც ვითარდება საშოს კედელში არსებულ შემართებელქსოვილოვან ან კუნთოვან უჯრედებში.

სიმპტომები

საშოს კიბოს ადრეულ სტადიაზე შეიძლება არ ჰქონდეს ნიშნები და სიმპტომები. პროგრესირებასთან ერთად საშოს კიბომ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი ნიშნები და სიმპტომები:

  • უჩვეულო სისხლდენა საშოდან, მაგალითად სქესობრივი აქტის ან მენოპაუზის შემდეგ
  • წყალწყალა გამონადენი საშოდან
  • გამობერილობა ან მასა საშოში
  • მტკივნეული შარდვა
  • ყაბზობა
  • მენჯის ტკივილი



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ საშოს კიბოს ნიშნები და სიმპტომები, მაგალითად უჩვეულო სისხლდენა საშოდან. საშოს კიბო ხშირად არ იწვევს ნიშნებს და სიმტომებს, ამიტომ ჰკითხეთ ექიმს რა სიხშირით გჭირდებათ გამოკვლევის ჩატარება.