საშოს სიმშრალე

დაავადების აღწერა

საშოს სიმშრალე ხშირი პრობლემაა მენოპაუზის დროს ან მის შემდეგ, თუმცა იგი ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს. საშოს სიმშრალე ატროფიული ვაგინიტის დამახასიათებელი ნიშანია, რომლის დროსაც ესტროგენის ნაკლებობის გამო ვითარდება საშოს კედლების გათხელება და ანთება.

საშოს ლორწოვანი მუდმივად დასველებულია. სქესობრივად აღგზნების დროს მენჯის ორგანოებს მეტი სისხლი მიეწოდება, რის გამოც მატულობს საშოს სითხის რაოდენობა. მენსტრუაციის, ასაკის მატების, მენოპაუზის, მშობიარობის და ძუძუთი კვების დროს განვითარებული ჰორმონული ცვლილებები ცვლიან სითხის მოცულობასა და კონსისტენციას.

გამომწვევი მიზეზი

ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობები ხელს უწყობენ საშოს გამოშრობას.

ესტროგენის დაქვეითებული დონე

ესტროგენის დაქვეითებული დონე საშოს სიმშრალის ძირითადი მიზეზია. ესტროგენი ხელს უწყობს საშოს დატენიანებას, ელასტიურობას და მჟავიანობას. ეს ფაქტორები გიცავთ ვაგინალური და საშარდე გზების ინფექციებისგან. ესტროგენის დაქვეითებასთან ერთად მცირდება თავდაცვის უნარიც, რაც იწვევს საშოს გარსის გათხელებას, უფრო მარტივად დაზიანებას და ინფექციების გაზრდილ რისკს.

ესტროგენის დონის დაქვეითება შემდეგი მიზეზებით შეიძლება განვითარდეს:

  • მენოპაუზა ან მენოპაუზის წინა მდგომარეობა
  • მშობიარობა
  • ძუძუთი კვებო
  • საკვერცხეების ცვლილებები სიმსივნის მკურნალობის, მაგალითად რადიაციული, ჰორმონული და ქიმიოთერაპიის გამო.
  • საკვერცხეების ქირურგიული ამოკვეთა
  • იმუნური დაავადებები
  • თამბაქოს მოწევა



მედიკამენტები

ზოგიერთი ალერგიის და გაციების საწინააღმდეგო მედიკამენტები იწვევენ სხეულის სხვადასხვა ნაწილების, მათ შორის საშოს გამოშრობას. ძუძუს კიბოს დროს გამოყენებული ესტროგენის საწინააღმდეგო მედიკამენტები აგრეთვე იწვევენ საშოს გამოშრობას.

შოგრენის სინდრომი

შოგრენის სინდრომი არის აუტოიმუნური დაავადება, რომლის დროსაც იმუნური სისტემა უტევს ჯანმრთელ ქსოვილებს. იგი იწვევს თვალების, პირის და საშოს სიმშრალეს.

ოყნის გამოყენება

საშოს ოყნის ხშირი გამოყენება არღვევს საშოს ბუნებრივ ქიმიურ ბალანსს და იწვევს ანთებას. ამან შეიძლება გამოიწვიოს საშოს სიმშრალე ან გაღიზიანება.

სიმპტომები

საშოს სიმშრალეს შეიძლება თან ერთვოდეს შემდეგი ნიშნები და სიმპტომები:

  • ქავილი საშოს ხვრელის გარშემო ან ქვედა ნაწილში
  • წვის შეგრძნება
  • უსიამოვნო შეგრძნება
  • ტკივილი ამ მსუბუქი სისხლდენა სქესობრივი აქტის დროს
  • შარდვის გახშირება
  • ხშირი საშარდე გზების ინფექციები



როდის მივმართოთ ექიმს

საშოს სიმშრალე აწუხებს ბევრ ქალს, თუმცა ისინი ყოველთვის არ ეუბნებიან ექიმს ამის შესახებ. დაგეგმეთ ექიმთან ვიზიტი თუ გაქვთ საშოს უსიამოვნო სიმშრალე.