საშვილოსნოს პოლიპები
დაავადების აღწერა
საშვილოსნის პოლიპი არის საშვილოსნოს შიგნითა გარსის წანაზარდი, რომელიც შედის საშვილოსნოს ღრუში. საშვილოსნოს შიგნითა გარსის უჯრედების ჭარბი ზრდა იწვევს საშვილოსნოს პოლიპების წარმოქმნას. ეს პოლიპებია როგორც წესი კეთილთვისებიანებია, თუმცა ზოგიერთი ავთვისებიანია ან შეიძლება გარდაიქმნას ავთვისებიანად (პრეკანცერული პოლიპი).
საშვილოსნოს პოლიპის ზომა რამდენიმე მილიმეტრიდან რამდენიმე სანტიმეტრამდე მერყეობს.
თქვენ შეიძლება გქონდეთ ერთი ამ მრავალი საშვილოსნოს პოლიპი. ისინი როგორც წესი საშვილოსნოს არ სცდებიან, თუმცა ზოგიერთი პოლიპი შეიძლება საშოში გამოვიდეს. საშვილოსნოს პოლიპები ყველაზე ხშირია ქალებში, რომლებსაც დასრულებული აქვთ მენოპაუზა, თუმცა ისინი შეიძლება ნებისმიერ ასაკში განვითარდნენ.
გამომწვევი მიზეზი
საშვილოსნოს პოლიპების ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა ამ პროცესში დიდი ალბათობით ჰორმონული ცვლილებები მონაწილეობს. საშვილოსნოს პოლიპები ესტროგენისადმი მგრძნობიარენი არიან რაც გულისხმობს იმას, რომ ისინი საშვილოსნოს გარსის მსგავსად ესტროგენის სტიმულაციის საპასუხოდ იზრდებიან.
სიმპტომები
საშვილოსნოს პოლიპის ნიშნებია:
- არარეგულარული მენსტრუალური სისხლდენა – მაგალითად ხშირი, მოულოდნელი, სხვადასხვა ხანგრძლივობის და სიმძიმის პერიოდები
- სისხლდენა პერიოდებს შორის
- ძალიან ძლიერი მენსტრუალური პერიოდები
- საშოდან სისხლდენა მენოპაუზის შემდეგ
- უშვილობა
ქალების ნაწილს აქვთ მხოლოდ სუსტი სისხლდენა ან საერთოდ არ აქვთ სიმპტომები.
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ:
- საშოდან სისხლდენა მენოპაუზის შემდეგ
- სისხლდენა პერიოდებს შორის
- არარეგულარული მენსტრუალური სისხლდენა