საშვილოსნოს პროლაფსი
დაავადების აღწერა
საშვილოსნოს პროლაფსი ვითარდება, როდესაც მენჯის ძირის კუნთები და იოგები იწელებიან და სუსტდებიან, რის შედეგადაც სათანადოდ ვეღარ ამაგრებენ საშვილოსნოს. საშვილოსნო ვარდება ან გამოდის საშოდან.
საშვილოსნოს პროლაფსი შეიძლება დაემართოს ნებისმიერი ასაკის ქალს, თუმცა იგი უფრო ხშირია პოსტმენოპაუზურ ქალებში, რომლებსაც ჰქონიათ 1 ან მეტი ვაგინალური მშობიარობა. მენჯის კუნთების შესუსტება შეიძლება გამოიწვიოს:
- ორსულობის და მშობიარობის დროს ქსოვილების დაზიანება
- მიზიდულობის ეფექტი
- ესტროგენის ნაკლებობა
- წლების განმავლობაში განმეორებითი ჭინთვა
საშვილოსნოს მსუბუქი პროლაფსი მკურნალობას არ საჭიროებს. თუ საშვილოსნოს პროლაფსი ხელს გიშლით ყოველდღიურ ცხოვრებაში, მიმართეთ ექიმს.
გამომწვევი მიზეზი
მენჯის ფსკერის კუნთების და საყრდენი ქსოვილების შესუსტება იწვევს საშვილოსნოს პროლაფსს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს:
- ორსულობა
- მშობიარობის ტრავმა
- დიდი ბავშვის გაჩენა
- რთული მშობიარობა
- კუნთოვანი ტონუსის დაკარგვა
- მენოპაუზის შემდეგ ესტროგენის რაოდენობის შემცირება
სიმპტომები
საშვილოსნოს პროლაფსის სიმძიმე ცვალებადია. თქვენ შეიძლება გქონდეთ მსუბუქი პროლაფსი და არ გქონდათ ნიშნები და სიმპტომები. საშუალო და მძიმე პროლაფსის დროს შეიძლება გქონდეთ:
- სიმძიმის ან ჩამოქაჩვის შეგრძნება მენჯში
- საშოდან ქსოვილის გამოსვლა
- შარდვის პრობლემები, მაგალითად უნებლიე შარდვა ან შარდის შეკავება
- დეფეკაციის გაძნელება
- ზურგის ქვემო ნაწილის ტკივილი
- შეგრძნება, თითქოს პატარა ბურთზე ზიხართ ან თითქოს საშოდან რაღაც ამოგივარდებათ
- საშოს ქსოვილის მოდუნების შეგრძნება
- სიმპტომები, რომლებიც ნაკლებად შემაწუხებელია დილით.
როდის მივმართოთ ექიმს
საშვილოსნოს პროლაფსი არ მოითხოვს მკურნალობას თუ იგი მძიმე არაა. თუ ნიშნები და სიმპტომები შეგაწუხებთ და ხელს შეგიშლით ყოველდღიურ ცხოვრებაში, დაგეგმეთ ექიმთან ვიზიტი.