საშვილოსნოს ყელის ანთება

დაავადების აღწერა

საშვილოსნოს ყელი საშვილოსნოს ქვედა, ვისწრო დაბოლოებაა, რომელიც იხსნება ვაგინალურ ღრუში.

შესაძლებელია, საშვილოსნოს ყელის ანთება სიმპტომების გარეშე მიმდინარეობდეს. ზოგჯერ, სიმპტომები გამოიხატება მენსტრუალურ პერიოდებს შორის სისხლდენით და ვაგინალური გამონადენის ცვლილებებით.

ხშირად, საშვილოსნოს ყელის ანთება გამოწვეულია სქესობრივად გადამდები ინფექციით, როგორიცაა ქლამიდია ან გონორეა. ანთება შესაძლოა არაინფექციური ეტიოლოგიისაც იყოს.

საშვილოსნოს ყელის ანთების მკურნალობა გამომწვევი მიზეზის მკურნალობას ნიშნავს.

გამომწვევი მიზეზი

საშვილოსნოს ყელის ანთების შესაძლო მიზეზებია:

  • სქესობრივად გადამდები ინფექციები. ყველაზე ხშირად, ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები, რომლებიც იწვევენ ყელის ანთებას, გადაეცემა სქესობრივად. ასეთი ინფექციებია გონორეა, ქლამიდია, ტრიქომონა და გენიტალური ჰერპესი.
  • ალერგიული რეაქციები. ალერგია კონტრაცეფციულ სპერმიციდებზე ან კონდომის შემადგენლობაში არსებულ ლატექსზე შესაძლოა გახდეს ანთების მიზეზი. ქალის ჰიგიენური პროდუქტები შესაძლოა ასევე გახდეს ანთების მიზეზი.
  • ბაქტერიული ზრდა. ვაგინაში ნორმაში არსებული ბაქტერიების ზედმეტი ზრდა (ბაქტერიული ვაგინოზი) შესაძლოა გართულდეს საშვილოსნოს ყელის ანთებით.

სიმპტომები

უმეტესად, ანთებას არ აქვს სიმპტომები და ნიშნები და დიაგნოზი მხოლოდ პაპ ტესტის ან სხვა მდგომარეობის გამო ჩატარებული ბიოფსიის შედეგად დაისვას. თუ გაქვთ ნიშნები და სიმპტომები, შეიძლება აღგენიშნოთ:

  • დიდი მოცულობით ვაგინალური გამონადენი, რომელიც არის მწვანე, ყავისფერი ან ყვითელი, ჩირქის მაგვარი და ახლავს უჩვეულოდ უსიამოვნო სუნი
  • ხშირი, მტკივნეული შარდვა
  • ტკივილი სქესობრივი კავშირის დროს
  • ვაგინალური სისხლდენა სქესობრივი კავშირის შემდეგ, რომელიც არ ასოცირდება მენსტრუაციასთან



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს თუ გაწუხებთ:

  • ხშირი, უჩვეულო გამონადენი ვაგინიდან
  • არამენსტრუალური სისხლდენა
  • ტკივილი სქესობრივი კავშირის დროს