საშვილოსნოს ყელის კიბო

დაავადების აღწერა

საშვილოსნოს ყელის კიბო ვითარდება საშვილოსნოს ყელის უჯრედებში- საშვილოსნოს ქვედა ნაწილში რომელიც უკავშირდება ვაგინას.

უმრავლეს შემთხვევაში, საშვილოსნოს ყელის სიმსივნის განვითარებაში მთავარ მონაწილეობას იღებს სქესობრივი გზით გადადამდები ვირუსი – ადამიანის პაპილომავირუსი

პაპილომავირუსის გადაცემის შემდეგ, ქალის იმუნური სისტემა ინფექციის განვითარებისგან თავს იცავს. თუმცა ქალების მცირე ჯგუფში ვირუსი წლების განმავლობაში რჩება და იწვევს საშვილოსნოს ყელის უჯრედების გადაგვარებას.

საშვილოსნოს ყელის კიბოსგან თავის აცილება შესაძლებელია დროული ანალიზების გაკეთებით და ვაქცინაციით.

გამომწვევი მიზეზი

საშვილოსნოს ყელის კიბო ძირითდად ვითარდება ჯანმრთელ უჯრედებში, რომლებიც შეიძენენ გენეტიკურ ცვლილებას(მუტაციას), რაც მათ არანორმალურ უჯრედებად აქცევს.

ჯანრმთელი უჯრედები იზრდებიან, მრაბლდებიან და კვდებიან განსაზღვრულ დროში. სიმსივნური უჯრედები კი იზრდებიან და მრავლდებიან უკონტროლოდ, ისინი არ კვდებიან. არანორმალური უჯრედების გროვა აყალიბებს მასას(სიმსივნეს). კიბოს უჯრედები იპყრობენ მიმდებარე ქსოვილებს და შესაძლოა მოწყდნენ თავდაპირველ ადგილს და გავრცელდნენ დანარჩენ ორგანიზმში(მეტასტაზირება).

საშვილოსნოს ყელის კიბოს მიზეზები ნცობილი არ არის, თუმცა ნათელია, რომ ადამიანის პაპილომავირუსი სიმსივნის განვითარებაში სერიოზულ მონაწილეობას იღებს. ადამიანის პაპილომავირუსი გავრცელებულია, თუმცა ინფიცირებული ქალების უმრავლესობას საშვილოსნოს ყელის კიბო არ უვითარდება. ეს იმაზე მიუთითებს, რომ სიმსივნის განვითარება აგრეთვე დამოკიდებულია გარემო ფაქტორებსა და ცხოვრების სტილზე

საშვილოსნოს ყელის კიბოს ფორმები

საშვილოსნსო ყელის კიბოს ფორმის დადგენა საჭიროა პროგნოზისა და სწორი მკურნალობისთვის. სიმსივნის ორი მთავარი ფორმა:

  • ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა. სიმსივნის ეს ტიპი ვითარდება თხელ, ბრტყელ უჯრედებში, რომლებიც ამოფენენ საშვილოსნოს ყელის გარეთა ქვედა, ვაგინასთან დამაკავშირებელ ნაწილს. ბრტყელუჯრედოვანი კიბო საშვილოსნოს ყელის სიმსივნის ყველაზე გავრცელებული ფორმაა.
  • ადენოკარცინომა. სიმსივნის ეს ტიპი ვითარდება სვეტისებრ, ჯირკვლოვანი აგებულების უჯრედებში რომლებიც ამოფენენ საშვილოსნოს ყელის არხს.
  • საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებაში, ზოგჯერ, ორივე ტიპის უჯრედები იღებენ მონაწილეობას. იშვიათ შემთხვევებში, კიბო ვითარდება საშვილოსნოს ყელის სხვა უჯრედებში.

სიმპტომები

საშვილოსნოს ყელის სიმსივნე, ადრეულ ეტაპებზე სიმპტომებს არ ავლენს.

საშვილოსნოს ყელის ისმსივნის შორს წასულო ფორმების სიმპტომები:

  • სექსუალური კავშირის დამყარების შედეგად არსებული ვაგინალური სისხლდენა მენსტრუალურ ციკლებს შორის ან მენოპაუზის შემდგომ
  • თხიერი, სისხლიანი ვაგინალური გამონადენი, რომელიც შეილება იყოს მკვირივ და ჰქონდეს უსიამოვნო სუნი
  • ტკივილი მენჯის არეში ან ტკივილი სექსუალური კავშირის დროს



როდის მივმართოთ ექიმს
დანიშნეთ შეხვედრა ექიმთან, თუ თქვენ აღნიშნავთ რაიმე საგანგაშო სიმპტომს