სათესლის კიბო
დაავადების აღწერა
სათესლის კიბო ვითარდება სათესლეებში, რომლებიც მოთავსებულიან არიან პენისის ქვეშ, სათესლე პარკში. სათესლეები წარმოქმნიან მამაკაცის სასქესო ჰორმონებს და სპერმას.
სხვა სიმსივნეებთან შედარებით, სათესლის კიბო იშვიათია, თუმცა იგი ყველაზე ხშირი მიზეზია 15-35 წლის მამაკაცებში განვითარებული სიმსივნეების.
სათესლის კიბო მკურნალობის ექვემდებარება მაშინაც კი, როდესაც იგი გაცდენილია სათესლეს. მკურნალობა დამოკიდებულია კიბოს ფორმაზე და სტადიაზე. სათესლის ხელით რეგულარული შემოწმება ხელს უწყობს წანაზარდების ადრეულ აღმოჩენას და კიბოს არსებობის შემთხვევაში ადრეულ მკურნალობას.
გამომწვევი მიზეზი
უმეტეს შემთხვევაში უცნობია რა იწვევს სათესლის კიბოს.
ექიმებმა იციან, რომ სათესლის კიბო ვითარდება, როდესაც სათესლის ჯანსაღი უჯრედების დნმ-ში ხდება ცვლილებები. ჯანმრთელი უჯრედები იზრდებიან და იყოფიან განსაზღვრული წესით, თუმცა უჯრედების პათოლოგიის დროს იწყება უჯრედის უკონტროლო ზრდა. ეს დაგროვებული უჯრედები წარმოქმნიან შესიებას სათესლეში.
თითქმის ყველა სათესლის კიბო იწყება ჩანასახოვანი უჯრედებიდან. ჩანასოხოვანი უჯრედები არის სპერმის წინამორბედი უჯრედები. უცნობია რა იწვევს ამ უჯრედების ცვლილებას და კიბოს განვითარებას.
სიმპტომები
სათესლის კიბოს ადრეულ ნიშნებს და სიმპტომებს მიეკუთვნება:
- სათესლის გადიდება
- სიმძიმის შეგრძნება სათესლე პარკში
- ყრუ ტკივილი მუცელში ან საზარდული
- სითხის უეცარი დაგროვება სათესლე პარკში
- ტკივილი ან დისკომფორტი სათესლეში ან სათესლე პარკში
- ძუძუს გაზრდა ან მგრძნობელობის მომატება
- ზურგის ტვინი
სიმსივნე ჩვეულებრივ მხოლოდ ერთ სათესლეზე ვითარდება
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს თუ შეამჩნევთ ტკივილს, შეშუპებას ან შესიებას სათესლის ან საზარდულის არეში, განსაკუთრებით თუ ნიშნები და სიმპტომები ორი კვირის შემდეგ არ გაქრება.