საყლაპავის ანთება(ეზოფაგიტი)
დაავადების აღწერა
საყლაპავის ანთება იწვევს ქსოვილების დაზიანებას საყლაპავში, რომელიც არის კუჭისა და ყელის დამაკავშირებელი კუნთოვანი მილი.
ეზოფაგიტი იწვევს მტკივნეულ, გაძნელებულ ყლაპვას და ტკივილს მკერდისა არეში. საყლაპავის ანთების მიზეზებია: კუჭის მჟავის უკან, საყლაპავში ამობრუნება, ინფექცია, ორალური მედიკამენტები და ალერგიები.
ეზოფაგიტის მკურნალობა დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე და ქსოვილის დაზიანების სიმძიმეზე. სამედიცინო ჩარევის გარეშ, საყლაპავის ანთება აზიანებს ამომფენ გარსს, რაც მის ფუნქციონირებას ხელს უშლის და იწვევს გართულებებს, როგორიცაა:დანაწიბუროვანება, სტრიქტურა და გაძნელებული ყლაპვა.
გამომწვევი მიზეზი
ეზოფაგიტი კლასიფიცირდება გამომწვევი მიზეზის მიხედვით. ზოგიერთ შემთხვევაში საყლაპავის ანთებას რამოდენიმე ფაქტორი განაპირობებს.
რელფუქს ეზოფაგიტი
სარქვლისებრი სტრუქტურა, რომელსაც საყლაპავის ქვედა სპინქტერს უწოდებენ, არ აძლევს საშუალებას კუჭის მჟავებს უკან, საყლაპავის მიმართულებით ამობრუნებისა. თუ ეს სფინქტერი უდროოდ, არაშესაბამისად იღება ან არ იხურება, კუჭის შიგთავსი ბრუნდება საყლაპავში(გასტროეზოფაგეალური რეფლუქსი). გასტროეზოფაგეალური რეფლუქსის დაავადების დროს ვითარდება კუჭის მჟავების ხშირი და მუდმივი ამობრუნება საყლაპავში. რეფლუქის დაავადების გართულება გამოიხატება ქრონიკულ ანთებაში, რომელიც იწვევს საყლაპავის ქსოვილების დაზიანებას.
ეოზინოფილური ეზოფაგიტი
ეოზინოფილები წარმოადგენენ სისხლის თეთრ უჯრედებს. ეოზინოფილებს ალერგიული რეაქციის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი აქვთ. ეოზინოფილური ეზოფაგიტი ვითარდება მაშინ, როდესაც სისხლის ეს თეთრი უჯრედები მრავლად არიან მოგროვილი საყლაპავში. ეოზინოფილების მოგროვება გამოწვეულია ალერგიის გმომწვევი სხეულის(ალერგენი) ორგანიზმში ან მჟავის რეფლუქსით.
ხშირ შემთხვევაში, ეზოფაგიტის ამ ფორმის მქონე ადამიანები არიან ალერგიულები ერთი ან მეტი საკვების მიმართ. ეოზინოფილურ ეზოფაგიტს ზოგიერთი საკვები იწვევს: რძე, კვერცხები, ხორბალი, სოიო, მიწის თხილი, ლობიო, ჭვავი და საქონლის ხორცი. თუმცა, ალერგიის ტესტების შედეგად ყოველთვის არ ხდება ალერგიის გამომწვევი საკვების ამოცნობა.
ეოზინოფილური ეზოფაგიტის მქონე ადამიანებს არასაკვებ სხეულებზეც აღენიშნებათ ალერგია. მაგალითად, ჩასუნთქული ალერგენები, როგორიცაა მტვერი, ასეთ პაციენტებში, ზოგჯერ, ალერგიას იწვევენ.
წამლისმიერი ეზოფაგიტი
ზოგიერთი ორალური მედიკამენტი საყლაპავის ამომფენ გარსსში ხანგრძლივად ყოფნის პირობებში იწვევს ქსოვილის დაზიანებას. მაგალითად, თუ თქვენ მიიღებთ ტაბლეტს და არ მიაყოლებთ წყალს, ტაბლეტი ან მისი ნარჩენი შესაძლოა შერჩეს საყლაპავში. საყლაპავის ანთებასთან დაკავშირებული მედიკანეტები:
- ტკივილგამაყუჩებლები, როგორიცაა ასპირინი, იბუპროფენი და ნატრიუმის ნაპროქსენი
- ანტიბიოტიკები, მაგალითად:ტეტრაციკლინი და დოქსიციკლინი
- კალიუმის ქლორიდი, რომელიც გამოიყენება კალიუმის ნაკლებობის დროს
- ბისფოსფონატები, მათ შორის ალენდრონატი, რომელიც გამოიყენება სუსტი და მყიფე ძვლების(ოსტეოპოროზი) სამკურნალოდ
- ქინიდინი, რომელიც გამოიყენება გულის დაავადებების დროს
ინფექციური ეზოფაგიტი
ბაქტერიული, ვირუსული და სოკოვანი ინფექციები საყლაპავის ქსოვილებში იწვევენ ეზოფაგიტს. ინფექციური ეზოფაგიტი იშვიათია და ვითარდება დაქვეითებული იმუნური ფუნქციების მქონე პაციენტებში. მაგალითად შიდსით ან სიმსივნით დაავადებულ პაციენტებში.
სოკო, რომელსაც ეწოდება კანდიდა ალბიკანსი, ნორმალურ პირობებში ბინადრობს ადამიანის პირის ღრუში. კანდიდა ალბიკანსი საყლაპავის ანთების ხშირი გამომწვევი მიზეზია. ამ სოკოთი ინფექცია ყალიბდება სუსტი იმუნიტეტის პირობებში, დიაბეტის დროს, სიმსივნის დროს და ანტიბიოტიკების მოხმარებისას.
სიმპტომები
ეზოფაგიტის ხშირი სიმპტომები:
- გაძნელებული ყლაპვა
- მტკივნეული ყლაპვა
- ტკივილი მკერდის არეში კვების დროს, განსაკუთრებით მკერდის ძვლის უკან
- გადაყლაპული საკვების საყლაპავში გაჩხერა
- გულძმარვა
- მჟავის რეგურგიტაცია, ანუ კუჭიდან საყლაპავში ამობრუნება
ბავშვებში, განსაკუთრებით ისეთ მცირეწლოვნებში, ვისაც არ აქვს უნარი განმარტოს საკუთარი დისკომფორტი და ტკივილი, საყლაპავის ანთების სიმპტომებია:
- კვებასთან დაკავშირებული პრობლემები
- ზრდა-განვითარების დარღვევა
როდის მივმართოთ ექიმს
ეზოფაგიტის სიმპტომების უმრავლესობა გამოწვეულია განსხვავებული დაავადებებით, რომლებიც აზიანებენ საჭმლის მომნელებელ სისტემას. მიმართეთ ექიმს, თუ სიმპტომები:
- გრძელდება რამოდენიმე დღეზე მეტ ხანს
- არ უმჯობესდება ურეცეპტოდ გაცემული ანტაციდების მიღების შემდგომ
- არის იმდენად ძლიერი, რომ ართულებს კვებას
- თან ახლავს გრიპისმაგვარი სიმპტომები, როგორიცაა თავის ტკივილი, სიცხე და კუნთის ტკივილი
- თან ახლავს სუნთქვის უკმარისობა ან ტკივილი მკერდის არეში კვებიდან ცოტა ხნის შემდგომ
მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუ თქვენ:
- აღგენიშნებათ ტკივილი მკერდის არეში, რომელიც გრძელდება რამოდენიმე წუთზე მეტ ხანს
- ეჭვობთ, რომ საკვები გაგეჩხირათ საყლაპავში
- წარსულში დადგენილი გაქვთ გულის დაავადება და აღნიშნავთ ტკივილს მკერდის არეში