საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქარი

დაავადების აღწერა

საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქარი ვითარდება, როდესაც კუჭის ნაწილი ამოდის ზემოთ დიაფრაგმაში. დიაფრაგმას ნორმაში აქვს პატარა ხვრელი, რომელშიც გაივლის საყლაპავი რათა შეუერთდეს კუჭს. კუჭი ნაწილი შეიძლება ამ ხვრელში შემოძვრეს და გამოიწვიოს საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქარი.

შემთხვევათა უმეტესობაში პატარა თიაქარი არ იწვევს პრობლემებს და შეიძლება არც იცოდეთ მისი არსებობის შესახებ სანამ თქვენი ექიმი მას შემთხვევით არ აღმოაჩენს.

დიდმა თიაქარმა შეიძლება გამოიწვიოს საჭმლისა და მჟავის უკან გადასვლა საყპალავში, რა დროსაც გვექნება გულძმარვა. თვითმკურნალობა და წამლების მიღება ამ სიმპტომებს აქრობს, თუმცა ხანდახან ძალიან დიდი თიაქარის დროს აუცილებელი ხდება ოპერაციის ჩატარება.

გამომწვევი მიზეზი

საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქარი ვითარდება, როდესაც შესუსტებული კუნთოვანი ქსოვილი საშუალებას აძლევს კუჭს გამოძვრეს დიაფრაგმაში. ხშირად უცნობია რა იწვევს ამას, თუმცა კუჭზე ზეწოლას და დიაფრაგმის ასაკთან დაკავშირებულ ცვლილებებს შეუძლიათ გამოიწვიონ საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქრის გაჩენა.

როგორ წარმოიქმნება საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქარი

თქვენი დიაფრაგმა არის დიდი, გუმბათისებრი კუნთი, რომელიც გამოყოფს გულმკერდის ღრუს მუცლის ღრუსგან. ნორმაში, საყლაპავი კუჭისკენ მიმავალ გზაზე გაივლის დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელში.

საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქარი ვითარდება როდესაც ამ ხვრელის გარშემო არსებული კუნთოვანი ქსოვილი სუსტდება და კუჭის ზედა ნაწილი გამოძვრება დიაფრაფმის გავლით გულმკერდის ღრუში.

საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქრის შესაძლო მიზეზები

საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქრის შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:

  • ტრავმა ხვრელის არეში
  • პათოლოგიურად დიდი საყლაპავის ხვრელით დავადება
  • ხანგრძლივი და ძლიერი ზეწოლა გარშემო მდებარე კუნთებზე, მაგალითად ხველის, პირღებინების, გაჭინთვის ან მძიმე საგნების აღების დროს.

სიმპტომები

პატარა თიაქრების უმეტესობა არ იწვევს ნიშნების და სიმპტომების გაჩენას. დიდი თიაქრის შემთხვევაში შეიძლება შეგვხვდეს შემდეგი ნიშნები და სიმპტომები:

  • გულძმარვა
  • ბოყინი
  • ყლაპვის გაძნელება
  • გულმკერდის ან მუცლის ტკივილი
  • სავსეობის შეგრძნება ჭამის შემდეგ
  • სისხლიანი პირღებინება ან სისხლიანი განავალი, რაც შეიძლება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში სისხლდენაზე მიუთითებდეს.



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართ ექიმს თუ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გაქვთ რომელიმე ნიშანი ან სიმპტომი.