საყლაპავის კიბო

დაავადების აღწერა

საყლაპავის კიბო ვითარდება გრძელ, ღრუ მილში, რომელიც ყელიდან კუჭამდე გრძელდება. საყლაპავი ატარებს გადაყლაპულ საკვებს კუჭის მიმართულებით.

საყლაპავის კიბო ვითარდება იმ უჯრედებში, რომლებიც ამოფენენ საყლაპავს. საყლაპავის კიბო შესაძლოა ნებისმიერ წერტილში აღმოჩენდეს საყლაპავის გაყოლებაზე. საყლაპავის სიმსივნე უფრო ხშირად კაცებში გვხვდება.

საყლაპავის კიბო გავრცელებულია ასიაზა და აფრიკის ნაწილებში.

გამომწვევი მიზეზი

საყლაპავის კიბოს გამომწვევი მიზეზები უნცობია.

სიმსივნე ყალიბდება მაშინ, როდესაც საყლაპავის უჯრედებში ხდება დნმ-ის მუტაცია. მუტაცია იწვევს უჯრედების უკონტროლო ზრდასა და გამრავლებას. არანორმალური უჯრედების დაგროვება აყალიბებს სიმსივნეს საყლაპავში, საიდანაც მას შეუძლია გაიზარდოს და დაიპყროს მიმდებარე ქსოვილები. სიმსივნეს ასევე შეუძლია თავდაპირველი ადგილიდან მოწყვეტა და ორგანიზმის სხვა ნაწილებში გავრცელება(მეტასტაზირება).

საყლაპავის კიბოს ტიპები

საყლაპავის კიბო კლასიციფიცირდება ჩართული უჯრედების ტიპის მიხედვით. საყლაპავის კიბოს ტიპი განსაზღვრას მკურნალობის მიმდინარეობას. საყლაპავის კიბოს ტიპები:

  • ადენოკარცინმა. ადენოკარცინომა ყალიბდება საყლაპავში არსებულ ლორწოს-წარმომქმნელ ჯირკვლებში. ადენოკარცინომა, როგორც წესი, საყლაპავის ქვედა ნაწილში ვითარდება.
  • ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა. სიმსივნე ვითარდება საყლაპავის ამომფენ ბტყელ, თხელ უჯრედებში. ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა, ყველაზე ხშირად, საყლაპავის შუა ნაწილში ვითარდება. საყლაპავის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა საყლაპავის სიმსივნეებს შორის ყველაზე გავრცელებული კიბოა მსოფლიოში.
  • სხვა, იშვიათი ფორმები. საყლაპავის კიბოს იშვიათი ფორმები:ქორიოკარცინომა, ლიმფომა, მელანომა, სარკომა და წვრილუჯრედოვანი კიბო.

სიმპტომები

საყლაპავის სიმსივნის სიმპტომები:

  • გაძნელებული ყლაპვა (დისფაგია)
  • მცდელობის გარეშე წონაში კლება
  • ტკივილი, ზეწოლის ან წვის შეგრძნება მკერდის არეში
  • გულძმარვა ან მოუნელებლობა, რომელიც უარესდება დროთა განმავლობაში
  • ხველა ან ხმის ჩახლეჩვა



საყლაპავის კიბოს ადრეული ეტაპები სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს.

როდის მივმართოთ ექიმს

დანიშნეთ შეხვედრა ექიმთან საგანგაშო სიმპტომების არსებობის შემთხვევაში.

ბარეტის საყლაპავი არის პრეკანცერული მდგომარეობა, რომელიც ზრდის საყლაპავის კიბოს განვითარების რისკს. ბარეტის საყლაპავი გამოწვეულია კუჭის მჟავების ქრონიკული რეფლუქსით – ამობრუნებით საყლაპავში. ბარეტის საყლაპავის დადგენის შემთხვევაში, ჰკითხეთ ექიმს, თუ რომელ სიმპტომებს უნდა მიექცეს ყურადღება, რათა მიხვდეთ, თუ როდის უარესდება მდგომარეობა.

საყლაპავის კიბოზე სკრინინგი და გამოკვლევა არ კეთდება საყოველთაოდ და ხშირად, რადგან მაღალი რისკის პაციენტების ამოჩნობა რთულია. საყოველთაო გამოკვლევის არარსებობა ასევე დაკავშირებულია ენდოსკოპიით გამოწვეულ რისკ ფაქტორებთან. ბარეტის საყლაპავის არსებობის შემთხვევაში, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან სკრინინგის ჩატარების შესახებ.