სებორეული დერმატიტი
დაავადების აღწერა
სებორეული დერმატიტი კანის გავრცელებული დაავადებაა, რომელიც სკალპს აზიანებს. სებორეული დერმატიტი იწვევს ლაქების გაჩენას, კანის შეწითლებას და ქერტლს სკალპზე. სებორეული დერმატიტი შესაძლოა გავრცელდეს სხეულის სხვა ნაწილებზეც, როგორიცაა სახე, გულმკერდი ან ზურგი.
სებორეული დერმატიტი არ ახდენს გავლენას ზოგად ჯანმრთელობაზე, მაგრამ იწვევს დისკომფორტს და სირცხვილის გრძნობას. დაავადება გადამდები არ არის და არ მიანიშნებს პირადი ჰიგიენის დაცვის ნაკლებობაზე.
სებორეული დერმატიტი ძირითადად ხანგრძლივი მდგომარეობაა. შესაძლოა დაგჭირდეთ მკურნალობის რამდენიმე გამეორება, სანამ სიმპტომები შემსუბუქდება. სიმპტომები შეიძლება კვლავ განმეორდეს. გამწვავებების მენეჯმენტი შესაძლებელია სიმპტომების ადრეული აღმოჩენითა და შესაბამისი მედიკამენტების მიღებით.
სებორეული დერმატიტი ასოცირდება ქერტლთან, სებორეულ ეგზემასთან, სებორეულ ფსორიაზთან. სებორეული დერმატიტის ერთი ფორმა ვრცელდება ახალშობილებშიც.
გამომწვევი მიზეზი
ექიმებმა ჯერ არ იციან, ზუსტად რა იწვევს სებორეულ დერმატიტს. შესაძლოა ფაქტორებია:
- საფუარა სოკო– მალასეცია, რომელიც კანის ცხიმოვან სითხეებშია
- ანთებითი რეაქცია, ფსორიაზის მსგავსად
- სეზონურობა, რადგან ეპიზოდები უარესია ადრეულ გაზაფხულსა და ზამთარში
სიმპტომები
სებორეული დერმატიტის სიმპტომებია:
- კანის აქერცვლა– ქერტლი სკალპზე, თმაზე, წარბზე, წვერში ან ულვაშში
- ცხიმოვანი კანის ლაქები, რომლებიც დაფარულია თეთრი ან ყვითელი ქერცლით ან ქერქით სკაპლზე, ყურებზე, სახეზე, გულმკერდზე, იღლიებში, სათესლე პარკთან, სხეულის სხვა ნაწილებში
- კანის შეწითლება
- სიწითლე ან ქერქის გაჩენა ქუთუთოებზე– ბლეფარიტი
- ქავილი ან მჩხვლეტავი შეგრძნება
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს, თუ:
- დისკომფორტის გამო ხელი გეშლებათ ნორმალურ ძილში ან ყოველდღიურ საქმიანობაში.
- მდგომარეობა იწვევს სირცხვილს და შფოთვას
- ფიქრობთ, რომ კანი ინფიცირებულია
- სცადეთ სახლის პირობებში მკურნალობა, მაგრამ უშედეგოდ