სებორეული დერმატიტი ახალშობილებში

დაავადების აღწერა

ახალშობილებში სებორეული დერმატიტი იწვევს სკაპლზე ქერცვლადი ლაქების გაჩენას. მიუხედავად იმისა, რომ დაავადება არ არის სერიოზუილი, მან შესაძლოა გამოიწვიოს სქლად დაფუფხება და თეთრი ან ყვითელი ქერცლის გაჩენა.

დაავადება ძირითადად თვითონ იკურნება რამოდენიმე თვეში. სახლის პირობებში შესაძლებელია გარკვეული ზომების მიღბა, მაგალითად ყოველდღიურად მსუბუქი შამპუნის გამოყენება, რომელიც ხელს უწყობს ქერცლის მოლბობას და მის მოშორებას. თუ სებორეული დერმატიტი მიმდინარეობს მწვავე ფორმებით, ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ მედიკამენტური შამპუნი, ლოსიონი ან რაიმე სხვა სახის მკურნალობა

გამომწვევი მიზეზი

მიუხედავად იმისა, რომ დაავადების ზუსტი მიზეზი უცნობია, ერთ-ერთი ფაქტორი შეიძლება იყოს ჰორმონები, რომლებსაც დედა შვილს გადასცემს მუცლად ყოფნის პერიოდში. ამ ჰორმონებს შეუძლიათ წარმოქმნან ცხიმი საცხიმე ჯირვკლებში და თმის ფოლიკულებში.

დაავადებას აგრეთვე შესაძლოა იწვევდეს სოკო, სახელად მალასეზია. მისი ზრდა განვითარება ხდება ცხიმში ბაქტერიასთან ერთდ. სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა კეტოკონაზოლი, ძირითადად ეფექტურია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სებორეული დერმატიტის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს სოკო.

სიმპტომები

სებორეული დერმატიტის სიმპტომები:

  • ქერცვლადი ლაქები ან სქელი ფუფხი სკალპზე
  • ცხიმიანი კანი, რომელიც დაფარულია თეთრი ან ყვითელი ქერცლით
  • კანზე ნაფლეთებისმაგვარი სხეულების გაჩენა
  • მსუბუქი სიწითლე



მსგავს ქერცლები შესაძლოა არსებობდეს ყურებზე, ქუთუთოებზე, ცხვირსა და საზარდულზე

სებორეული დერმატიტი ყველაზე ხშირად ახალშობილებში გვხვდება. პათოლოგია არ არის გადამდები და არ იწვევს ძლიერ დისკომფორტს. სებორეული დერმატიტი, როგორც წესი, არ იწვევს ქავილს ახალშობილებში

სებორეული დერმატიტი ხშირად ერევათ კანის სხვა დაავადებაშ- ეკზემაში. ამ პათოლოგიების მთავარი განმასხვავებელი არის ის, რომ ეკზემა იწვევს ქავილს

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ:

  • თქვენ სახლის პირობებში ზომების მიღების მიუხედავად ვერ მიაღწიეთ შედეგს
  • ლაქები ვრცელდება ბაშვის სახესა და სხეულზე