სებორეული კერატოზი

დაავადების აღწერა

სებორეული კერატოზი კანის არასიმსივნური წარმონაქმნების ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია მოზრდილ ადამიანებში.

სებორეული კერატოზი ძირითადად ვლინდება, როგორც ყავისფერი, შავი ან ღია ყავისფერი წარმონაქმნი სახეზე, გულმკერდზე, მხრებსა და ზურგზე. წარმონაქმნი შესაძლოა იყოს აქერცლილი, მცირედ ამობურცული. ზოგჯერ, დაზიანება მხოლოდ ერთია, მაგრამ უფრო ხშირად მრავლობითი კერებია. სებორეული კერატოზი არ იწვევს კიბოს, მაგრამ გავს კანის კიბოს.

სებორეული კერატოზის დაზიანებები ნორმაში უმტკივნეულოა და მკურნალობას არ საჭიროებს. მათი მოშორება რეკომენდირებულია მაშინ, როცა ტანსაცმლის შეხების გამო დაზიანება ღიზიანდება ან გაწუხებთ კოსმეტიკური საკითხი.

გამომწვევი მიზეზი

სებორეული კერატოზის ზუსტი მიზეზი უცნობია. კერატოზი ძალიან ხშირია და ასაკთან ერთად განვითარების შანსიც იზრდება. სებორეული კერატოზი ხშირად ოჯახურადაა გავრცელებული, ანუ გენეტიკაც გარკვეულ როლს თამაშობს.

სიმპტომები

სებორეული კერატოზი ძირითადად მეჭეჭის მსგავსი წარმონაქმნია. ყველაზე ხშირად კერატოზი ჩნდება სახეზე, გულმკერდზე, მხრებსა და ზურგზე. სებორეული კერატოზი:

  • ვარიაბელურია ფერის მიხედვით: ღია ყავისფერი, ყავისფერი, შავი
  • მრგვალი ან ოვალურია
  • აქვს დამახასიათებელი ვიზუალი
  • ბრტყელია ან ოდნავ ამობურცული, აქერცლილი ზედაპირით
  • ზომაში ვარირებს, შეიძლება იყოს ძალიან პატარა ან 3,5 სანტიმეტრამდე
  • ზოგჯერ იწვევს ქავილს



შესაძლოა განვითარდეს ერთეული წარმონაქმნი ან მრავლობითი კერატოზი. სებორეული კერატოზი მტკივნეული არ არის, მაგრამ იწვევს დისკომფორტს, მდებარეობისა და ზომის მიხედვით. ფრთხილად იყავით, რადგან მოქავება და გაღიზიანება იწვევს ანთებას, სისხლდენას და მძიმე შემთხვევებში, ინფექციას.

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ:

  • რამდენიმე კვირაში ან თვეში განვითარდა მრავლობითი კერატოზი. ნორმაში, სებორეული კერატოზი წლების განმავლობაში მრავლდება.
  • წარმონაქმნი გაღიზიანდა ან სისხლი მოგდით, რადგან ტანსაცმელთან ჰქონდა შეხება. ამ დროს რეკომენდირებულია ქირურგიული მოცილება.
  • შეამჩნიეთ კანის ცვლილებები, როგორიცაა წყლულები, სწრაფად მზარდი წარმონაქმნები, სისხლდენა. ეს შეიძლება კანის კიბოს სიმპტომი იყოს.