სეფსისი

დაავადების აღწერა

სეფსისი ინფექციის პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში გართულებაა. სეფსის ივითარდება, როდესაც ინფექციის გასამკლავებლად გამოთავისუფლებული ქიმიური ნივტიერებები სისხლის მიმოქცევაში იწვევენ ანთებით რეაქცია მთელ სხეულში. ანთება იწვევს ცვლილებების კასკადს, რომელსაც შეუძლია დააზიანოს მრავალი ორგანო და გამოიწვიოს მათი უკმარისობა.

თუ სეფსისი გადაიზრდება სეპტიურ შოკში, სისხლის წნევა დრამატულად ეცემა, რამაც შესაძლოა სიკვდილი გამოიწვიოს.

სეფსისი ნებისმიერი ასაკის პაციენტებში შესაძლოა შეგვხვდეს, თუმცა მდგომარეობა ყველაზე ხშირად მოხუცებშია გამოხატული, ვისაც სუსტი იმუნური სისტემა აქვს. სეფსისის ადრეული მკურნალობა ანტიბიოტიკებითა და ინტრავენურად სითხეების გადასხმით გადარჩენის შანსს ზრდის.

გამომწვევი მიზეზი

სეფსისს ნებისმიერი ტიპის ინფექცია იწვევს – ბაქტერიული, ვირუსული და სოკოვანი, თუმცა მდგომარეობის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზებია:

  • პნევმონია
  • მუცლის ღრუს ინფექცია
  • თირკმლის ინფექცია
  • სისხლის მიმოქცევის ინფექცია (ბაქტერემია)



სეფსისის შემთხვევები დედამიწაზე იმატებს. მომატების მიზეზები:

  • პოპულაციის დააბერება. დღეს-დღეობით, განვითარებულ ქვეყნებში, ადამიანები უფრო ხანგრძლივად ცხოვრობენ. მაღალი ასაკი (65 წლის ზემოთ) კი სეფსისის ერთ-ერთი რისკ ფაქტორია
  • წამლისადმი რეზისტენტული ბაქტერიები. ბევრ ბაქტერიას უყალიბდება რეზიზტენტობა იმ ანტიბიოტიკების წინააღმდეგ, რომლებიც უწინ ასეთ ბაქტერიებს ანადგურებდნენ. ანტივიოტიკებისადმი რეზისტენტული ბაქტერიები ხშირად იწვევენ სეფსისს.
  • იმუნური სისტემის დასუსტება. სხვადასხვა მიზეზის გამო, როგორიცაა შიდსის ვირუსი, სიმსივნის მკურნალობები ან ტრანსპლანტაციის დროს გამოყენებული იმუნოსუპრესანტები, სეფსისის შემთხვევების რიცხვი იმატებს.

სიმპტომები

ექიების დიდი ნაწილი სეფსისს სამ საფეხურიან სინდრომად მიიჩნევს, რომელიც იწყება სეფსისიდან, გადადის მძიმე სეფსისში და შემდგომ სეპტიურ შოკად ვლინდება. მკუჯრნალობის მიზანია სეფსისის მსუბუქ ფორმაზე მორჩენა, სანამ იგი საშიში გახდება.

სეფსისი

სეფსისის დიაგნოზის დასასმელად პაციენტს უნდა აღენიშნებოდეს ორი შემდეგი სიმპტომი:

  • ორგანიზმის ტემპერატურა 38.3 С გრადუსზე ზემოთ ან 36 С გრადუსზე დაბლა
  • 90-ზე მეტი გულისცემა წუთში (პულსი)
  • სუნთქვის სიხშირე წუთში 20-ზე მეტი
  • სავარაუდო ან დადასტურებული ინფექცია
  • მძიმე სეფსისი



შემდეგი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში დიაგნოზი შემდეგ ეტაპზე, მძიმე სეფსისზე გადადის, რომელიც შესაძლოა ორგანოების დაზიანებს გულისხმობდეს:

  • შარდვის საგრძნობლად შემცირება
  • გონებრივი სტატუსის ცვლილებები
  • თრომბოციტების სისხლში შემცველობის დაქვეითება
  • სუნთქვის გაძნელება
  • გულის ფუნქციის დაქვეითება
  • ტკივილი მუცლის არეში



სეპტიური შოკი

სეპტიური შოკის დიაგნოზის დასასმელად, თქვენ უნდა აღგენიშნებოდეთ მძიმე სეფსისის სიმპტომები, რომლებსაც თან ახლავს სისხლის უკიდურესად დაბალი წნევა, რომელიც არ რეაგირებს სითხის მარტივ გადასხმაზე.

როდის მივმართოთ ექიმს

სეფსისი, როგორც წესი, ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში ვითარდება. ინტენსიური ზედამხედველობის ნაწილში მყოფი პაციენტები განსაკუთრებით მოწყვლადი არიან ინფქციების მიმართ, რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ სეფსისი. თუ თქვენ აღგენიშნებათ ინფექცია და გივითარდებათ სეფსისის სიმპტომები ქირურგიული ოპერაციის ან ჰოსპიტალიზაციის შემდგომ, მიმართეთ ექიმს დროულად.