სელექტიური იმუნოგლობულინი A-ის(IgA) ნაკლებობა
დაავადების აღწერა
სელექტიური იმუნოგლობულინი A-ის ნაკლებობა წარმოადგენს იმუნური სისტემის დაავადებას, რომლის დროსაც პაციენტს სრულად ან ნაწილობრივ აკლია იმუნოგლობულინი A (IgA), ცილა, რომელიც ებრძვის ინფექციებს. დაავადების მქონე ადამიანების უმრავლესობას განმეორებითი ინფექციები არ აღენიშნება. თუმცა ზოგიერთ პაციენტს უვითარდება სასუნთქი გზების განმეორებითი ინფექციები, ასთმა, სინუსური ინფექციები, ალერგიები და ფაღარათი.
დაავადებას შესაძლოა თან ახლდეს ავტოიმუნური პათოლოგია, რომლის დროსაც იმუნური სისტემა უტევს საკუთარ ორგანოებსა და ქსოვილებს. იმუნოგლობულინი A-ის დეფიციტის დროს ხშირია შემდეგი ავტოიმუნური დაავადებები:რევმატოიდული ართრიტი, მგლურა და ცელიაკია.