სეპარაციის აშლილობა

დაავადების აღწერა

თქვენ ტოვებდით თქვენს მცირეწლოვან ბავშვს საყვარელ ადამიანთან ან მომვლელთან ლოყაზე უბრალო კოცნითა და დამშვიდობებით. თუმცა, დღეს თქვენი დამშვიდობება იწვევს ბავშვის ცრემლებს. იგი ვერ ახერხებს თქვენთან განშორებას და გებღაუჭებათ. რაშია საქმე?

სეპარაციის აშლილობა ახალშობილებსა და 1-2 წლის ბავშვებში განვითარების ნორმალური ეტაპია. შესაძლოა მდგომარეობა იყოს ხელის შემშლელი, თუმცა ეს მნიშვნელოვანი ემოციური ეტაპია, რომელიც, როგორც წესი, იწყება 8-9 თვის ასაკში. თქვენი შვილი ხვდება, რომ თქვენ მისთვის ერთადერთი ხართ და მხედველობის ველის გარეთ ყოფნისას აგრძელებთ არსებობას.

24 თვის ასაკში სეპარაციის აშლილობა, ძირითადად, გაივლის. ამ პერიოდში, დამშვიდობებისას დაარწმუნეთ ბავშვი, რომ თქვენ მალე დაბრუნდებით. სეპარაციის აშლილობა იშვიათად საჭიროებს სამედიცინო დახმარებას.

გამომწვევი მიზეზი

ახალშობილებს და 1-2 წლის ბავშვფებს დროის შეგრძნება და მახსოვრობა თითქმის არ გააჩნიათ. ამ პერიოდში, როდესაც თქვენ მას დატოვებთ, იგი ვერ ხვდება, თქვენ დაბრუნდებით თუ არა. ბავშვი თქვენს გარეშე ცუდ გუნებაზე დგება და იწყებს ტირილს, თუნდაც თქვენ გვერდზე ოთახში იმყოფებოდეთ.

ზოგიერთ შემთხვევაში, სეპარაციის აშლილობა გამოწვეულია ბავშვის ცხოვრებასი ცვლილებების გაჩენით, როგორიცაა:

  • ბავშვის მოსავლელი სხვა სიტუაცია
  • ახლად დაბადებული ძმა ან და
  • ახალი სახლი
  • სტრესი ან დაძაბულობა ოჯახში

სიმპტომები

ხმაურის ატეხა და ტირილი სეპარაციის აშლილობის კლასიკური ნიშნებია. დღის განმავლობაში, თქვენი შვილი შესაძლოა საერთოდ არ მოგშორდეთ. ღამის განმავლობაში კი გაიღვიძებს და დაიწყებს ტირილს.

სეპარაციის აშლილობა ბავშვებში 8-12 თვის ასაკში იწყება. პიკი, როგორც წესი, წარმოდგენილია 10-18 თვის ინტერვალში. მდგომარეობა ქრება დაახლოებით 24 თვის ასაკში.

სეპარაციის აშლილობის დაავადება

ზოგიერთი ბავშვის შემთხვევაში, სეპარაციის აშლილობა მიუთითებს უფრო მძიმე დაავადებაზე, რომელსაც სეპარაციის აშლილობის დაავადება ეწოდება.

თუ თქვენი შვილის სეპარაციის აშლილობა უფრო ინტენსიური და ხანგრძლივია, განსაკუთრებით თუ მდგომარეობა უკავშირდება პრობლემებს სკოლაში, ყოველდღიურ საქმიანობაში და მოიცავს პანიკურ შეტევებს, ბავშვს შესაძლოა აღენიშნებოდეს სეპარაციის აშლილობის დაავადება. ხშირად, დაავადება უკავშირდება მშობლებთან ურთიერთობის სურვილს.

ფსიქიკური აშლილობის დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელოს (DSM-5) თანახმად, რომელიც ამერიკული ფსიქიატრიული ასოციაციის მიერ არის შემუშავებული, სეპარაციის აშლილობის დაავადება შესაძლოა განვითარდეს სკოლამდელ ასაკამდე იმ პერიოდში, როდესაც სიმპტომები გადაჭარბებულია ბავშვის განვითარების ასაკთან შედარებით. სიმპტომები:

  • განმეორებითი და ჭარბი წუხილი სახლიდან და მშობლებისგან შორს ყოფნის შესახებ
  • მუდმივი შიში და ზედმეტი ნერვიულობა მშობლის დაავადებით ან უბედური შემთხვევით დაკარგვის თაობაზე
  • მუდმივი წუხილი, რომ რაიმე ცუდი მოხდება, მაგალითად მოიტაცებენ
  • განშორების შიშის გამო სახლიდან გასვლის უარყოფა
  • სახლში მშობლის გარეშე მარტო ყოფნის შიში
  • განმეორებითი კოშმარული სიზმრები სეპარაციის შესახებ
  • ხშირი ჩივილები თავის ტკივილების, კუჭის ტკივილების და სხვა სიმპტომების შესახებ, როდესაც გრძნობენ მშობლისგან სეპარაციის საფრთხეს



როდის მივმართოთ ექიმს

თუ თვლით, რომ თქვენს შვილს აღენიშნება სეპარაციის აშლილობის სიმპტომები, მიმართეთ ექიმს.