სეპტიური ართრიტი

დაავადების აღწერა

სეპტიური ართრიტი წარმოადგენს სახსრის ინტენსიური ტკივილის გამომწვევ ინფექციას. სახსრის ინფექცია შესაძლებელია ორგანიზმებით, რომლებიც სხეულის სხვა წერტილიდან სახსარში სისხლის მიმოქცევის საშუალებით ხვდებიან. სეპტიური ართრიტი შესაძლოა განვითარდეს სახსარში ბასრი საგნით ჭრილობის მიყენების დროს მიკროორგანიზმების შეჭრის შედეგად.

სეპტიური ართრიტი, როგორც წესი, ახალშობილებსა და მოხუცებში ვითარდება. ყველაზე ხშირად ზიანდებიან მუხლისა და ბარძაყის სახსრები. მდგომარეობა სწრაფად და მძიმედ აზიანებს ძვალსა და ხრტილს სახსარში, ამიტომ აუცილებელია დროული მკუნრალობა.

მკურნალობა მოიცავს შპრიცით სახსრის დრენაჟს ან ქირურგიულ ოპერაციას. ინფექციის შესაჩერებლად შესაზლოა საჭირო გახდეს ინტრავენური ანტიბიოტიკები.

გამომწვევი მიზეზი

სეპტიური ართრიტი გამოწვეულია ბაქტერიული, ვირუსული ან სოკოვანი ინფექციებით. ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზია ბაქტერია სტაფილოკოკუს აურეუსით განპირობებული ინფექცია. ეს ბაქტერია, ნორმაში, ჯანმრთელი ადამიანის კანზე ბინადრობს.

სეპტიური ართრიტი შესაძლოა განვითარდეს, როდესაც ორგანიზმის სხვა ნაწილებში მიმდინარე ინფექცია, მაგალითად ზედა სასუნთქი გზეის ან საშარდე გზების ინფექცია ვრცელდება სისხლის მიმოქცევის საშუალებით სახსარში. იშვიათად, ჩხვლეტის შედეგად მიყენებული ჭრილობა, წამლის ინექცია ან ქირურგიული ჩარევა სახსართან ახლოს აჩენს ბაქტერიებისთვის შესასვლელს ორგანიზმში.

სახსრების ამომფენი გარსი (სინოვიუმი) ინფექციებისადმი სუსტ ბარიერს წარმოადგენს. ინფექციაზე ორგანიზმის რეაქცია, მათ სორის ანთება იწვევს წნევის ზრდას და სახსარში სისხლის მიწოდების შემცირებას, რაც განაპირობებს დაზიანებას.

სიმპტომები

სეპტიური ართრიტი, როგორც წესი, იწვევს ძლიერ დისკომფორტს და დაზიანებული სახსრის მოძრაობის შეზღუდვას. სახსარი შესაძლოა იყოს შესიებული, წითელი და თბილი. მდგომარეობას, ზოგჯერ, თან ახლავს სიცხე.

როდის მივმართოთ ექიმს

სახსარში უცაბედი ტკივილის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. დროული მკურნალობა ამცირებს სახსრის დაზიანების ხარისხს.