სექსუალური დისფუნქცია ქალებში

დაავადების აღწერა

სექსუალურ აგზნებასთან და სურვილთან დაკავშირებული მუდმივი, განმეორებითი პრობლემები, რომლებიც ხელს გიშლიტ პარტნირთან ურთიერთობაში, მიჩნეულია როგორც სექსუალური დისფუნქცია ქალებში.

ცხოვრების გარკვეულ ეტაპბზე ქალების დიდ ნაწილში აღინიშნება სექსუალური ფუნქციების პრობლემები. სექსუალური დისფუნქცია სიცოცხლის ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება განვითარდეს. მდგოამრეობა შესაძლოა იყოს დროებითი ან მუდმივი.

ქალს სექსუალური დისფუნქციის ერთი ან მეტი ფორმა შეიძლება აღენიშნებოდეს. ეს ფორმებია:

  • სექსუალური დაკმაყოფილების დაქვეითებული სურვილი. პაციენტს შესაძლოა აღენიშნებოდეს ლიბიდოს დაქვეითება ან სექსუალური ლტოლვის ნაკლებობა.
  • სექსუალური აგზნების პრობლემა. სექქსუალური კავშირის სურვილი შესაძლოა ნორმაში იყოს, თუმცა აღინიშნებოდეს აგზნების დაწყების ან შენარჩუნების პრობლემები სქესობრივი აქტის პერიოდში.
  • ორგაზმის პრობლემები. ქალი შესაძლოა ვერ აღწევდეს ორგაზმს საკმარისი სექსუალური სტიმულაციის პირობებში.
  • ტკივილი. ქალს შესაძლოა აღენიშნებოდეს ტკივილი სექსუალური სტიმულაციის დროს ან ვაგინაზე კონტაქტისას.



სექსუალური პასუხი დამოკიდებულია ბევრი ფაქტორის ურთიერთობაზ: ფიზიოლოგია, ემოციები, გამოცდილება, რწმენა, ცხოვრების სტილი და ურთიერთობა. ამ კომპონენტებიდან რომელიმეს დარღვევა იწვევს სექსუალური ლტოლვის, აგზნების და დაკმაყოფილების პრობლემებს. საბედნიეროდ, სექსუალური დისფუნქციის მკურნალობა შესაძლებელია.

გამომწვევი მიზეზი

სექსუალური დაუკმაყოფილებლობისა და დისფუნქციის რამოდენიმე მიზეზი არსებობს. ეს მიზეზები ხშირად ერთმანეთს კვეთს.

  • ფიზიკური. ჯანმრთელობის ზოგიერთმა დაავადებამ შესაძლოა გამოიწვიოს სექსუალური პრობლემები: ართრიტები, შარდვის ან დეფეკაციის პრობლემები, ქირურგიული ჩარევა მენჯის არეში, დაღლილობა, თავისა და სხვა ტიპის ტკივილები და ნევროლოგიური დაავადებები, როგორიცაა გაფანტული სკლეროზი. ზოგიერთი მედიკამენტი, მათ შორის ანტიდეპრესანტები, სისხლის ნწევის მედიკამენტები, ანტიჰისტამინურებიდა ქიმიოთერაპიის წამლები ამცირებენ სექსუალურ ლტოლვას და სხეულის მიერ ორგაზმის განცდის უნარს.
  • ჰორმონული. ესტროგენის დაბალი დონე ორგანიზმში მენოპაუზის შემდეგ იწვევს ცვლილებებს გენიტალურ ქსოვილებში და ასევე სექსუალურ პასუხში. კანის ნაკეცები, რომლებიც ფარავენ ქალის გენიტალურ ზონას, თხელდება, რის შედეგადაც ხდება კლიტორის უფრო დიდი ნაწილის გამოჩენა. კლიტორის ექპოზიცია ზოგიერთ შემთხვევაში, მის მგრძნობელობას აქვეითებს.

    ვაგინის ამომფენი გარსი ასევე თხელდება და ხდება ნაკლებად ელასტიური, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქალი არ არის სექუალურად აქტიური. ამის გამო საჭირო ხდება უფრო მეტი სექსუალური სტიმულაცია, რათა ვაგინა მოდუნდეს და მოხდეს ლუბრიკაცია სექსაულური კავშირის დამყარებამდე. ამ ფაქტორებმა შესაძლოა გამოიწვიოს მტკივნეული სექსი(დისპარეუნია) და გაახანგრძლივოს ორგაზმის მიღწევამდე არსებული დრო.

    ორგანიზმის ჰორმონული დონის ცვლილებები ვითარდება მშობიარობის და ძუძუთი კვების დროს, რის შედეგადაც ვითარდება ვაგინალური სიმშრალე, რაც ზეგავლენას ახდენს სექსის სურვილზე.

  • ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორები. სამედიცინო ჩარევის გარეშე, შფოთვან, დეპრესიამ და ხანგრძლივმა სტრესმა შესაძლოა გამოიწვიონ სექსუალური დისფუნქცია. დაფეხმძიმებასთან დაკავშირებულმა წუხილმა ან დედობის სურვილმა შესაძლოა მსგავსი ეფექტი გამოიწვიოს. სექსთან ან ურთიერთობის სხვა ასპექტებთან დაკავშირებული ხანგრძლივი კონფლიქტები პარტნიორთან ასევე აქვეითებს სექსუალურ პასუხს. კულტურული და რელიგიური პრობლემები, ისევე როგორც გარეგნობის მახასაითებლები იწვევენ სექსუალურ დისფუნქციას.
  • ემოციური სტრესი შეიძლება იყოს როგორც მიზეზი, ასევე შედეგი სექსუალური დისფუნქციისა. მიუხედავად მდგომარეობის დაწყების პერიოდისა, აუცილებელია მიმართოთ სამედიციო დაწესებულებას, რათა ჩატარდეს ეფექტური მკურნალობა.

სიმპტომები

ქალებში სექსუალური დისფუნქცია ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს. სექსუალური პრობლემები, ხშირად, თავს იჩენს ჰორმონული ცვლილებების დროს, მაგალითად მშობიარობის შემდგომ ან მენოპაუზის დროს. სექსუალური პრობლემები ასევე უკავშირდება სერიოზულ დაავადებებს, როგორიცაა კიბო, დიაბეტი, და გულსისხლძარღვთა დაავადება.

თქვენი პრობლემა შესაძლოა კასიფიცირდეს, როგორც სექსუალური დისფუნქცია, თუ აღინიშნება რომელიმე შემდეგი ფაქტორი, რომელიც თქვენ გადარდებთ:

  • სექსის სურვილის არარსებობა ან დაქვეითება.
  • სექსუალური აგზნების შენარჩუნების პრობლემები მიუხედავად სურვილისა.
  • ორგაზმის მიღწევის პრობლემა.
  • ტკივილი სქესობრივი კავშირის დამაყრების დროს.



როდის მივმართოთ ექიმს

თუ სექსუალური პრობლემები ზეგავლენას ახდენენ თქვენს ურთიერთობაზე ან გაწუხებენ თქვენ, დანიშნეთ შეხვედრა ექიმთან.