სეროტონინის სინდრომი

დაავადების აღწერა

სეროტონისის სინდრომი ვითარდება მაშინ, როდესაც ადამიანი იღებს მედიკამენტებს, რომლებიც ზრდიან ორგანიზმში ქიმიური ნივთიერება სეროტონინის შემცველობას.

სეროტონინის სინდრომი თავს იჩენს, როდესაც თქვენ ასეთი წამლის დოზას ზრდით ან რეჟიმს ახალ წამალს ამატებთ. ზოგიერთი არალეგალური წამალი და საკვები დანამატები ასევე უკავშირდება სინდრომს.

სეროტონი არის ქიმიური ნივთიერება, რომელიც წარმოიქმნება ორგანიზმში თავის ტვინში არსებული ნერვული უჯრედების ნორმალური ფუნქციონირებისათვის. სეროტონინის ჭარბი რაოდენობა იწვევს სიმპტომებს, რომლებიც შეიძლება იყვნენ როგორც მსუბუქი(თრთოლვა, ფაღარათი) ფორმის, ასევე მძიმე (კუნთის დაჭიმულობა, სიცხე და გულყრები) ფორმის. სამედიცინო ჩარევის გარეშე მძიმე სეროტონინის სინდრომი ფატალურია.

დაავადების მსუბუქი ტიპები, როგორც წესი, გაივლიან სიმპტომების გამომწვევი წამლების შეწყვეტიდან 1 დღეში. ეფექტური შესაძლოა იყოს ასევე სეროტონინის მლოკავი წამლების მიღება.

გამომწვევი მიზეზი

სეროტონინის მაღალი შემცველობა ორგანიზმში იწვევს სინდრომის გამოვლინებებს.

ნორმალურ პირობებში, თავისა და ზურგის ტვინში(ცენტრალური ნერვული სისტემა) არსებული ნერვული უჯრედები წარმოქმნიან სეროტონინს, რომელიც აკონტროლებს ყურადღებიანობას, ქცევას და სხეულის ტემპერატურას.

ორგანიზმის სხვა ნერვული უჯრედები, უმეტესად ნაწლავებში არსებული, ასევე წარმოქმნიან სეროტონინს. ამ დანარჩენ ადგილებში, სეროტონინი არეგულირებს საკვების მომნელებელ პროცესს, სისხლის დინებასა და სუნთქვას.

მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია მხოლოდ ერთი მედიკამენტის მიღების შემდგომ სეროტონინის სინდრომის გამოწვევა მიდრეკილ პაციენტებში, უმეტესად მდგომარეობა ვითარდება მაშინ ,როდესაც ადამიანი რამოდენიმე მედიკამენტს ერთად იღებს.

მაგალითად, სეროტონინის სინდრომი შესაძლოა განვითარდეს ანტიდეპრესანტის წამლის შაკიკის მედიკამენტთან ერთად მიღების დროს.

სეროტონინის სინდრომის სხვა მიზეზი შესაძლოა იყოს ანტიდეპრესანტების განზრახ ჭარბი რაოდენობით მიღება.

ურეცეპტოდ და რეცეპტით გაცემული ბევრი წამალი იწვევს სეროტონინის სინდრომს, განსაკუთრებით ანტიდეპრესანტები. არალეგალური წამლებიდა საკვები დანამატები ასევე უკავშირდებიან მდგომარეობას. ასეთი წამლები და დანამატებია:

  • სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები, ანტიდეპრესანტები, როგორიცაა ციტალოპრამი(ცელექსა), ფლუოქსეტინი(პროზაკი, სარაფემი), ფლლუვოქსამინი, პაროქსეტინი(პაქსილი) და სერტრალინი (ზოლოფტი).
  • სეროტონინის და ნორეპრინეფინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები, ანტიდეპრესანტები, როგორიცაა ტრაზოდონი, დულოქსეტინი (ციმბალტა) და ვენლაფაქსინი (ეფექსორი)
  • ბუპროპიონი (ველბუტრინი, ზიბანი), ანტიდეპრესანტი და თამბაქოზე დამოკიდებულების მედიკამენტი
  • ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, როგორიცაა ამიტრიპტილინი და ნორტრიპტილინი (პამელორი)
  • მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორები, ანტიდეპრესანტები, როგორიცაა იზოკარბოქსაზიდი (მარპლანი) და ფენელზინი (ნარდილი)
  • შაკიკის საწინააღმდეგო მედიკამენტები, როგორიცაა ტრიპტანები(აქსერტი, ამერჯი, იმიტრექსი), კარბამაზეპინი(ტეგრეტოლი) და ვალპროატი (დეპაკენი)
  • ტკივილის მედიკამენტები, როგორიცაა ციკლობენზაპრინი (ფლექსერილი), ფენტანილი (დურაგეზიკი), მეპერიდინი (დემეროლი) და ტრამადოლი (ულტრამი)
  • ლითიუმი (ლითობიდი), განწყობის სტაბილიზატორი
  • არალეგალური მედიკამენტები, მათ შორის ლსდ, ექსტაზი, კოკაინი და ამფეტამინები
  • მცენარეული დანამატები, მათ შორის ჯენშენი და ჯავზი
  • ურეცეპტოდ გაცემული და გაციების მედიკამენტები, რომლებიც შეიცავენ დექსტრომეტორფანი (დელსიმი, მუცინექსი და სხვები)
  • გულისრევის შეგრძნების საწინააღმდეგო მედიკამენტები, როგორიცაა გრანიზეტრონი (კიტრილი), მეტოკლოპრამიდი (რეგლანი), დროპერიდოლი (ინაპსინი) და ონდასეტრონი (ზოფრანი)
  • ლინეზოლიდი(ზივოქსი), იგივეანტიბიოტიკი
  • რიტონავირი(ნორვირი), რეტოვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება შიდსის სამკურნალოდ

სიმპტომები

სეროტონინის სინდრომი, როგორც წესი, ვითარდება ახალი წამლის მიღებიდან ან წამლის დოზის გაზრდიდან რამოდენიმე საათში:

  • მღელვარება და მოუსვენრობა
  • დაბნეულობა
  • სწრაფი გულისცემა და სისხლის მაღალი წნევა
  • თვალების გუგების გაგანიერება
  • კუნთის კოორდინაციის დარღვევა ან კუნთების კრუნჩხვები
  • კუნთების დაჭიმულობა
  • ჭარბი ოფლიანობა
  • ფაღარათი
  • თავის ტკივილი
  • თრთოლვა
  • დაბურძგვლა (ბატის კანი)



მძიმე სეროტონინის სინდრომი შესაძლოა იყოს სიცოცხლისთვის საშიში. სიმპტომები:

  • მაღალი სიცხე
  • გულყრები
  • არარეგულარული გულისცემა
  • ცნობიერების დაკარგვა



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ ეჭვობთ სეროტონინის სინდრომის არსებობაზე ახალი წამლის მიღების ან წამლის დოზის გაზრდის შემდგომ. სწრაფად გაუარესებული სიმპტომების შემთხვევაში, მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.