შაქრიანი დიაბეტის 2 ტიპი

დაავადების აღწერა

შაქრიანი დიაბეტის 2 ტიპი, აგრეთვე ცნობილი, როგორც ინსულინ-დამოუკიდებელი დიაბეტი არის ქრონიკული მდგომარეობა, რომელიც აზიანებს ორგანიზმის მიერ გლუკოზის მოხმარებას.

შაქრიანი დიაბეტის 2 ტიპის დროს ორგანიზმი ან რეზისტენტულია ინსულინის მოქმედების მიმართ, ან არ წარმომნის გლუკოზის დონის ნორმაში შენარჩუნებისთვის საკმარის გლუკოზას.

შაქრიანი დიაბეტის 2 ტიპი უფრო ხშირია ზრდასრულებში. იგი განუკურნებადი დაავადებაა, თუმცა მისი მართვა შესაძლებელია ჯანსაღი კვებით, ვარჯიშით და ნორმალური წონის შენარჩუნებით. თუ დიეტა და ვარჯიში არ არის საკმარისი გლუკოზის დონის შესანარჩუნებლად, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ დიაბეტის მედიკამენტები ან ინსულინოთერაპია

გამომწვევი მიზეზი

შაქრიანი დიაბეტის 2 ტიპი ვითარდბა მაშინ, როდესაც ორგანიზმი რეზისტენტულია ინსულინის მიმართ ან პანკრეასი ვერ გამოიმუშავებს საკმარის ინსულინს. ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა პროცესში მონაწილეობენ ჭარბი წონა და ცხოვრების უმოძრაო წესი.

ინსულინის როლი

ინსულინი არის ჰორმონი, რომელიც გამომუშავდება კუჭის უკან არსებულ ჯირკვალში (პანკრეასი).

პანკრეასი ინსულინს გამოყოფს სისხლში.

ინსულინი ცირკულირებს და ხელს უწყობს გლუკოზის უჯრედებში შესვლას.

ინსულინი ამცირებს სისხლში გლუკოზის დონეს.

სისხლში გლუკოზის შემცვლელობის დაქვეითებასთან ერთად მცირდება ინსულინის გამოყოფა.

გლუკოზის როლი

გლუკოზა არის შაქარი, რომელიც არის კუნთოვანი და სხვა ქსოვილების უჯრედების ენერგიის ძირითადი წყარო.

გლუკოზის ძირითადი წყაროებია საკვები და ღვიძლი.

გლუკოზა ნაწლავებიდან შეიწოვება სისხლში, საიდანაც იგი ინსულინის დახმარებით უჯრედებში ხვდება.

ღვიძლი გლუკოზას გლიკოგენის ფორმით ინახავს.

როდესაც გლუკოზის დონე ეცემა, ღვიძლი გლიკოგენს გლუკოზად გარდაქმნის და ინარჩუნებს სისხლში გლუკოზის ნორმალურ დონეს.

შაქრიანი დიაბეტის 2 ტიპის დროს ეს პროცესი დარღვეულია. გლუკოზა უჯრედებში შეცვლის ნაცვლად გროვდება სისხლში. სისხლში გლუკოზის დონის ზრდასთან ერთად ინსულინის წარმომქნელი ბეტა უჯრედები უფრო მეტ ინსულინს წარმოქმნიან. საბოლოოდ ეს უჯრედები ზიანდებიან და ვეღარ წარმოქმნიან საკმარის ინსულინს.

შაქრიანი დიაბეტის უფრო იშვიათი, 1 ტიპის დროს, იმუნური სისტემა აზიანებს ბეტა უჯრედებს, რის გამოც ორგანიზმში აღარ წარმოიქმნება ინსულინი.

სიმპტომები

შაქრიანი დიაბეტის 2 ტიპის სიმპტომები ნელა ვითარდება. თქვენ შეიძლება წლების განმავლობაში გქონდეთ შაქრიანი დიაბეტის 2 ტიპი და არ იცოდეთ ამის შესახებ. მისი სიმპტომებია:

  • გაძლიერებული წყურვილის შეგრძნება და ხშირი შარდვა. ჭარბი გლუკოზის დაგროვება იწვევს ქსოვილებიდან სითხის გამოსვლას. ამის გამო ბავშვს შეიძლება წყურვილის შეგრძნება ჰქონდეს, რის გამოც იგი მეტ წყალს დალევს და, შესაბამისად, მეტჯერ გამოყოფს შარდს.
  • შიმშილის შეგრძნება. ინსულინის გარეშე გლუკოზა ვერ შედის უჯრედებში, რის გამოც ბავშვის კუნთებს და ორგანოებს ელევათ ენერგია. ეს იწვევს შიმშილის გაძლიერებულ შეგრძნებას
  • წონაში კლება. ნორმაზე მეტი ჭამის მიუხედავად, ბავშვმა შეიძლება დაიკოს წონაში. ენერგიის მარაგის გარეშე კუნთოვანი ქსოვილი და ცხიმი იფლითება. წონაში უმიზეზო კლება ხშირად პირველი შესამჩნევი სიმპტომია.
  • დაღლილობა. ბავშვი უჯრედებში გლუკოზის დეფიციტის გამო შეიძლება დაღლილი და ლეთარგიული იყოს.
  • მხედველობის დაბინდვა. სისხლში გლუკოზის მაღალი დონე იწვევს თვალის ლინზებიდან სითხის გამოსვლას, რის შედეგად ბავშვი ვერ ახერხებს სათანადოდ ფოკუსირებას.
  • ჭრილობების ნელი შეხორცება და ხშირი ინფექციები. დაღლილობა. შაქრიანი დიაბეტის 2 ტიპმა შეიძლება დააქვეითოს შეხორცების და ინფექციასთან ბრძოლის უნარი.



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს თუ შეამჩნევთ შაქრიანი დიაბეტის 2 ტიპის რომელიმე სიმპტომს.