შაქრიანი დიაბეტის 2 ტიპი ბავშვებში

დაავადების აღწერა

შაქრიანი დიაბეტის 2 ტიპი ბავშვებში არის ქრონიკული მდგომარეობა, რომელიც აზიანებს ორგანიზმის მიერ გლუკოზის მეტაბოლიზმს.

შაქრიანი დიაბეტის 2 ტიპი უფრო ხშირად გვხვდება ზრდასრულებში, თუმცა იგი უფრო და უფრო ხშირად გვხვდება ბავშვებში სიმსუქნის ეპიდემიის გამო.

ბევრი რამ შეგიძლიათ გააკეთოს შაქრიანი დიაბეტის 2 ტიპის სამართავად ან თავიდან ასარიდებლად. იზრუნეთ, რომ ბავშვმა ჯანსაღად იკვებოს, ფიზიკურად დაიტვირთოს და ჯანსაღი წონა შეინარჩუნოს. თუ დიეტა და ვარჯიში არ არის საკმარისი გლუკოზის დონის შესანარჩუნებლად, ექიმმა შეიძლება ბავშვს დაუნიშნოს დიაბეტის მედიკამენტები ან ინსულინოთერაპია

გამომწვევი მიზეზი

შაქრიანი დიაბეტის 2 ტიპი ვითარდება მაშინ, როდესაც ორგანიზმი რეზისტენტულია ინსულინის მიმართ ან არ წარმოქმნის საკმარისი რაოდენობით ინსულინს. უცნობია რატომ ხდება ეს, თუმცა პროცესში მონაწილეობს ჭარბი წონა, ცხოვრების უმოძრაო წესი და გენეტიკური ფაქტორები.

ინსულინი

ინსულინი არის ჰორმონი, რომელიც წარმოიქმნება კუჭის უკან მდებარე ჯირკვალში (პანკრეასი). როდესაც ბავშვი ჭამს, პანკრეასი სისხლში გამოყოფს ინსულინს. ინსულინი ხსნის მიკროსკოპულ კარებებს, რომელთა გავლით გლუკოზა შედის უკრედებში. ინსულინი ამცირებს სისხლში გლუკოზის რაოდენობას. ბავშვის სისხლში შაქრის დონის დაცემასთან ერთად მცირდება პანკრეასის მიერ ინსულინის გამოყოფა.

გლუკოზა: ენეგიის ძირითადი წყარო

გლუკოზა არის შაქარი, რომელიც არის კუნთებისა და სხვა ქსოვილების ენერგიის ძირითადი წყარო. გლუკოზის ორი ძირითადი წყაროა საკვები და ღვიძლი. საჭმლის მონელების დროს გლუკოზა შეიწოვება სისხლში. ნორმაში, გლუკოზა ინსულინის დახმარებით უჯრედებში სედის.

ღვიძლი: წარმოქმნა და შენახვა

ღვიძლი არის გლუკოზის წარმოქმნის და შენახვის ცენტრი. როდესაც დიდი ხანი უჭმელობის გამო ბავშვის ინსულინის დონე დაბალია, ღვიძლი ანთავისუფლებს შენახულ გლუკოზას რათა შეინარჩუნოს გლუკოზის დონე ნორმაში.

შაქრიანი დიაბეტის 2 ტიპის დროს ეს პროცესი დარღვეულია. გლუკოზა უჯრედებში შესვლის ნაცვლად სისხლში გროვდება. ეს ვითარდება როდესაც პანკრეასი არ გამოყოფს საკმარის ინსულნს ან როდესაც ორგანიზმის უჯრედები რეზისტენტულები არიან ინსულინის ეფექტის მიმართ.

სიმპტომები

შაქრიანი დიაბეტის 2 ტიპი ფროთა განმავლობაში ვითარდება. ზოგიერთ ბავშვს შეიძლება არ ჰქონდეს შაქრიანი დიაბეტის 2 ტიპის ნიშნები და სიმპტომები. სხვებს აქვთ:

  • გაძლიერებული წყურვილის შეგრძნება და ხშირი შარდვა. ჭარბი გლუკოზის დაგროვება იწვევს ქსოვილებიდან სითხის გამოსვლას. ამის გამო ბავშვს შეიძლება წყურვილის შეგრძნება ჰქონდეს, რის გამოც იგი მეტ წყალს დალევს და, შესაბამისად, მეტჯერ გამოყოფს შარდს.
  • შიმშილის შეგრძნება. ინსულინის გარეშე გლუკოზა ვერ შედის უჯრედებში, რის გამოც ბავშვის კუნთებს და ორგანოებს ელევათ ენერგია. ეს იწვევს შიმშილის გაძლიერებულ შეგრძნებას
  • წონაში კლება. ნორმაზე მეტი ჭამის მიუხედავად, ბავშვმა შეიძლება დაიკოს წონაში. ენერგიის მარაგის გარეშე კუნთოვანი ქსოვილი და ცხიმი იფლითება. წონაში უმიზეზო კლება ხშირად პირველი შესამჩნევი სიმპტომია.
  • დაღლილობა. ბავშვი უჯრედებში გლუკოზის დეფიციტის გამო შეიძლება დაღლილი და ლეთარგიული იყოს.
  • მხედველობის დაბინდვა. სისხლში გლუკოზის მაღალი დონე იწვევს თვალის ლინზებიდან სითხის გამოსვლას, რის შედეგად ბავშვი ვერ ახერხებს სათანადოდ ფოკუსირებას.
  • ჭრილობების ნელი შეხორცება და ხშირი ინფექციები. დაღლილობა. შაქრიანი დიაბეტის 2 ტიპმა შეიძლება დააქვეითოს შეხორცების და ინფექციასთან ბრძოლის უნარი.



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს თუ თქვენს ბავშვის აქვს შაქრიანი დიაბეტის 2 ტიპის რისკი. დიაბეტის ადრეულ სტადიაზე აღმოსაჩენად რეკომენდირებულია ყველა რისკის ქვეშ მყოფი ბავშვის და მოზარდის სკრინინგი მაშინაც კი, თუ მათ არ აქვთ ნიშნები და სიმპტომები. თქვენი ბავშვი შეიძლება რისკის ქვეშ იყოს თუ:

  • მისი სხეულის მასის ინდექსი 85 პერცენტილზე ზემოთაა
  • მას ჰყავს შაქრიანი დიაბეტის 2 ტიპით დაავადებული დედამამიშვილი, მშობელი, ბებია, ბაბუა, დეიდა, ბიძა ან ბიძაშვილი
  • იგი არის შავკანიანი, ლათინოამერიკელი, ინდიელი ან აზიელი. ამ რასობრივ ჯგუფებში უფრო ხშირად გვხვდება შაქრიანი დიაბეტის 2 ტიპი.
  • მას აქვს ინსულინსადმი რეზისტენტობა, მაგალითად გამუქებული კანი კისერზე ან იღლიებსი



მიმართეთ ბავშვის ექიმს თუ ამჩნევთ შაქრიანი დიაბეტის 2 ტიპის რომელიმე შემდეგ ნიშანს ან სიმპტომს: გაძლიერებული წყურვილის შეგრძნება და გახშირებული შარდვა, შიმშილის შეგრძნება, წონაში კლება, დაღლილობა, მხედველობის დაბინდვა, ჭრილობების ნელა შეხორცება და ხშირი ინფექციები.