შარდის ბუშტ-შარდსაწვეთის რეფლუქსი
დაავადების აღწერა
შარდის ბუშტ-შარდსაწვეთის რეფლუქსი არის შარდის უკუდინება შარდის ბუშტიდან შარდსაწვეთებში. ნორმაში, შარდი თირკმლიდან მხოლოდ შარდის ბუშტში ჩაედინება.
შარდის ბუშტ-შარდსაწვეთის რეფლუქსი ხშირია ჩვილებში და ბავშვებში. ეს პათოლოგია ზრდის საშარდე გზების ინფექციების რისკს, რომლებმაც მკურნალობის გარეშე შეიძლება თირკმლის დაზიანება გამოიწვიონ.
შარდის ბუშტ-შარდსაწვეთის რეფლუქსი შეიძლება იყოს პირველადი და მეორადი. პირველადი შარდის ბუშტ-შარდსაწვეთის რეფლუქსის მქონე ბავშვები დაბადებულიანი არიან სარქვლის პათოლოგიით, რომელიც ნორმაში ხელს უშლის შარდის უკუდინებას. მეორეადი შარდის ბუშტ-შარდსაწვეთის რეფლუქსი გამოწვეულია საშარდე გზების დარღვევით, ხშირად ინფექციის გამო.
შარდის ბუშტ-შარდსაწვეთის რეფლუქსი შეიძლება თავისით გაქრეს. მკურნალობა, რომელიც მედიკამენტებს და ოპერაციას მოიცავს, მიზნად ისახავს თირკმლის დაზიანების თავიდან აცილებას.
გამომწვევი მიზეზი
საშარდე სისტემა შედგება თირკმელებისგან, შარდსაწვეთებისგან, შარდის ბუშტისგან და შარდსადენისგან. ყველა მონაწილეობს ნარჩენი პროდუქტების სხეულიდან გამოტანაში.
თირკმელი არის ლობიოს ფორმის წყვილი ორგანო, რომელიც სისხლიდან ფილტრავს ნარჩენ პროდუქტებს, წყალს და ელექტროლიტებს.
შარდსაწვეთებს გადააქვთ შარდი თირკმლიდან შარდის ბუშტში, სადაც იგი ინახება სანამ შარდსადენის გავლით არ გამოვა სხეულიდან.
შარდის ბუშტ-შარდსაწვეთის რეფლუქსი შეიძლება იყოს პირველადი და მეორეადი:
- პირველად შარდის ბუშტ-შარდსაწვეთის რეფლუქსი არის უფრო ხშირი ფორმა, რომელიც გამოწვეულია თანდაყოლილი დეფექტით. ამ დროს დაზიანებულია სარქველი, რომელიც ნორმაში ხელს უშლის შარდის შარდის ბუშტიდან შარდსაწვეთებში უკუდინებას.
ბავშვის ზრდასთან ერთად შარდსაწვეთები გრძელდებიან და სწორდებიან, რამაც შეიძლება გამოასწოროს სარქვლის ფუნქცია და შეაჩეროს უკუდინება. შარდის ბუშტ-შარდსაწვეთის რეფლუქსი ეს ფორმა ოჯახებში გვხვდება, რაც მიუთითებს მის გენეტიკურ გადმოცემაზე, თუმცა დეფექტის ზუსტი მიზეზი უცნობია.
- მეორად შარდის ბუშტ-შარდსაწვეთის რეფლუქსს იწვევს საშარდე სისტემის დახშობა ან დაზიანება. დახშობა ყველა ხშირად ვითარდება საშარდე გზების ინფექციების დროს, რომლებიც ხშირად იწვევენ შარდსადენის შეშუპებას.
სიმპტომები
საშარდე გზების ინფექციები ხშირია შარდის ბუშტ-შარდსაწვეთის რეფლუქსის მქონე ადამიანებში. საშარდე გზების ინფექცია ყოველთვის არ იწვევს შესამჩნევ ნიშნებს და სიმპტომებს.
შესაძლო ნიშნები და სიმპტომებია:
- შარდვის ძლიერი მოთხოვნილება
- წვის შეგრძნება შარდვისას
- მცირე მოცულობის შარდი
- სისხლიანი ან ქაფიანი, მძაფრი სუნის მქონე შარდი
- ტემპერატურის მომატება
- ტკივილი გვერდში ან მუცელში
- შარდის შეკავება წვის შეგრძნების თავიდან ასაცილებლად
საშარდე გზების ინფექციის დიაგნოზირება შეიძლება რთული იყოს ბავშვებში, რადგან მათ არასპეციფიური ნიშნები და სიმპტომები აქვთ. ჩვილის საშარდე გზების ინფექციის ნიშნები და სიმპტომებია:
- ტემპერატურის მომატება
- ფაღარათი
- მადის დაკარგვა
- გაღიზიანებულობა
ბავშვის ზრდასთან ერთად შარდის ბუშტ-შარდსაწვეთის რეფლუქსმა შეიძება გამოიწვიოს სხვა ნიშნები და სიმპტომები. ესენია:
- უნებლიე შარდვა
- ყაბზობა ან დეფეკაციაზე კონტროლის დაკარგვა
- სისხლის მაღალი წნევა
- ცილის არსებობს შარდში
- თირკმლის უკმარისობა
შარდის ბუშტ-შარდსაწვეთის რეფლუქსის ნიშანი არის ერთი ან ორივე თირკმლის ან შარდის შემნახველი სტრუქტურების შესიება ნაყოფის ულტრასონოგრამაზე, რაც გამოწვეულია შარდის თირკმელში უკუდინებით.
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს თუ ბავშვს აქვს საშარდე გზების ინფექციის ნიშნები და სიმპტომები, მაგალითად:
- შარდვის ძლიერი მოთხოვნილება
- წვის შეგრძნება შარდვისას
- მუცლის ან გვერდის ტკივილი
- შარდის შეკავება
მიმართეთ ექიმს თუ ბავშვს აქვს სიცხე და იგი:
- 3 თვეზე ნაკლებისაა ან აქვს 38C-ზე მაღალი ტემპერატურა
- არის სამ თვეზე მეტის და აქვს 38.9C-ზე მაღალი ტემპერატურა შესაძლო მიზეზების, მაგალითად ახალგაკეთებული ვაქცინის არარსებობის ფონზე
აგრეთვე მიმართეთ ექიმს თუ ჩვილს აქვს შემდეგი ნიშნები და სიმპტომები:
- მადის ცვლილება. თუ ბავშვი მიყოლებით რამდენიმე ჭამაზე ამბობს უარს, მიმართეთ ექიმს.
- ხასიათის ცვლილება. თუ ბავშვი არის ლეთარგიული ან რთულად გასაღვიძებელი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. აგრეთვე მიმართეთ ექიმს თუ ბავშვი ხშირადაა გაღიზიანებული ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში ტირის.
- ფაღარათი. მიმართეთ ექიმს თუ ბავშვს აქვს ფაღარათი.
- პირღებინება. იშვიათი წამოქაფება ნორმას მიეკუთვნება. მიმართეთ ექიმს თუ ბავშვი წამოაქაფებს დიდ პორციებს ან ძლიერად აღებინებს ჭამის შემდეგ.