შარდის შეუკავებლობა
დაავადების აღწერა
შარდის შეუკავებლობა არის გავრცელებული და შემარცხვენელი პრობლემა. სიმწვავე მერყეობს შარდის ხველების ან დაცემინების დროს იშვიათი გაჟონვიდან შარდვის ისეთ ძლიერ და უეცარ მოთხოვილებამდე, რომ ვერ ასწრებთ ტუალეტამდე მისვლას.
მიმართეთ ექიმს თუ შარდის შეუკავებლობა პრობლემებს გიქმნით ყოველდღიურ ცხოვრებაში. ბევრ შემთხვევაში ცხოვრების წესის მარტივი წვლილებები და მედიკამენტური მკურნალობა ამცირებს დისკომფორტს და აჩერებს შარდის შეუკავებლობას.
გამომწვევი მიზეზი
შარდის შეუკავებლობა სიმპტომია და არა დაავადება. იგი შეიძლება გამოიწვიოს ყოველდღიურმა ჩვევებმა, ფარულად მიმდინარე დაავადებებმა და ფიზიკურმა პრობლემება. ექიმი დაგეხმარებათ შეუკავებლობის მიზეზის დადგენაში.
შარდის დროებითი შეუკავებლობა
ზოგიერთი სასმელი, საკვები და მედიკამენტი მოქმედებს, როგორც შარდმდენი. ისინი აღიზიანებენ შარდის ბუშტს და ზრდიან შარდის მოცულობას. მათ შორისაა:
- ალკოჰოლი
- კოფეინი
- უკოფეინო ყავა და ჩაი
- გაზიანი სასმელები
- ხელოვნური დამატკობლები
- სიმინდის სიროფი
- საკვები, რომელშიც ჭარბადაა სუნელები, შაქარი ან მჟავა
- გულის და სისხლის წნევის მედიკამენტები, დამამშვიდებლები და კუნთების მომადუნებლები
- B და C ვიტამინის დიდი დოზები
შარდის შეუკავებლობა აგრეთვე შეიძლება გამოიწვიოს მარტივად სამკურნალო მდგომარეობამ, მაგალითად:
- საშარდე გზების ინფექცია. ინფექციები აღიზიანებენ შარდის ბუშტს და იწვევენ სარდვის გაძლიერებულ მოთხოვნილებას და, ხანდახან, შეუკავებლობას. საშარდე გზების ინფექციის სხვა ნიშნებია წვის შეგრძნება შარდვისას და უსიამოვნო სუნის შარდი.
- ყაბზობა. სწორი ნაწლავი მდებარეობს შარდის ბუშტთან ახლოს. მათ ბევრი საერთო ნერვი აქვთ. სწორ ნაწლავში მაგარი განავლის არსებობს აღიზიანებს ნერვებს და ზრდის შარდვის სიხშირეს.
შარდის ხანგრძლივი შეუკავებლობა
შარდის შეუკავბლობა აგრეთვე შეიძლება იყოს შემდეგი მიზეზებით გამოწვეული ხანგრძლივი მდგომარეობა:
- ორსულობა. ჰორმონულმა ცვლილებებმა და საშვილოსნოს გაზრდილმა წონამ შეიძლება გამოიწვიოს სტრესული შეუკავებლობა.
- მშობიარობა. მშობიარობამ შეიძლება შეასუსტოს შარდის ბუშტის მაკონტრელებელი კუნთები და დააზიანოს შარდის ბუშტის ნერვები და გარშემომდებარე ქსოვილი, რაც გამოიწვევს მენჯის ძირის პროლაფსს პროლაფსის დროს შარდის ბუშტი, საშვილოსნო, სწორი ნაწლავი და წვრილი ნაწლავი ჩვეულ პოზიციაზე დაბლა მდებარეობენ და შეიძლება გამოვიდნენ საშვილოსნოდან.
- ასაკთან დაკავშირებული ცვლილებები. შარდის ბუშტის კუნთის გაცვეთან შეიძლება შეამციროს შარდის ბუშტის ტევადობა.
- მენოპაუზა. მენოპაუზის შემდეგ ქალები წარმოქმნიან ნაკლებ ესტროგენს, რომელიც მონაწილეობს შარდის ბუშტის ამომფენი გარსისა და შარდსადენის ნორმალურ მდგომარეობაში ყოფნაში. ამ ქსოვილების დაზიანებამ შეიძლება გაამწვავოს შეუკავებლობა
- საშვილოსნოს ამოკვეთა. ქალებში, საშვილოსნოს და შარდის ბუშტს ერთი და იგივე იოგები და კუნთები ამაგრებენ. მენჯის ძირის კუნთების დაზიანება და, შესაბამისად, შეუკავებლობა შეიძლება გამოიწვიოს ქალის სასქესო სისტემაზე ჩატარებულმა ნებისმიერმა ოპერაციამ.
- გაზრდილი პროსტატა. უფროს კაცებში პროსტატის ზომაში გაზრდა (პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია) შარდის შეუკავებლობის ხშირი მიზეზია.
- პროსტატის კიბო. კაცებში, სტრესული და ურგენტული შეუკავებლობა შეიძლება დაკავშირებული იყოს პროსტატის კიბოსთან. უფრო ხშირად, შეუკავებლობა პროსტატის კიბოს სამკურნალო პრეპარატების გვერდითი ეფექტია.
- ობსტრუქცია. საშარდე გზების ნებისმიერ უბანზე განვითარებულმა სიმსივნემ შეიძლება შეაჩეროს შარდის დინება, რაც შეუკავებლობას გამოიწვევს. შარდის ბუშტის კენჭები ხანდახან იწვევენ უნებლიე შარდვას.
- ნევროლოგიური დარღვევები. გაფანტული სკლეროზი, პარკინსონის დაავადება, ინსულტი, ტვინის სიმსივნე და ხერხემლის დაზიანება ხანდახან აზიანებს შარდსადენის კონტროლში მონაწილე ნერვებს, რაც იწვევს შარდის შეუკავებლობას.
სიმპტომები
ზოგიერთ ადამიანს აქვს შარდვის იშვიათი, მცირე რაოდენობით გაჟონვა, სხვებს კი უფრო ხშირად.
შარდის შეუკავებლობის ფორმებია:
- სტრესული შეუკავებლობა. შარდი გამოდის დახველების, დაცემინების, სიცილის, ვარჯიშის ან მძიმე საგნის აწევის დროს შარდის ბუშტზე ზეწოლის გამო.
- ურგენტული შეუკავებლობა. თქვენ გაქვთ შარდვის უეცარი, ძლიერი მოთხოვნილება რომელსაც შემდეგ უნებლიე შარდვა მოყვება. თქვენ შეიძლება უფრო ხშირად შარდვა გიწევდეთ, განსაკუთრებით ღამის განმავლობაში. ურგენტული შეუკავებლობა შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქმა მდგომარეობამ, მაგალითად ინფექციამ, ან უფრო სერიოზულმა მდგომარეობამ, მაგალითად ნევროლოგიურმა დაავადებამ ან დიაბეტმა.
- თქვენ აგრეთვე შეიძლება გქონდეთ უნებლიე შარდვა შარდის ბუშტის არასრული დაცლის გამო.
- ფუნქციური შეუკავებლობა. ეს ფორმა გულისხმბს ისეთი ფიზიკური ან ფსიქიკური შეყოვნების არსებობას, რომელიც ხელს გიშლით ტუალეტთან დროზე მისვლაში. მაგალითად, თუ გაქვთ მწვავე ართრიტი, თქვენ შეიძლება ვერ მოასწროთ შარვლის ღილის გახსნა.
- შერეული შეუკავებლობა. ეს ფორმა აერთიანებს შარდის შეუკავებლობის ერთზე მეტ ფორმას.
როდის მივმართოთ ექიმს
თქვენ შეიძლება გეუხერხულებოდეთ ექიმთან ამ პრობლემაზე საუბარი. მნიშვნელოვანია შარდის შეუკავებლობის დროს ექიმთან მისვლა რადგან იგი შეიძლება:
- მიუთითებდეს უფრო სერიოზულ, ფარულად მიმდინარე დაავადებაზე
- გზღუდავდეთ ყოველდღიურ ცხოვრებაში
- ზრდიდეს დავარდნის რისკს მოხუცებში, რომლებსაც სწრაფად მისვლა უწევთ ტუალეტში