შარდის სტრესული შეუკავებლობა
დაავადების აღწერა
შარდის შეუკავებლობა არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს უნებლიედ გამოეყოფა შარდი. სტრესული შეუკავებლობა ვითარდება შარდის ბუშტზე ზეწოლის გამო ფიზიკური მოძრაობის ან ისეთი მოქმედებების დროს, როგორებიცაა ხველა, ცემინება, სირბილი ან მძიმე საგნის აწევა. სტრესული შეუკავებლობა არ არის დაკავშირებული ფსიქოლოგიურ სტრესთან.
სტრესული შეუკავებლობა განსხვავდება ურგენტული შეუკავებლობისგან, რომელიც გამოწვეულია შარდის ბუშტის კუნთების შეკუმშვით. სტრესული შეუკავებლობა უფრო ხშირია ქალებში.
თუ გაქვთ სტრესული შეუკავებლობა, თავი შეიძლება იგრძნოთ გარიყულად და ეს ყველაფერი შეიძლება აისახოდ თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მკურნალობის შემდეგ თქვენ დიდი ალბათობით შეძლებთ სტრესული შეუკავებლობის მართვას.
გამომწვევი მიზეზი
სიმპტომები
თუ თქვენ გაქვთ სტრესული შეუკავებლობა, შარდი შეიძლება უნებლიედ გამოიყოს:
- ხველების დროს
- დაცემინებისას
- სიცილის დროს
- ფეხზე ადგომისას
- მანქანიდან გადმოსვლისას
- მძიმე საგნის აწევისას
- ვარჯიშისას
- სექსის დროს
თქვენ შეიძლება შეუკავებლობა არ გქონდეთ ამ მოქმედებების დროს, თუმცა ნებისმიერი წნევის გამზრდელი მოქმედება ზრდის შეუკავებლობის რისკს, განსაკუთრებით როდესაც შარდის ბუშტი სავსეა.
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს, თუ თქვენი სიმპტომები ხელს გიშლით ყოველდღიუ საქმიანობაში.
სტრესული შეუკავებლობა ვითარდება, როდესაც შარდის ბუშტის სფინქტერის მარეგულირებელი კუნთები და ახლომდებარე მენჯის ძირის კუნთები სუსტდება.
შარდის ბუშტი შარდით ავსების პარალელურად ფართოვდება. ნორმაში, შარდსადების სფინქტერები იხურება შარდის ბუშტის გაფართოვებასთან ერთად, რაც ხელს უშლის უნებლიე შარდვას საჭირო ოთახში მისვლამდე. როდესაც ეს კუნთები სუსტდება, ყველაფერმა, რაც ზეწოლას ახდენს მუცლის და მენჯის კუნთებზე, მაგალითად ცემინება, გადახრა, საგნის აწევა და ძლიერი სიცილი, შეიძლება გამოიწვიოს უნებლიე შარდვა.
მენჯის ძირის კუნთებმა და შარდსადენის სფინქტერმა შეიძლება ძალა დაკარგოს შემდეგი მიზეზების გამო:
- მშობიარობა.ქ ალებში მენჯის ძირის კუნთები და სფინქტერი შეიძლება მშობიარობის პროცესში დაზიანდეს. სტრესული შეუკავევლობა შეიძლება განვითარდეს მაშინვე ან წლების შემდეგ.
- პროსტატის ოპერაცია. კაცებში, სტრესული შეუკავებლობის ყველაზე ხშირი მიზეზია პროსტატის ამოკვეთა. იმის გამო, რომ სფინქტერი მდებარეობს პროსტატის ქვეშ და გარშემო ერტყმის შარსადენს, პროსტატექტომიამ შეიძლება გამოწივიოს სფინქტერის შესუსტება.
თანხმლები ფაქტორები
სხვა ფაქტორებს შეუძლიათ გააუარესონ სტრესული შეუკავებლობა. ესენია:
- დაავადებები, რომლებიც იწვევენ ხველას ან ცემინებას
- სიმსუქნე
- მოწევა, რაც იწვევს ხშირ ხველას
- კაფეინის და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება
- ჰორმონული დეფიციტი