შავი ჭირი

დაავადების აღწერა

შავი ჭირი მძიმე ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც გადადის რწყილებით. შუა საუკუნეების ეპოქაში, დაავადება ცნობილი იყო, როგორც შავი სიკვდილი. დღესდღეობით, მსოფლიოში შავი ჭირით წლიურად 5,000-ზე ნაკლები ადამიანი იღუპება. სამედიცინო ჩარევის გარეშე დაავადება მომაკვდინებელი სიმძიმისაა.

შავი ჭირის გამომწვევი ორგანიზმი, იერსინია პესტისი, ბინადრობს მცირე ზომის მღრღნელებში ყველა კონტინეტზე ავსტრალიის გარდა. ორგანიზმი ადამიანზე გადადის იმ რწყილის კბენის შედეგად, რომელიც იკვებებოდა დაავადებული მღრღნელის სისხლით. ადამიანზე ავადმყოფობა პირდაპირ ინფიცირებული ცხოველებისგანაც შესაძლოა გადავიდეს.

შავი ჭირის ყვეწლაზე გავრცელებული ფორმა იწვევს მტკივნეულ და შესიებულ ლიმფურ კვანძებს საზარდულის, კისრისა და იღლიის არეებში. შესიებულ ლიმფურ კვანძებს ბუბონებს უწოდებენ. შავი ჭირის ყველაზე იშვიათი და ფატალური ფორმა აზიანებს ფილტვებს და ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე.

გამომწვევი მიზეზი

შავი ჭირის გამომწვევი ბაქტერია – იერსინია პესტისი – ადამიანებზე გადადის იმ რწყილის კბენის შედეგად, რომელიც წარსულში იკვებებოდა დაავადებული ცხოველების სისხლით. ასეთი ცხოველებია:

  • ვირთხა
  • ციყვი
  • კურდღელი
  • მდელოს ძაღლი
  • ბურუნდუკი



ბაქტერიის გადაცემა ასევე შესაძლებელია კანის ჭრილობაზე დაავადებული ცხოველის სისხლის მოხვედრის შედეგად. შინაური კატები ასევე შესაძლოა დაინფიცირდნენ შავი ჭირით რწყილის კბენის ან დაავადებული მღრღნელების კვების შედეგად.

ფილტვისმიერი შავი ჭირი, რომელიც აზიანებს ფილტვებს, ადამიანიდან ან ცხოველიდან ადამიანზე ხველის შედეგად გამოტყორცნილი წვეთების ჩასუნთქვის შედეგად ვრცელდება.

სიმპტომები

შავი ჭირი დაყოფილია სამ ფორმად:ბუბონური, სეპტიცემიური და ფილტვისმიერი, რაც დამოკიდებულია სხეულის დაზიანების ადგილმდებარეობაზე. სიმპტომები დამოკიდებულია შავი ჭირის ტიპზე

ბუბონური შავი ჭირი

ბუბონური ტიპი შავი ჭირის ყველაზე ხშირი ფორმაა. შესიებული ლიმფური კვანძები, იგივე ბუბონები ინფიცირებული რწყილის კბენის შემდგომ დაახლიებით 1 კვირაში ვითარდება. ბუბონები შესაძლოა იყოს:

  • მოთავსებული საზარდულის, იღლიისა და კისრის ნაწილებში
  • ქათმის კვერცხის ზომის
  • მტკივნეული და თბილი შეხებაზე



სხვა სიმპტომები:

  • სიცხისა და ციების უცაბედი დაწყება
  • თავის ტკივილი
  • დაღლილობა და დისკომფორტი
  • კუნთების ტკივილი



სეპტიცემიური შავი ჭირი

სეპტიცემიური შავი ჭირ ივითარდება ბაქტერიის სისხლის მიმოქცევაში გადასვლის დროს. სიმპტომები:

  • სიცხე და ციება
  • ფაღარათი, ღებინება და ტკივილი მუცლის არეში
  • სისხლდენა პირისა და ცხვირის ღრუდან, სწორი ნაწლავიდან ან კანქვეშ
  • შოკი
  • ქსოვილის გაშავება და კვდომა(განგრენა) კიდურების არეში, განსაკუთრებით ხელისა და ფეხის თითებზე, ასევე ცხვირის არეში



ფილტვისმიერი შავი ჭირი

ფილტვისმიერი შავი ჭირი აზიანებს ფილტვებს. ეს შავი ჭირის ყველაზე იშვიათი მაგრამ საშიში ფორმაა, რადგან დაავადება ადამიანიდან ადამიანზე ხველის შედეგად გამოტყორცნილი წვეთების ჩასუნთქვით ვრცელდება. სიმპტომები ინფექციიდან რამოდენიმე საათში ვლინდება:

  • ხველა სისხლიანი ნახველით
  • სუნთქვის გაძნელება
  • მაღალი სიცხე
  • გულისრევის შეგრძნება და ღებინება
  • სისუსტე



ფილტვისმიერი შავი ჭირი სწრაფად პროგრესირებს და იწვევს სუნთქვის უკმარისობასა და შოკს ინფექციიდან 2 დღის შემდგომ. თუ სიმპტომების დაწყებიდან 1 დღეში არ ჩატარდა ანტიბიოტიკური თერაპია, ინფქექცია დიდი ალბათობით ფატალური იქნება.

როდის მივმართოთ ექიმს

მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუ თქვენ თავს გრძნობთ ავად ისეთ ადგილებში ყოფნის შემდგომ, სადაც გავრცელებულია შავი ჭირი. ასეთი ადგილებია ამერიკის შეერთებული შტატების ზოგიერთი შტატი დასავლეთში: ნიუ-მექსიკო, არიზონა და კოლორადო.