შავი, თმიანი ენა
დაავადების აღწერა
შავი, თმიანი ენა ვიზუალურად შესაძლოა მავნედ მოგვეჩვენოს, მაგრამ იგი ძირითადად არ იწვევს ჯანმრთელობის პრობლემებს და უმტკივნეულოა. ენის ნორმალური მდგომარეობა უმეტესად მკურნალობის გარეშეც აღდგება.
გამომწვევი მიზეზი
შავი, თმიანი ენა ძირითადად მცირე გამონაზარდების– პაპილების ზრდის გამო ყალიბდება, როცა უჯრედები ნორმალურად არ იცვლება. ეს ენას ბეწვიან ვიზუალს აძლევს. მტვერი, ბაქტერია ან სხვა ორგანიზმი შეიძლება დაგროვდეს პაპილაზე და გამოიწვიოს ფერის ცვლილება.
შავი, თმიანი ენის გამომწვევი მიზეზი ყოველთვის ვერ დგინდება. სავარაუდო მიზეზებია:
- ანტიბიოტიკის გამოყენების შემდეგ, პირის ღრუს ნორმალური ბაქტერიული და სოკოვანი შემადგენლობის დარღვევა
- პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა
- პირის ღრუს სიმშრალე (ქსეროსტომია)
- ბისმუტის შემცველი მედიკამენტები, როგორიცაა პეპტო–ბისმოლი
- პირის სავლების ხშირი გამოყენება, რომლებიც შეიცავს მჟანგავ აგენტებს (პეროქსიდს).
- თამბაქოს მოხმარება
- გაღიზიანება, რომელსაც იწვევს ცხელი სასმელი– ყავა ან ჩაი
- მხოლოდ რბილი საკვების მიღება, რაც ვერ ეხმარება მკვდარი უჯრედების ჩამოცილებას ენიდან
სიმპტომები
შავი, თმიანი ენის ნიშნები და სიმპტომებია:
- ენის მუქი (შავი) შეფერილობა, თუმცა შესაძლოა იყოს ყავისფერი, ღია ყავისფერი, მწვანე, ყვითელი ან თეთრიც
- თმიანი, ბეწვიანი ტექსტურა ენაზე
- გემოს შეცვლა ან მეტალის მაგვარი გემო პირში
- უსიამოვნო სუნი ამოსუნთქვისას (ჰალიტოზი)
- ღებინების ან მოღუტუნების შეგრძნება, თუ პაპილების ზრდა მასშტაბურია
როდის მივმართოთ ექიმს
ვიზუალური პრობლემის მიუხედავად, შავი, თმიანი ენა დროებითი, უვნებელი დარღვევაა.
მიმართეთ ექიმს, თუ:
- გაწუხებთ შავი, თმიანი ენის ვიზუალური მხარე
- კბილებისა და ენის დღეში ორჯერ გამოხეხვის მიუხედავად, ენა კვლავ შავი და თმიანია.