შეგუებითი რეაქციების მოშლილობა
დაავადების აღწერა
შეგუებითი რეაქციების მოშლილობა სტრესთან დაკავშირებული ფსიქიატრიული დაავადებაა. შესაძლოა იყოთ აღგზნებული, ან პირიქით, გქონდეთ დეპრესია და ფიქრები სუიციდის შესახებ. ნორმალური ყოველდღიური აქტივობები დამღლელად გეჩვენებათ, იღებთ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებს. მოკლედ, ადამიანს უჭირს ადაპტირება გარკვეულ სიტუაციებში, რის გამოც ფსიქიატრიული პრობლემები ექმნება.
თუ ფიქრობთ რომ ეს დარღვევა გაწუხებთ, ნუ ეცდებით თავად ებრძოლოთ შეუგუებლობის გრძნობას. ამ მდგომარეობის მკურნალობა ძირითადად ხანმოკლეა და დაგეხმარებათ ემოციური სტაბილურობის აღდგენაში.
გამომწვევი მიზეზი
სიმპტომები
შეგუებითი რეაქციების მოშლილობის სიმპტომები განსხვავდება პაციენტებში, თუმცა ნებისმიერ ადამიანში ამ დაავადების პირველი ნიშნები სტრესული ცვლილებიდან სამი თვის განმავლობაში იწყება.
ემოციური სიმპტომები
შეგუებითი რეაქციების მოშლილობა გიცვლით გრძნობებსა და ფიქრებს ცხოვრების შესახებ. შესაძლოა გამოვლინდეს:
- სევდიანობა
- უიმედობა
- სიამოვნების მიღების უნარის ნაკლებობა
- მოჭარბებული ტირილი
- გაღიზიანებადობა
- მოუსვენრობა
- შფოთვა, მათ შორის დაშორების შემდეგი
- ნერვიულობა
- სასოწარკვეთა
- უძილობა
- კონცენტრაციის უნარის დარღვევა
- გადაღლა
- ფიქრები სუიციდზე
ქცევითი სიმპტომები
შეგუებითი რეაქციების მოშლილობის სიმპტომები გავლენას ახდენს თქვენს ქცევაზე. შეიძლება გამოვლინდეს:
- ხშირი გაღიზიანება, ჩხუბი
- საჭესთან უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღება
- ყოველდღიური პასუხისმგებლობების თავიდან არიდება (როგორიცაა გადასახადები და ა.შ)
- ოჯახისა და მეგობრების იგნორირება
- წარუმატებლობა სკოლაში ან სამსახურში
- სკოლის ხშირი გაცდენა
- კერძო საკუთრების ვანდალური ხელყოფა
- სიმპტომების ხანგრძლივობა
მოშლილობის სიმპტომების ხანგრძლივობა განსხვავდება:
6 თვე ან ნაკლები (მწვავე). ასეთ შემთხვევებში, სიმპტომები ქრება როცა სტრესული სიტუაცია დამთავრდება.ხანმოკლე მკურნალობა კარგად მოქმედებს.
6 თვეზე მეტი (ქრონიკული). ასეთ შემთხვევებში, სიმპტომები სულ გაწუხებთ და ხელს გიშლით ნორმალურ ცხოვრებაში. მკურნალობით გამოკეთდება გარკვეული სიმპტომები და თავიდან აირიდებთ მდგომარეობის გაუარესებას.
როდის მივმართოთ ექიმს
ზოგჯერ მოშლილობის სიმპტომები ქრება, რადგან სტრესული სიტუაცია ქრება. ამის მიუხედავად, სტრესული მოვლენა რჩება თქვენი ცხოვრების ნაწილად ან ჩნდება ახალი სიტუაცია, რომელიც იმავე ემოციურ და ქცევით სიმპტომებს იწვევს.
ესაუბრეთ ექიმს თუ გიჭირთ ყოველდღიურად ასეთი სიმპტომებით ცხოვრება. მკურნალობა დაგეხმარებათ უკეთ ადაპტირებაში.
თუ ფიქრობთ თვითმკვლელობაზე
თუ თქვენ ან თქვენს გარშემო მყოფი ადამიანი ფიქრობთ სუიციდზე, აუცილებლად მიიღეთ დახმარება. დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს, ექთანს, ფსიქიატრს, ოჯახის მეგობარს ან თქვენი სარწმუნოების წარმომადგენელს.
თუ ფიქრობთ რომ შეიძლება თავს რაიმე დაუშავოთ ან ჩაიდინოთ თვითმკვლელობა, დარეკეთ 112–ზე და მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.