შემოფარგლული სკლეროდერმია(მორფეა)

დაავადების აღწერა

შემოფარგლული სკლეროდერმია კანის იშვიათი დაავადებაა, რომელიც წარმოდგენილია კანზე წითელი ან მეწამული ლაქებით. მორფეა იწვევს განსხვავებულ პრობლემებს, როგორიცაა კანის ფერის შეცვლა და კუნთების, სახსრების ან სხვა შემაერთებელი ქსოვილის ფუნქციის დაქვეითებას.

მორფეა, როგორც წესი, წარმოდგენილია მუცლის, მკერდისა და ზურგის არეში, თუმცა შესაძლოა აღინიშნებოდეს სახეზე, ზედა და ქვედა კიდურებზე. შემოფარგლული სკლეროდერმია აზიანებს კანის შრეებს: დემისი და მის ქვეშ არსებული ცხიმოვანი ქსოვილი. ზოგიერ შემთხვევაში, მორფეა იწვევს სახსრებში მოძრაობის შეზღუდვას.

მორფეა, ძირითადად, თავისით მსუბუქდება დროთა განმავლობაში. დაავადების დროს, პაციენტს შესაძლოა აღელვებდეს საკუთარი გარეგნობა. ექიმი გამოგიწერთ მედიკამენტებსა და სხვა სამკურნალო საშუალებებს, რათა გაგიუმჯობესდეთ მდგომარეობა და შეგიმსუბუქდეთ მორფეას სიმპტომები.

გამომწვევი მიზეზი

შემოფარგლული სკლეროდერმიას გამომწვევი მიზეზები უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ იგი გადამდები არ არის. მიჩნეულია, რომ დაავადების განვითარებაში იმუნური სისტემის უჩვეულო რეაქცია იღებს მონაწილეობას.

მორფეას განვითარება შესაძლაო უკავშირდებოდეს:

  • სხივურ თერაპიას
  • განმეორებითი ხასიათის ტრავმულ დაზიანებას
  • ინფექციას, როგორიცაა წითელა და ჩუტყვავილა

სიმპტომები

შემოფარგლული სკლეროდერმიას სიმპტომები:

  • კანის გამაგრება და შესქელება
  • დაზიანებული კანის ფერის შეცვლა. კანის ფერი უფრი ღია ან მუქია გარშემო არსებულ კანთან შედარებით
  • ოვალურ იფორმის ლაქები, რომლებმაც შესაძლოა შეიცვალონ ფერი და დროთა განმავლობაში განუვითარდეთ მოთეთრო ცენტრალური ნაწილი.
  • ხაზისებრი ლაქები, განსაკუთრებით ზედა და ქვედა კიდურებზე
  • დაზიანებულ ადგილას თმისა და საოფლე ჯირკვლების დაკარგვა


მორფეა, როგორც წესი, აზიანებს კანის ზედა შრეებს(დერმისი და მის ქვეშ არსებული ცხიმოვანი ქსოვილი). ზოგიერთ შემთხვევაში, მორფეას დროს ჩართულია სიღრმისეულად არსებული ცხიმოვანი ქსოვილი ან კანქვეშ წარმოდგენილი შემაერთებელი ქსოვილი(ფასცია ან კუნთი). მდგომარეობა, ძირითადად, რამოდენიმე წლის განმავლობაში გრძელდება და დროთა განმავლობაში თავისით ქრება. თუმცა, ძირითად შემთხვევებში, იგი ტოვებს მუქ ან განსხვავებული ფერის ლაქებს კანზე.

როდის მივმართოთ ექიმს

შეცვლილი ფერის ლაქების, კანის გაგამაგრების ან შექსელების შემჩნევის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. ადრეული დიაგნოზი და მკურნალობა ახალი ლაქების განვითარებას შეუშლის ხელს და დაეხმარება ექიმს გართულებების თავიდან ასარიდებლად.