შეზრდილი პლაცენტა (პლაცენტა აკრეტა)

დაავადების აღწერა

შეზრდილი პლაცენტა ფეხმძიმობის მძიმე მდგომარეობაა. პათოლოგია ვითარდება მაშინ, როდესაც სისხლძარღვები და პლაცენტას სხვა ნაწილები საშვილოსნოს კედელში ზედმეტად სიღრმისეულად იზრდება.

ნორმალურ პირობებში, მშობიარობის შემდგომ პლაცენტა წყდება საშვილოსნოს კედელს. პლაცენტა აკრეტას დროს, მთლიანი პლაცენტა ან მისი ნაწილი რჩება საშვილოსნოს კედელში და მჭიდროდაა მასთან დაკავშირებული. მდგომარეობამ შესაძლოა გამოიწვიოს ძლიერი სისხლდენა მშობიარობის შემდგომ.

ასევე შესაძლებელია, რომ პლაცენტა შეიჭრას საშვილოსნოს კუნთებში (პლაცენტა ინკრეტა) ან გაიზარდოს საშვილოსნოს კედლის შიგნით(პლაცენტა პერკრეტა).

პლაცენტა აკრეტა მიჩნეულია ფეხმძიმობის მაღალი რისკის გართულებად. შეზრდილი პლაცენტის არსებობაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში ქალს, დიდი ალბათობით, საკეისრო კვეთა დასჭირდება, რის შემდეგაც აუცილებელია საშვილოსნოს ქირურგიული ამოკვეთა(ჰისტერექტომია).

გამომწვევი მიზეზი

მიჩნეულია, რომ პლაცენტა აკრეტა უკავშირდება საშვილოსნოს ამომფენი კედლის დარღვევას, რომელიც, ძირითადად, საკეისრო კვეთის შედეგადაა დანაწიბუროვანებული ან აღმოცენებულია საშვილოსნოს სხვა ოპერაციის შემდგომ. ასეთმა მდგომარეობამ შესაძლოა გამოიწვიოს პლაცენტის სიღრმისეულად ჩაზრდა საშვილოსნოს კედელში. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, პლაცენტა აკრეტა საშვილოსნოს გადატანილი ოპერაციის გარეშეც ვლინდება.

სიმპტომები

შეზრდილი პლაცენტა ფეხმძიმობის დროს იშვიათად იწვევს სიმპტომებს. თუმცა მესამე სემესტრში შესაძლოა აღინიშნოს ვაგინალური სისხლდენა. ხშირად, პლაცენტა აკრეტა აღმოჩენილია რეგულარული ულტრაბგერის დროს.

მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ აღგენიშნებათ ვაგინალური სისხლდენა მესამე სემესტრის დროს. თუ სისხლდენა ძლიერია, მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.