შიგელის ინფექცია

დაავადების აღწერა

შიგელას ინფექცია (შიგელოზი) არის ნაწლავების დაავადება, რომელიც გამოწვეულია შიგელას ტიპის ბაქტერიული ოჯახის მიერ. შიგელოზის მთავარი ნიშანია ფაღარათი, რომელიც ხშირად სისხლიანია.

შიგელას გადადება შესაძლებელია პირდაპირი კონტაქტიტ ბაქტერიის შემცველ განავალთან. მაგალითად, როდესაც საბავშვო ბაღში აღმზრდელი ასწავლის ბავშვს ტუალეტის გამოყენებას ან უცვლის საცვლებს და შემდეგ სათანადოდ არ იბანს ხელს. შიგელას ბაქტერიების გადაცემა ასევე შესაძლებელია დაბინძურებული საკვების ან სასმელის მიღბით, დაბინძურებულ წყალში ცურვით.

შიგელას ინფექცია , უმეტესად, 2-4 წლის ასაკის ბავშვებში ვითარდება. მსუბუქი შემთხვევები, როგორც წესი, 1 კვირის განმავლობაში თავისით გაივლის. როდესაც მკურნალობაა საჭირო, ექიმები, ძირითადად, ანტიბიოტიკებს წერენ.

გამომწვევი მიზეზი

ინფექცია ვითარდება, როდესაც ადამიანი შემთხვევით ყლაპავს შიგელას ბაქტერიას. ასეთი მდგომარეობა შესაძლებელია განვითარდეს მაშინ, როდესაც:

  • თქვენ ეხებით პირის ღრუს. ინფიცირებული ბავშვის საცვლის გამოცვლის შემდეგ არასათანადოდ ხელის დაბანა და შემდეგ მისი პირში მოხვედრა იწვევს დაავადების გავრცელებას. ადამიანებს შორის პირდაპირი სახის კონტაქტი დაავადების გავრცელების ყველაზე ხშირი წყაროა.
  • დაბინძურებული საკვების მიღება. დაავადებულმა ადამიანმა, რომელიც ეხება საკვებს, შესაძლოა ინფექცია გადასდოს ამ საკვების მიმღებ ადამიანს. საკვების დაბინძურება ასევე შესაძლებელია, თუ იგი იზრდება ჩამდინარე წყლების შემცველ მინდორში.
  • დაბინძურებული წყლის ჩაყლაპვა. წყლის დაბინძურება შესაძლებელია ჩამდინარე წყლებით ან ინფიცირებული ადამიანის ამ ადგილში ცურვით.

სიმპტომები

შიგელას ინფექციის სიმპტომები, როგორც წესი, ბაქტერიასთან კონტაქტის შემდგომ 1-2 დღის შემდგომ ვითარდება, თუმცა სიმპტომების გამოსავლენად, ზოგჯერ, 1 კვირაა საჭირო. სიმპტომები:

  • ფაღარათი (ხშირად, სისხლის ან ლორწოს შემცველი)
  • ტკივილი ან სპაზმები მუცლის არეში
  • სიცხე



მიუხედავად იმისა, რომ შიგელათი ინფექციის შედეგად ზოგიერთ ადამიანს არ უვითარდება სიმპტომები, მათი ფეკალიებიდან ინფექციის გავრცელება რამოდენიმე კვირის განმავლობაშია შესაძლებელი.

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ პედიატრს, თუ თქვენ შვილს აღენიშნება სისხლიანი ფაღარათი ან ფაღარათი, რომელიც იმდენად მძიმეა, რომ იწვევს წონაში კლებასა და დეჰიდრატაციას. მიმართეთ პედიატრს აგრეთვე, თუ ბავშვს აღენიშნება ფაღარათი, რომელსაც თან ახლავს 38 C გრადუსი ან მეტი ტემპერატურა.