შორსმხედველობა
დაავადების აღწერა
შორსმხედველობა (ჰიპეროპია) მხედველობის ხშირი დარღვევაა, რომლის დროსაც შორს მდებარე საგნებს კარგად ხედავთ, მაგრამ ახლომდებარე საგნები ცუდად ჩანს.
შორსმხედველობის ხარისხი განსაზღვრავს მხედველობის ფოკუსირების შესაძლებლობას. მძიმე შორსმხედველობის დროს, მხოლოდ შორს მდებარე საგნებს ხედავთ, ხოლო უფრო მსუბუქ ფორმებში უფრო ახლომდებარე საგნებიც გარკვეულწილად ჩანს.
შორსმხედველობა ძირითადად ბავშვობაშივე არსებობს და ოჯახური გავრცელება აქვს. ამ მდგომარეობას სათვალის ან ლინზების მეშვეობით მარტივად ასწორებენ. მკურნალობა შესაძლებელია ქირურგიულადაც.
გამომწვევი მიზეზი
თვალის ორი ნაწილი მონაწილეობს მხედველობის ფოკუსირებაში:
- რქოვანა, თვალის წინა, გამჭვირვალე ზედაპირი
- ბროლი, გამჭვირვალე სტრუქტურა თვალის შიგნით, რომელიც იცვლის ფორმას ფოკუსირების დროს
იდეალური ფორმის თვალში, ამ სტრუქტურებს გლუვი ფორმა აქვთ, როგორ მარმარილოს. რქოვანა და ბროლი გარდატეხენ სინათლის სხივებს, რათა ბადურამ მიიღოს საგნების სრული, ფოკუსირებული ანარეკლი.
გარდატეხის დარღვევა
თუ რქოვანას ან ბროლს არ აქვს თანაბარი, გლუვი ზედაპირი, სინათლის სხივები არ გარდატყდება სწორად. შორსმხედველობა სწორედ ასეთი დარღვევაა.
შორსმხედველობა დგება, როცა რქოვანა მცირედაა მოხრილი ან თუ თვალი უფრო მოკლეა, ვიდრე უნდა იყოს. ამ დროს ბადურის მაგივრად, სინათლე ბადურის უკან ხვდება, რაც ახლომდებარე საგნების არასრულ ხედვას იწვევს.
გარდატეხის სხვა დარღვევები
შორსმხედველობის გარდა, სხვა დარღვევებია:
- ახლომხედველობა (მიოპია). ამ დროს რქოვანა ზედმეტად მოხრილია ან თვალი უფრო გრძელია, ვიდრე უნდა იყოს, რაც ართულებს შორი საგნების დანახვას.
- ასტიგმატიზმი. ამ დროს რქოვანა ან ბროლი ერთ მხარეს უფრო დახრილია ვიდრე მეორეს. არაკორექტირებული ასტიგმატიზმი იწვევს მხედველობის დაბინდვას.
სიმპტომები
შორსმხედველობა იწვევს:
- ახლომდებარე საგნების დაბურულ ხედვას
- საჭიროა თვალების მოჭუტვა დასანახად
- ვითარდება თვალების დაძაბულობა, წვა და ტკივილი
- გაქვთ ზოგადი დისკომფორტი ან ტკივილი კითხვის, წერის, ხატვის ან კომპიუტერთან მუშაობის შემდეგ.
როდის მივმართოთ ექიმს
თუ შორსმხედველობის გამო ხელი გეშლებათ გარკვეული აქტივობების დროს, აუცილებლად მიმართეთ თვალის ექიმს. იგი დაადგენს შორსმხედველობის ხარისხსს და შემოგთავაზებთ მკურნალობის (მხედველობის კორექციის) სხვადასხვა მეთოდებს.
ყოველთვის არ არის ადვილი მისახვედრი, რომ მხედველობის პრობლემა გაქვთ. ოფთალმოლოგთა აკადემია ამერიკაში აწესებს გარკვეულ რეკომენდაციებს მხედველობის რეგულარული გამოკვლევებისათვის:
მოზრდილები
თუ არ იყენებთ სათვალეს ან ლინზებს, არ გაქვთ სიმპტომები ან თვალის დაავადებების მაღალი რისკი, დაიწყეთ რეგულარული კვლევა 40 წლის ასაკიდან. შემდგომ, ჩაიტარეთ მხედველობის გამოვკვლევები ამ ინტერვალებით:
- ყოველ 2–4 წელიწადში ერთხელ, 40 დან 54 წლამდე
- ყოველ 1–3 წელიწადში ერთხელ, 55 დან 64 წლამდე
- ყოველ 1–2 წელიწადში ერთხელ, 65 წლის ასაკის შემდეგ
თუ გაქვთ თვალის დაავადებების, მაგ. გლაუკომის განვითარების მაღალი რისკი, ვიზიტების სიხშირე უნდა იყოს:
- ყოველ 2–4 წელიწადში ერთხელ, 40 წლამდე ასაკში
- ყოველ 1–3 წელიწადში ერთხელ, 40 დან 54 წლამდე
- ყოველ 1–2 წელიწადში ერთხელ, 55 წლის ასაკის შემდეგ
თუ ატარებთ სათვალეს ან კონტაქტურ ლინზებს, შეიმოწმეთ მხედველობა ყოველწლიურად. კითხეთ ექიმს, რამდენად ხშირად უნდა იაროთ შემოწმებაზე. თუ შეამჩნევთ მხედველობის დარღვევას, დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან რაც შეიძლება მალე, მაშინაც კი, თუ ახლახანს გამოიკვლიეთ მხედველობა. დაბინდული მხედველობა, მაგალითად, ხშირად ნიშნავს, რომ სათვალე შესაცვლელია.
ბავშვები და მოზარდები
ბავშვებში საჭიროა მხედველობის დარღვევის სკრინინგი, პედიატრის მიერ მხედველობის შემოწმება და ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ახალშობილობის ასაკშიც კი. შემდგომში, ყოველი რუტინული ვიზიტის დროს, უნდა გადამოწმდეს მხედველობაც.
დამატებით, რეკომენდირებულია სკრინინგი სკოლის ასაკის ბავშვებში დაახლოებით 2 წელიწადში ერთხელ.