შუა ყურის ინფექცია

დაავადების აღწერა

ყურის ინფექცია(მწვავე შუა ოტიტი) ყველაზე ხშირი ბაქტერიული ან ვირუსული ინფექციაა, რომელიც აზიანებს შუა ყურს- ჰაერით სავსე სივრცეს დაფის აპკის უკან, რომელიც შეიცავს ყურის მცირე ზომის, ვიბრირებად ძვლებს. ყურის ინფექცია ყველაზე ხშირად ბავშვებში გვხვდება.

ყურის ინფექციები ხშირად მტკივნეულია, რადგან შუა ყურში ამ დროს ანთება და სითხის დაგროვება მიმდინარეობს.

რადგანაც ყურის ინფექციები, ხშირად, თავისით შუშდება, მკურნალობა შესაძლოა მიმარტული იყოს ტკივილის გაკონტროლებასა და მონიტორინგზე. ყურის ინფექცია ახალშობილებში და სხვა მძიმე შემთხვევები, ძირითადად, ანტიბიოტიკურ თერაპიას მოითხოვენ. ყურის ინფექციებთან დაკავშირებული ხანგრძლივი პრობლემები- მუდმივი სითხე შუა ყრუში, ხშირი ინფექციებ- იწვევენ სმენის პრობლემებს და სხვა სერიოზულ გართულებებსაც.

გამომწვევი მიზეზი

ყურის ინფექცია გამოწვეულია შუა ყურში არსებული ბაქტერიით ან ვირუსით. ინფექცია, ხშირად, შედეგია სხვა დაავადებისა- გაციება, გრიპი ალერგია- რომელიც იწვევს ცხვირის დახშობა და ცხვირის ღრუს სასუნთქი გზების, ყელისა და ევსტაქის ლულების შესიებას.

ევსტაქის ლულების როლი

ევსტაქის ლულები არის წვრილი მილების წყვილი რომელიც თითოეული შუა ყურიდან მიემართება ყელის უკანა ნაწილში. მილების ყელის მხარეს არსებული დაბოლოებები იხურება და იღება, რათა:

  • დაარეგულირონ წნევა შუა ყურში
  • გამოცვალონ არსებული ჰაერი ყურში
  • მოახდინონ ნორმალური გამონადენის დრენაჟი შუა ყურიდან



ზედა სასუნთქი გზების ინფექციით ან ალერგიით გამოწვეული შესიება, ანთება და ლორწოს დაგროვება ევსტაქის ლულებში, ზოგჯერ, იწვევს მათ დახშობას რის შედეგადაც ყურში სითხის დაგროვება ხდება. ყურის ინფექციის სიმპტომებს ვირუსული ან ბაქტერიული ანთების შედეგად გაჩენილი სითხე იწვევს.

ყურის ინფექციები ყველაზე ხშირია ბავშვებში, რადგან მათი ევსტაქის ლულები უფრო წვრილი და ჰორიზონტალურია. ევსტაქის ლულების ასეთი ფორმა ართულებს შუა ყურში არსებული ნორმალური გამონადენის დრენაჟს, რის შედეგადაც იზრდება ყურის დახშობის შანსი. 

ადენოიდების როლი

ადენოიდები მცირე ზომის რბილი, ქსოვილოვანი წარმონაქმნებია ცხვირის ღრუს უკანა ნაწილში. ისინი მონაწილეობას იღებენ იმუნური სისტემის აქტივობაში. ეს ფუნქცია მათ განსაკუთრებით მოწყვლადს ხდის ინფექციებისა და ანთების მიმართ.

რადგანაც ადენოიდები ევსტაქის ლულების დაბოლოებასთან ახლოს მდებარეობენ, მათი ანთება და გადიდება იწვევს ევსტაქის ლულების დახშობა, რის შდეგადაც ვითარდება შუა ყურის ინფექცია. ადენოიდების ანთება შუა ყურის ინფექციას უფრო ხშირად ბავშვებში იწვევს, რადგან ბავშვებს უფრო აქტიური და დიდი ზომის ადენოიდები აქვთ.

დაკავშირებული დაავადებები

შუა ყურის დაავადებები, რომლებიც უკავშირდებიან შუა ყურის მსგავს პრობლემებს:

  • შუა ოტიტი გამონადენით წარმოადგენას ანთებას და სითხის დაგროვებას(გამონადენი) შუა ყურში ბაქტერიული დავირუსული ინფექციის გარეშე. ეს პროცესი ვითარდება მაშინ, როდესაც ინფექციის მორჩენის შემდგომ დაგროვილი სითხის დრენაჟი არ ხდება. დაავადება აგრეთვე ვითარდება ევსტაქის ლულების არაინფექციური მიზეზით დახშობის შედეგადაც.
  • ჩირქოვანი შუა ოტიტი წარმოადგენს ყურის მუდმივ ინფექციას, რაც განპირობებულია დაფის აპკის გახევით ან პერფორაციით.

სიმპტომები

ყურის ინფექციის სიმპტომები, როგორც წესი, მალევე ვითარდება.

ბავშვები

ხშირი სიმპტომები ბავშვებში:

  • ყურის ტკივილი, განსაკუთრებით წოლის პერიოდში
  • ხელით ყურის მოქაჩვა
  • დაძინების პრობლემები
  • ჩვეულებრივზე მეტი სიხშირით ტირილი
  • ჩბეულებრივზე მაღალი გაღიზიანებადობა
  • ხმაურზე რეაგირების და სმენის პრობლემები
  • წონასწორობის კარგვა
  • 38 გრადუსი ან მეტი სიცხე
  • ყურიდან სითხის გამონადენი
  • თავის ტკივილი
  • უმადობა



ზრდასრულები

ხშირი გამოვლინებები ზრდასრულებში:

  • ყურის ტკივილი, განსაკუთრებით წოლის პერიოდში
  • ყურიდან სითხის გამონადენი
  • დაქვეითებული სმენა



როდის მივმართოთ ექიმს

ყურის ინფექციის სიმპტომები შესაძლოა რამოდენიმე მდგოამრეობაზე მიუთითებდნენ. აუცილებელია დროული, ზუსტი დიაგნოზი და სწრაფი მკურნალობა. მიმართეთ თქვენი შვილის ექიმს, თუ:

  • სიმპტომები გრძელდება ერთ დღეზე მეტ ხანს
  • ყურის ტკივილი არის ძლიერი
  • თქვენი შვილი ვერ იძინებს და არის მუდმივად გაღიზიანებული გაციების ან ზედა სასუნთქი გზების ინფექციის შემდგომ
  • თქვენ შეამჩნევთ სითხის, ჩირქის ან სისხლის გამონადენს ყურიდან



ყურის ტკივილისა და გამონადენის მქონა ზრდასრულმა ადამიანმა აგრეთვე აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს რაც შეიძლება მალე