სიცივის ურტიკარია (გამონაყარი)

დაავადების აღწერა

სიცივის ურტიკარია კანის რეაქციაა ცივ გარემოზე. ასეთ დროს კანზე ჩნდება მოწითალო, ზედაპირიდან ამოწეული ლაქები, ქავილის შეგრძნებით.

სიცივის ურტიკარიის სიმპტომები განსხვავებულია. ზოგიერთ პაციენტს მცირე რეაქცია აქვს ცივ გარემოზე, ზოგს კი–მძიმე. ცივ წყალში ცურვა ყველაზე ხშირი გამომწვევია მთელ ორგანიზმზე, სისტემურად განვითარებული რეაქციისა. ამ რეაქციამ შესაძლოა გამოიწვიოს დაბალი წნევა, გონები დაკარგვა, შოკი და სიკვდილიც კი.

სიცივის ურტიკარია ყველაზე ხშირად მოზარდებში გვხვდება და ძირითადად რამდენიმე წელიწადში გაივლის. თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ ეს დაავადება, მიმართეთ ექიმს. მკურნალობა მოიცავს ანტიჰისტამინურ მედიკამენტებსა და სიცივის თავიდან არიდებას.

გამომწვევი მიზეზი

უცნობია, ზუსტად რა იწვევს სიცივის ურტიკარიას. ზოგიერთ ადამიანს აქვს ზედმეტად მგრძნობიარე კანის უჯრედები, სავარაუდოდ, მემკვიდრულად. ამ მდგომარეობის ყველაზე ხშირ ფომებში, სიცივე იწვევს ჰისტამინისა და სხვა ნივთიერებების გამოყოფას სისხლში. ეს ნივთიერებები იწვევენ სიწითლეს, ქავილსა და ზოგჯერ სისტემურ რეაქციებს.

სიმპტომები

სიცივის ურტიკარიის ნიშნები და სიმპტომებია:

  • დროებითი წითელი, ზედაპირიდან ამოწეული ლაქები, ქავილი, იმ ადგილზე, რომელიც ცივ გარემოსთან კონტაქტშია
  • რეაქციის გაუარესება კანის გათბობასთან ერთად
  • ხელების დასიება ცივი ნივთის დაჭერის დროს
  • ტუჩებისა და ხახის შესიება ცივი საკვების ან სასმელის მიღებისას



მძიმე რეაქციებია:

  • მთელი ორგანიზმის რეაქცია– ანაფილაქსია, რომელიც იწვევს გულის წასვლას, მომატებულ გულისცემას, კიდურების შეშუპებას, შოკს
  • ენის და ხახის შესიება, რომელიც ართულებს სუნთქვას
  • სიცივის ურტიკარია იწყება კანის გაციების დროს, ან ცივ წყალში ჩასვლისას. ურტიკარია ძირითადად 4 გრადუსზე ნაკლები ტემპერატურის შემთხვევაში ვითარდება, მაგრამ ზოგიერთ პაციენტს რეაქცია უფრო თბილ გარემოშიც ეწყება. ნოტიო და ქარიანი გარემო ასევე ზრდის სიცივის ურტიკარიის გაჩენის რისკს.
  • ყველაზე მძიმე რეაქციები ძირითადად მთელი სხეულის გაციების შედეგად ხდება, როგორიცაა ცივ წყალში ცურვა. ასეთი რეაქცია შესაძლოა გონების დაკარგვით და დახრჩობით გართულდეს.
  • ზოგიერთ ადამიანში, სიცივის ურტიკარია ქრება კვირების ან თვეების შემდეგ. ზოგში კი ეს მდგომარეობა ხანგრძლივია.



როდის მივმართოთ ექიმს

თუ გაქვთ კანის რეაქცია სიცივეზე, მიმართეთ ექიმს, თუნდაც რეაქცია მსუბუქი იყოს. საჭიროა სხვა მდგომარეობების გამორიცხვა.

მოითხოვეთ სასწრაფო დახმარება, თუ გაქვთ:

  • თავბრუსხვევის შეგრძნება
  • გართულებული სუნთქვა
  • ენის უჩვეულო შეგრძნება და ხახის შესიება