სიფილისი

დაავადების აღწერა

სიფილისი არის ბაქტერიული ინფექცია, რომელიც სქესობრივი გზით ვრცელდება. დაავადება იწყება, როგორც უმტკივნეულო წყლული, როგორც წესი გენიტალიებზე, სწორ ნაწლავზე ან პირზე. სიფილისი ერთი ადამიანიდან მეორეზე ვრცელდება კანის ან ლორწოვანი გარსის წყლულებთან კონტაქტის შედეგად.

თავდაპირველი ინფექციის შემდეგ, სიფილისის ბაქტერიები შეიძლება ათწლეულების განმავლობაში დარჩნენ ორგანიზმში მთვლემარე მდგომარეობაში. ადრეული სიფილისის სამკურნალოდ ხშირად პენიცილინის ერთი ინექციაც სამკარისია. მკურნალობის გარეშე, სიფილისმა შეიძლება დააზიანოს გული, ტვინი და სხვა ორგანოები.

2010 წლიდან მოყოლებული სიფილისის შემთხვევების რიცხვი ა.შ.შ-ში შემცირდა ქალებში, ხოლო გაიზარდა კაცებში, განსაკუთრებით ჰომოსექსუალებში. გენიტალური წყლულები ზრდის აივ-ით დაინფიცირების რისკს.

გამომწვევი მიზეზი

სიფილისს იწვევს ბაქტერია, რომელსაც მკრთალი ტრეპონემა ეწოდება. ბაქტერია ყველაზე ხშირად სქესობრივი გზით ვრცელდება. ბაქტერია ორგანიზმში ხვდება კანის და ლორწოვანი გარსების შეუმჩნეველი ჭრილობებიდან. სიფილისი გადამდებია პირველ, მეორე და, იშვიათად, ლატენტური ფაზის დასაწყისში.

უფრო იშვიათად, სიფილისი შეიძლება გავრცელდეს წყლულთან პირდაპირი კონტაქტით (მაგ. კოცნის დროს) ან დაინფიცირებული დედიდან ნაყოფზე ორსულობის ან მშობიარობის დროს (თანდაყოლილი სიფილისი).

სიფილისი არ ვრცელდება საერთო ტუალეტის, აბაზანის, ტანსაცმლის, საცურაო აუზების და საუნების გამოყენებით.

სიფილისი სრულად განკურნებადია, თუმცა წყლულთან განმეორებითი კონტაქტის შემთხვევაში ინფექცია შეიძლება ხელახლა განვითარდეს.

სიმპტომები

სიფილისი ვითარდება ეტაპებად, თითოეულ ეტაპზე კი განსხვავებული სიმპტომებია. ეტაპები შეიძლება გადაიკვეთოს და სიმპტომები შეიძლება ერთი და იმავე თანმიმდევრობით ან გაჩნდეს. თქვენ შეიძლება დაინფიცირდეთ სიფილისით და წლების განმავლობაში არ გქონდეთ სიმპტოკმები.

პირველადი სიფილისი

სიფილისის პირველი ნიშანი არის პატარა წყლული, რომელსაც შანკრი ეწოდება. წყლული ჩნდება ბაქტერიის ორგანიზმში შეჭრის ადგილას. უმეტესობას ერთი შანკრი უჩნდება, ზოგს კი ერთზე მეტი. შანკრი ბაქტერიის შეჭრიდან დაახლოებით 3 კვირაში ჩნდება. ბევრი ადამიანი ვერ ამჩნევს შანკრს რადგან იგი უმტკივნებულოა და შეიძლება იმალებოდეს ვაგინაში ან სწორ ნაწლავში. შანკრი თავისით გაქრება 6 კვირაში.

მეორეული სიფილისი

შანკრის გაქრობიდან რამდენიმე კვირაში შეიძლება გაგიჩნდეთ გამონაყარი, რომელიც მთელ ტანს დაფარავს, მათ შორის ხელის და ფეხის გულებსაც კი. ამ გამონაყარს არ ახასიათებს ქავილი და შეიძლება თან ერთვოდეს კონდილომების მსგავსი წყლულები პირში ან გენიტალურ არეში. ზოგიერთ ადამიანს აგრეთვე აღენიშ§ება კუნთების ტკივილი, ტემპერატურის მომატება, ყელის ტკივილი და ლიმფური კვანძების შესიება. ეს ნიშნები და სიმპტომები ქრება რამდენიმე კვირაში ან ერთი წლის განმავლობაში ჩნდება და ქრება.

ლატენტური სიფილისი

თუ თქვენ არ ჩაიტარებთ მკურნალობას, სიფილისი გადავა მეორადიდან ლატენტურ ფაზაში, რომლის დროსაც არ გვხვდება სიმპტოები. ლატენტური ფაზა შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე წელი. ნიშნები და სიმპტომები შეიძლება აღარასდროს გაჩნდეს, ან დაავადება შეიძლება მესამე ფაზაში გადავიდეს.

მესამეული სიფილისი

სიფილისით ინფიცირებულთა დაახლოებით 15-30 პროცენტს უვითარდება მესამეული სიფილისი. ამ გვიანი ფაზის დროს, დაავადება აზიანებს ტვინს, ნერვებს თვალს, გულს, სისხლძარღვებს, ღვიძლს, ძვლებს და სახსრებს. ეს პრობლემები შეიძლება გაჩნდეს თავდაპირველი ინფექციიდან მრავალი წლის შემდეგ.

თანდაყოლილი სიფილისი

სიფილისით დაინფიცირებული დედის ნაყოფში ბაქტერია შეიძლება მოხვდეს პლაცენტის გავლით ან მშობიარობისას. თანდაყოლილი სიფილისის მქონე ახალშობილების უმეტესობას არ აქვთ ნიშნები და სიმპტომები, ზოგიერთს კი აქვთ ხელის და ფეხის გულებზე გამონაყარი. მოგვიანებით სიმპტომებს მიეკუთვნება სიყრუე, კბილების დეფორმაცია და უნაგისებრი ცხვირი, რომლის დროსაც ცხვირის ძვლები იშლება.

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ უჩვეულო გამონაყარი, წყლული ან გამონადები, განსაკუთრებით საზარდულის მიდამოში.