სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი
დაავადების აღწერა
სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი, იგივე სინუსური კვანძის დაავადება ან სინუსური კვანძის დისფუნქცია, წარმოადგენს გულის რითმის პრობლემებს(არითმია), რომლის დროსაც სინუსური კვანძი, გულის ბუნებრივი რიტმის მიმცემი სტრუქტურა, არ მოქმედებს სათანადოდ.
სინუსური კვანძი წარმოადგენს სპეციალური უჯრედების გროვას გულის ზედა მარჯვენა საკანში, სადაც აკონტროლებს გულის რითმს. ნორმალურ პირობესი, სინუსური კვანძი წარმოქმნის რეგულარული ელექტრული იმპულსების ურყევ ბიძგებს. სინუსური კვანძის დაავადების დროს, ეს სიგნალები არასწორადაა გადაცემული.
სინდრომის მქონე ადამიანს შესაძლოა აღენიშნებოდეს გულის სწრაფი, ნელი, დიდი პაუზების მქონე, ან შერეული ტიპის რითმი. სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი იშვიათია, თუმცა მისი განვითარების რისკი ასაკის მატებასთან ერთად იზრდება.
დაავადების მქონე ადამიანების დიდ ნაწილს ,საბოლოო ჯამში, ესაჭიროება რითმის ხელოვნური მიმცემი გულში რეგულარული რითმის ჩამოსაყალიბებლად.
გამომწვევი მიზეზი
გული შედგება 4 საკნისაგან, ორი ზედა საკანი (წინაგულები) და ორი ქვედა საკანი (პარკუჭები). გულის რითმი, როგორც წესი, რეგულირდება სინოატრიალური, იგივე სინუსური კვანძით. სინუსური კვანძი წარმოადგენს სპეციალური უჯრედების გროვას მარჯვენა წინაგულში.
რითმის ბუნებრივი წამომწყები (სინუსური კვანძი) წარმოქმნის ელექტრულ იმპულსებს, რომლებიც განაპირობებენ თითოეულ გულისცემას. სინუსური კვანძიდან ელექტრიული იმპულსები წიანგულებიდან პარკუჭებში გადადის. ელექტრული იმპულსის შედეგად იკუმშება პარკუჭები, რაც განაპირობებს გულიდან სისხლის გადატყორცნას ფილტვებისა და სხეულის მიმართულებით.
სინუსური კვანძის სისუსტის დროს, სინუსური კვანძი სათანადოდ ვერ მქომედებს, ამიტომ გულისცემა შესაძლოა იყოს ნელი (ბრადიკარდია), სწრაფი(ტაქიკარდია) ან არარეგულარული.
სინუსური კვანძის სინდრომის ტიპები და მათი გამომწვევი მიზეზები:
- სინოატრიალური ბლოკი. ელექტრული იმპულსები სინუსურ კვანძში ძალიან ნელა გადადის, რაც იწვევს არანორმალურად ნელ გულისცემას.
- სინუსური არესტი. სინუსური კვანძის მოქმედება ჩერდება.
- ბრადიკარდია-ტაქიკარდიის სინდრომი. გულში აღინიშნება არანორმალურად სწრაფი და ნელი რითმების მონაცვლეობა. ამ დროს გულის დარტყმებს შორის აღინიშნება ხანგრძლივი პაუზები (ასისტოლია)
რა იწვევს სინუსური კვანძის არასათანადო მოქმედებას?
მდგომარეობის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს დაავადება, რომელიც იწვევს გულის ელექტრული სისტემის დანაწიბუროვანებას ან დაზიანებას. წარსულში გულის ოპერაციის შედეგად ჩამოყალიბებული ნაწიბუროვანი ქსოვილი შესაძლოა გახდეს მდგომარეობის მიზეზი, განსაკუთრებით ბავშვებში.
სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი შესაძლოა განვითარდეს მედიკამენტების მიღების შედეგად, როგორიცაა კალციუმის არხის ბლოკერები, სისხლის წნევის, გულის დაავადებებისა და სხვა მდგომარეობების სამკურნალო ბეტა ბლოკერები. თუმცა უმეტეს შემთხვევაში, სინუსური კვანძის არასათანადო მოქმედება გამოწვეულია ასაკის მატებასთან ერთად განპირობებული გულის კუნთის დაზიანებით.
სიმპტომები
სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომის მქონე პაციენტების უმრავლესობას სიმპტომები არ აღენიშნება. ზოგიერთ შემთხვევაში სიმპტომებს ხანგამოშვებითობა ახასიათებთ.
დაავადების სიმპტომები:
- ნორმალურზე ნელი პულსი (ბრადიკარდია)
- დაღლილობა
- თავბრუსხვევა და გულის წასვლის შეგრძნება
- გონების დაკარგვა
- სუნთქვის უკმარისობა
- ტკივილები მკერდის არეში
- გულის ფრიალის შეგრძნება
სიმპტომების დიდი ნაწილი გამოწვეულაი თავის ტვინში სისხლის შემცირებული მიწოდებით, როდესაც გული ძალიან სწრაფგად ან ნელა ცემს.
როდის მივმართოთ ექიმს
თუ თქვენ აღგენიშნებათ გულის წასვლის შეგრძნების, თავბრუსხვევის, გონების დაკარგვის, დაღლილობის, სუნთქვის უკმარისობის ან გულის ფრიალის შეგრძნებები, მიმართეთ ექიმს. ასეთ სიმპტომებს ბევრი სამედიცინო პრობლემა იწვევს, ამიტომ საჭიროა ზუსტი დიაგნოზი.