სირინგომიელია
დაავადების აღწერა
სირინგომიელია არის ზურგის ტვინში სითხით სავსე კისტის გაჩენა. დროთა განმავლობაში კისტა შეიძლება ზომაში გაიზარდოს, დააზიანოს ზურგის ტვინი და გამოიწვიოს ტკივილი, სისუსტე, სიხისტე და სხვა სიმპტომები.
სირინგომიელიას ბევრი გამომწვევი მიზეზი აქვს, თუმცა ყველაზე ხშირი მიზეზია მდგომარეობა, რომლის დროსაც ტვინის ქსოვილი გამოდის ზურგის ტვინში (კიარის მალფორმაცია).
სირინგომიელიის სხვა მიზეზებია ზურგის ტვინის სიმსივნეები, ტრავმები და ზურგის ტვინის გარშემო ანთება.
თუ სირინგომიელია არ იწვევს პრობლემებს, შეიძლება საკმარისი იყოს მდგომარეობის მხოლოდ მონიტორიგნი. სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში შეიძლება ოპერაცია დაგჭირდეს.
გამომწვევი მიზეზი
უცნობია რატომ ან როგორ ვითარდება სირინგომიელია. როდესაც იგი ვითარდება, თავ-ზურგ-ტვინის სითხე გროვდება ზურგის ტვინში და წარმოქმნის კისტას.
ბევრო მდგომარეობა და დაავადება იწვევს სირინგომიელიას. მათ შორისაა:
- კიარის მალფორმაცია. მდგომარეობა, რომლის დროსაც თავის ტვინი გამოდის ზურგის ტვინის არხში
- მენინგიტი. ტვინის და ზურგის ტვინის გარსების ანთება
- ზურგის ტვინის სიმსივნე, რომელიც ხელს უშლის თავ-ზურგ-ტვინის სითხის ცირკულაციას.
- თანდაყოლილი მდგომარეობები, მაგალითად მდგომარეობა, რომლის დროსაც ზურგის ტვინზე მიმაგრებულია ქსოვილი, რომელიც ხელს უშლის მის მოძრაობას.
- ზურგის ტვინის ტრავმა, რომელიც იწვევს სიმპტომებს ტრავმიდან რამდენიმე თვეში ან წელიწადში.
სიმპტომები
სირინგომიელიის სიმპტომები დროთა განმავლობაში ვითარდება. თუ სირინგომიელია გამოწვეულია ტვინის ქსოვილის ზურგის ტვინში გამოსვლით (კიარის მალფორმაცია), სიმპტომები ჩნდება 25-40 წლის ასაკში.
ზოგიერთ შემთხვევაში ხველამ ან გაჭინთვამ შეიძლება გამოიწვიოს სირინგომიელიის სიმპტომების გაჩენა, თუმცა არცერთი არ იწვევს სირინგომიელიას.
შემდეგი ადრეული ნიშნები და სიმპტომები შეიძლება შეგვხვდეს კისრის უკანა ნაწილში, ბეჭებში, მხრებში და ხელებში:
- კუნთების სისუსტე და განლევა
- რეფლექსების დაკარგვა
- ტკივილის და ტემპერატურის მგრძნობელობის დაკარგვა
სირინგომიელიის სხვა ნიშნები და სიმპტომებია:
- ზურგის, ბეჭების, მხრების და ფეხების სისუსტე
- კისრის, მკლავების და ზურგის ტკივილი
- ნაწლავების და შარდის ბუშტის პრობლემები
- ფეხის კუნთების სისუსტე და სპაზმები
- სახის არეში ტკივილი ან მგრძნობელობის დაკარგვა
- სქოლიოზი
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ სირინგომიელიის ნიშნები ან სიმპტომები. იმის გამო, რომ სირინგომიელიის სიმპტომები ჰგავს სხვა დაავაებებს, ყურადღებიანი გამოკვლევა აუცილებელია ზუსტი დიაგნოზისთვის.
თუ თქვენ განიცადეთ ზურგის ტვინის ტრავმა, ყურადღებით იყავით სირინგომიელიის ნიშნებზე და სიმპტომებზე. სირინგომიელია შეიძლება დაზიანებიდან რამდენიმე თვეში ან წელში განვითარდეს. თუ გაქვთ სიმპტომები, არ დაგავიწყდეთ უთხრათ ექიმს ზურგის ტვინის ტრავმის შესახებ.