სირსველი

დაავადების აღწერა

სირსველი არის ვირუსული ინფექცია, რომელიც იწვევს მტკივნეულ გამონაყარს. მიუხედავად იმისა, რომ სირველი სხეულის ნებისმიერ ნაწილში შეიძლება განვითარდეს, იგი ძირითადად წარმოდგენილია, როგორც მუწუკების ერთეული ზოლი, რომელიც ტანის ზედა ნაწილში, მარცხენა ან მარჯვენა მხარეს იხვევა.

სირსველი გამოწვეულია ვარიცელა-ზოსტერის ვირუსით, რომელის ასევე განაპირობებს ჩუტყვავილას. ჩუტყვავილას შემდგომ, ვირუსი არააქტიურ მდგომარეობაში ბინადრობს ნერვულ ქსოვილში თავისა და ზურგის ტვინთან. წლების შემდგომ, ვირუსი შესაძლოა გააქტიურდეს, როგორც სირსველი.

მიუხედავად იმისა, რომ არ არის სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, სირველი შესაძლოა იყოს ძალიან მტკივნეული. ვაქცინაცია ამცირებს სირსველის განვითარების რისკს. ხოლო ადრეული მკურნალობა ამოკლებს ინფექციას და ამცირებს გართულებების რისკს.

გამომწვევი მიზეზი

სირსველი გამოწვეულია ვარიცელა-ზოსტერის ვირუსით, რომელის ასევე განაპირობებს ჩუტყვავილას. ჩუტყვავიალს მქონე ნებისმიერ ადამიანს შესაზლოა განუვითარდეს სირსველი. ჩუტყვავილას შემდგომ, ვირუსი არააქტიურ მდგომარეობაში ბინადრობს ნერვულ ქსოვილში თავისა და ზურგის ტვინთან. წლების შემდგომ, ვირუსი შესაძლოა გააქტიურდეს და ნერვების საშუალებით გამოაღწიოს კანზე და გამოვლინდეს, როგორც სირსველი.

დაავადების ახლიდან წარმოჩინების მიზეზი უცნობია. თუმცა იგი შესაძლოა უკავშირდებოდეს ინფექციებისადმი დაქვეითებულ იმუნიტეტს ასაკის მატებასთან ერთად. სირსველი გაცილებით ხშირია მოხუცებში და სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებში.

ვარიცელა-ზოსტერი არის ჰერპეს ვირუსების ჯგუფის ერთ-ერთი ფორმა. ჰერპესის ვირუსები იწვევენ გენიტალურ ჰერპესს და გაციების მუწუკებს. ამის გამო სირსველს ასევე ჰერპეს ზოსტერს უწოდებენ. თუმცა ჩუტყვავილის და სირსველის გამომწვევი ვირუსი და გაციების მუწუკების ან გენიტალური ჰერპესის გამომწვევი ვირუსი ერთი და იგივე არ არის.

ხართ თუ არა გადამდები?

სირსველის მქონე ადამიანს შეუძლია ვარიცელა-ზოსტერის ვირუსის გადაცემა ნებისმიერი ადამიანისადმი, ვისაც იმუნიტეტი არ აქვს ჩამოყალიბებული ჩუტყვავილისადმი. გადაცემა, როგორც წესი, ვითარდება მუწუკების პირდაპირი შეხებით ადამიანიდან ადამიანზე.

ჩუტყვავილა დამიანების ზოგიერითი ჯგუფისათვის შესაძლოა საშიში აღმოჩნდეს. სირსველით გამოწვეული მუწუკების გაქრობამდე, თქვენ ხართ გადამდები და უნდა აირიდოთ კონტაქტი:

  • სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებთან
  • ახალშობილებთან
  • ორსულ ქალებთან

სიმპტომები

სირსველის სიმპტომები, როგორც წესი, აზიანებს სხეულის ერთი ნაწილის პატარა არეს. სიმპტომები:

  • ტკივილი, წვის შეგრძნება, მგრძნობელობის დაქვეითება ან ჩხვლეტის შეგრძნება
  • გაძლიერებული მგრძნობელობა შეხებაზე
  • წითელი გამონაყარი, რომელიც ტკივილიდან რამოდენიმე დღის შემდეგ ვითარდება
  • სითხით სავსე მუწუკები, რომლებიც სკდებიან
  • ქავილი



ზოგიერთ ადამიანს აგრეთვე უვითარდება:

  • სიცხე
  • თავის ტკივილი
  • სინათლეზე მგრძნობელობა
  • დაღლილობა



სირსველის პირველი ნიშანი, როგორც წესი, ტკივილია. ზოგიერთ შემთხვევაში ტკივილი ძლიერია. ტკივილის ადგილმდებარეობის მიხედვით, ექიმს შესაძლოა მდგომარეობა აერიოს გულის, ფილტვებისა და თირკმელების პრობლემების სიმპტომებში. ზოგიერთი ადამიანს სირსველით გამოწვეული ტკივილი გამონაყრის გარეშე უვითარდება.

ხშირად, სირსველის გამონაყარი ყალიბდება, როგორც მუწუკების ზოლი, რომელიც იკლაკნება ზედა ტანის მარცხენა ან მარჯვენა მხარეს. ზოგიერთ შემთხვევაში, სირსველით გამოწვეული გამონაყარი წარმოდგენილია ერთ-ერთი თვალის გარშემო და სახის ან კისრის რომელიმე მხარეს.

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს დროულად თუ ეჭვობთ, რომ გაქვთ სირველი. განსაკუთრებით სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს შემდეგი სიტუაციების დროს:

  • ტკივილი და გამონაყარი წარმოდგენილია თვალთან ახლოს. სამედიცინო ჩარევის გარეშე, ასეთი ტიპის ინფექციამ შესაზლოა გამოწვიოს თვალის მუდმივი დაზიანება.
  • თუ თქვენ ხართ 70 წელს გადაცილებული, რადგან ასაკი მნიშნველოვნად ზრდის გართულებების რისკს.
  • თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრს დასუსტებული აქვს იმუნური სისტემა (კიბოს, მედიკამენტების ან ქრონიკული დაავადების გამო).
  • გამონაყარი ფართოდ გავრცელებული და მტკივნეულია.