სისხლი შარდში (ჰემატურია)

დაავადების აღწერა

შარდში სისხლის დანახვამ შესაძლოა გამოიწვიოს აღელვება. მიუხედავად იმისა, რომ შარდში სისხლის მიზეზები ძირითადად უმნიშვნელოა, ჰემატურია შესაძლოა რაიმე სერიოზულ პათოლოგიაზე მიუთითებდეს.

როდესაც შესაძლებელია შარდში სისხლის დანახვა, ამ მდგომარეობას ხილული ჰემატურია ეწოდება. შემთხვევას, რომლის დროსაც შარდში სისხლის დანახვა მხოლოდ მიკროსკოპის საშუალებით შეიძლება, მიკროსკოპული ჰემატურია ეწოდება. ამ მდგომარეობის დადგენა მაშინ ხდება, როდესაც ექიმი თქვენ შარდს ლაბორატორიულად ამოწმებს. ორივე შემთხვევაში სისხლდენის მიზეზის დადგენა მნიშნველოვანია. მკურნალობა დამოკიდებულია მდგომარეობის გამომწვევ მიზეზებზე.

გამომწვევი მიზეზი

ჰემატურიის დროს, თირკმლის ან საშარდე გზების სხვა სტრუქტურის დაზიანების გამო ხდება შარდში სისხლის უჯრედების გაჟონვა. ამ გაჟონვას ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს:

  • საშარდე გზების ინფექციები. შაშარდე გზების ინფექციები გხვდება მაშინ, როდესაც ბაქტერია შარდსადენის საშუალებით ხვდება ადამიანის სხეულში და შარდის ბუშტში იწყებს გამრავლებას. სიმტპმები შესაძლოა იყოს შარდვის ხშილი სურვილი, ტკივილი ან წვის შეგრძნება შარდვის დროს, ძლიერი სუნის მქონე შარდი.


ზოგიერთ პაციენტში, განსაკუთრებით კი მოხუცებში ზოგჯერ დაავადების ერთადერთი ნიშანი მიკროსკოპული ჰემატურიაა

  • კენჭები შარდის ბუშტში ან თირკმელებში. კონცენტრირებულ შარდში არსებული მინერალები ზოგჯერ ილექება და აყალიბებს კრისტალებს თირკმელების ან შარდის ბუშტის კედლების ზედაპირზე. დროთა განმავლობაში კრისტალები შესაძლოა გარდაიქმნას მცირე ზომის მყარ კენჭებად. კენჭები ხშირად უმტკივნეულოა, მისი არსებობის შესახებ პაციენტი მხოლოდ მაშინ იგებს, როდესაც ისინი იწვევენ საშარდე გზების დასობას ან მოყვებიან შარდის ნაკადს. თუ ეს პროცესი განვითარდა, რთული აღარაა სიმპტომების მიზეზის ძიება, რადგან ამ დაავადებას, განსაკუთრებით თუ კენჭები თირკმელშია, ახლავს მტანჯველი ტკივილი. თირკმელების და შარდის ბუშტის კენჭები აგრეთვე იწვევენ ხილულ და მიკროსკოპულ ჰემატურიას.
  • თირკმლის ინფექციები. თირკმლის ინფექციები(პიელონეფრიტი) გვხვდება მაშინ, როდესაც ბაქტერია ახერხებს სისხლის მიმოქცევიდან შარდსაწვეთში გადასვლას და მისი საშუალებით თირკმელში მოხვედრას. ამ მდგომარეობის სიმპტომები გავს შარდის ბუშტის ინფექციის სიმპტომებს, თუმცა თირკმლის ინფექციები უფრო ხშირად იწვევენ სიცხეს და ფერდის ტკივილს.
  • გადიდებული პროსტატის ჯირკვალი. პროსტატის ჯირკვალი, რომელიც მდებარეობს ზუსტად შარდის ბუშტის ქვემოთ და გარს აკრავს შარდსაწვეთის ზედა ნაწილს, იწყებს ზრდას იმ პერიოდში, როდესაც მამაკაცი უახლოვდება თავის შუა ასაკს. გადიდებული ჯირკვალი აწვება შარდსაწვეთს, რაც ნაწილობრივ ახშობს შარდის დინებას.

    გადიდებული პროსტატის(პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია) სიმპტომები შეიძლება იყოს გართულებული ან ხშირი შარდვა ხილული ან მიკროსკოპული ჰემატურიით. პროსტატის ინფექცია მსგავს სიმპტომებს იწვევს.

  • თირკმლის დაავადება. მიკროსკოპული ჰემატურია ხშირი სიმპტომია გლომერულონეფრიტისა, რომლის დროსაც თირკმელების მფილტრავი სისტემის ანთება მიმდინარეობს.

    გლომერულონეფრიტი შესაძლოა შეგვხვდეს განცალკევებულად ან ისეთი სისტემური დაავადების ნაწილად, როგორიცაა დიაბეტი. ამ დაავადებას აგრეთვე იწვევს ვირუსული ადა სტრეპტოკოკული ინფექციები, სისხლძარღვთა პათოლოგიები(ვასკულიტები) და იმუნური სისტემის პრობლემები, როგორიცაა IgA ნეფროპათია, რომელის აზიანებს თირკმელებში არსებულ მცირე ზომის კაპილარებს(გლომერულები), რომელთა ფუნქცია სისხლის გაფილტვრაა.

  • კიბო. ხილული სისხლი შარდში შესაძლოა მიუთითებდეს თირკმლის, შარდის ბუშტის ან პროსტატის შორს წასულ სიმსივნეზე. სამწუხაროდ, სიმსივნის ადრეული ეტაპები სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს.
  • თანდაყოლილი დაავადებები. ნამგლისებრი ანემია – სისხლის წითელ უჯრედებში არსებული ცილა ჰემოგლობინის თანდაყოლილი დეფექტი – შეიძლება იყოს როგორც ხილული, ასევე მიკროსკოპური ჰემატურიის მიზეზი. ჰემატურიის მიზეზი აგრეთვე შეიძლება იყოს ალპორტის სინდრომი, რომლის დროსაც ზიანდება თირკმელში არსებული გლომერულების მფილტრავი მემბრანები.
  • თირკმლის ტრავმული დაზიანება. კონტაქტური სპორტის, უბედური შემთხვევის ან დარტყმის შედეგად ხშირად ზიანდება თირკმელი, რის შედეგადაც ჩვენ შარდში შეიძლება აღმოგვაჩნდეს სისხლი.
  • მედიკამენტები. სიმსივნის საწინააღმდეგო წამალი ციკლოფოსფამიდი (ციტოქსანი) და პენიცლინი ზოგჯერ ჰემატურიას იწვევენ. შედედების საწინააღმდეგო ზოგიერთი საშუალების, როგორიცაა ასპირინი ან სისხლის გამათხელებელი ჰეპარინის მიღების შედეგად შესაძლოა მივიღოთ ხილული ჰემატურია. ამ მედიკამენტებმა შესაძლოა შარდის ბუშტშიც გამოიწვიონ სისხლდენა.
  • ძლიერი ფიზიკური დატვირთვა. იშვიათ შემთხვევებში ძლიერი ფიზიკური დატვირთვა იწვევს ხილულ ჰემატურიას, ამ პროცესის ზუსტი მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია. ეს მდგომარეობა შესაძლოა დაკავშირებული იყოს შარდის ბუშტის ტრავმულ დაზიანებასთან, დეჰიდრირებასთან ან სისხლის წითელი უჯრედების დაშლასთან, რასაც იწვევს ხშირი აერობუი ვარჯიში. მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი ფიზიკური დატვირთვის პირობეში ნებისმიერ ათლეტს შეიძლება განუვითარდეს ჰემატურია, ყველაზე ხშირად სისხლიანი შარდი მორბენლებში გვხვდება.

ნებისმიერ შემთხვევაში დაუვყოვნებლივ მიმართეთ ექიმს თუ თქვენ შეამჩნევთ სისხლს შარდში.

სიმპტომები

ჰემატურიის ხილვადი ნიშანი არის, ვარდისფერი, წითელი ან კოკა-კოლისფერი შარდი – რასაც სისხლის წითლი უჯრედების არსებობა იწვევს. შარდის წითელი შეფერილობის მისაღებად მცირეოდენი სისხლიც საკმარისია. როგორც წესი სისხლდენა არ არის მტკივნეული. თუმცა შარდის ნაკადში სისხლის კოლტების არსებობის შემთხვევაში სისხლდენა შესაძლოა მტკივნეულიც იყოს. სისხლიანი შარდი ხშირად სხვა სიმპტომების გარეშე გვხვდება.

შარდში სისხლის დანახვა ზოგჯერ მხოლოდ მიკროსკოპითაა შესაძლებელი (მიკროსკოპული ჰემატურია)

როდის მივმართოთ ექიმს

დანიშნეთ შეხვედრა ექიმთან, თუ თქვენ შეამჩნიეთ სისხლი შარდში

ზოგიერთი მედიკამენტები, როგორიცაა საფაღარათო საშუალებები, ზოგიერთი საკვები, მათ შორის ჭარხალი, რევანდა და წითელი ფერის კენკრა ზოგჯერ შარდს წითელ შეფერილობას აძლევს.

შარდის ფერის ვარჯიშით, წამლებით ან საკვებით გამოწვეული შეცვლა ძირითადად თავისით გაივლის რამოდენიმე დღეში. თუმცა წითელი ან სისხლიანი შარდი ყოველთვის მედიკამენტებს და ვარჯიშს არ უკვაშირდება; ამიტომაც საჭიროა შარდში სისხლის დანახვისთანავე მივმართოთ ექიმს.