სისხლის მაღალი წნევა

დაავადების აღწერა

სისხლის მაღალი წნევა არის გავრცელებული მდგომარეობა, რომლის დროსაც სისხლის ძალა არტერიის კედლებზე იმდენად ძლიერია, რომ შეუძლია გამოიწვიოს ჯანმრთელობის პრობლემები, მაგალითად გულის დაავადება.

სისხლის წნევა განპირობებულია გულის მიერ გადმოტუმბული სისხლის რაოდენობაზე და არტერიებში არსებულ წინაღობაზე. რაც უფრო მეტია გადმოსროლილი სისხლი და ვიწრო არტერიები, მით უფრო დიდია სისხლის წნევა.

თქვენ სისხლის მაღალი წნევა (ჰიპერტენზია) შეიძლება სიმპტომების გარეშე წლების განმავლობაში გქონდეთ. სიმპტომების არარსების შემთხვევაშიც მიმდინარეობს გულის და სისხლძარღვების დაზიანება და ამის აღმოჩენა შესაძლებელია. მკურნალობის გარეშე ჰიპერტენზია ზრდის ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების რისკს. მათ შორისაა გულის შეტევა და ინსულტი.

სისხლის მაღალი წნევა როგორც წესი წლების განმავლობაში ვითარდება და გვხვდება თითქმის ყველა ადამიანში. საბედნიეროდ მისი აღმოჩენა ადვილად შეიძლება და აღმოჩენის შემდეგ ექიმთან ერთად მისი კონტროლი შესაძლებელია.

გამომწვევი მიზეზი

არსებობს ჰიპერტენზიის ორი ტიპი.

პირველადი (ესენციური) ჰიპერტენზია

ზრდასრულთა უმეტესობაში ვერ დგინდება ჰიპერტენზიის მიზეზი. ჰიპერტენზიის ეს ტიპი, რომელსაც ეწოდება ესენციური ჰიპერტენზია და პირველადი ჰიპერტენზია, წლების განმავლობაში ვითარდება.

მეორადი ჰიპერტენზია

ზოგ ადამიანს უვითარდება ჰიპერტენზია სხვა დაავადების გამო. ჰიპერტენზიის ამ ტიპს ეწოდება მეორადი ჰიპერტენზია. იგი ჩნდება უეცრად და იწვევს პირველად ჰიპერტენზიასთან შედარებით უფრო მაღალ წნევას. ბევრ მდგომარეობას და მედიკამენტს შეუძლია გამოიწვიოს მეორადი ჰიპერტენზია. ესენია:

  • თირკმლის პრობლემები
  • თირკმელზედა ჯირკვლის პრობლემები
  • ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები
  • სისხლძარღვების თანდაყოლილი პათოლოგიები
  • ზოგიერთი მედიკამენტი, მაგალითად ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, გაციების საწინააღმდეგო წამლები, ცხვირში შეშუპების მომხსნელები, ტკივილგამაყუჩებლები და ზოგიერთი რეცეპტით გაცემული წამალი
  • უკანონო ნარკოტიკები, როგორებიცაა კოკაინი და ამფეტამინები
  • ალკოჰოლის მიღება ან ალკოჰოლიზმი
  • ობსტრუქციული ძილის აპნოე

სიმპტომები

ჰიპერტენზიის მქონე ადამიანთა უმეტესობას წნევის ძალიან მაღალი მაჩვენებლებისდა მიუხედავად არ აქვთ ნიშნები და სიმპტომები.

ზოგ ადამიანს ჰიპერტენზიის ადრეულ სტადიაზე შეიძლება ჰქონდეს თავის ტკივილი, თავბრუსხვევის ეპიზოდები და ცხვირიდან გაშირებული სისხლდენა, თუმცა ეს ნიშნები და სიმპტომები ძირითადად დაავადების გვიან, სიცოცხლისთვის საშიშ სტადიაზე ვითარდება.

როდის მივმართოთ ექიმს

ექიმი რუტინული შემოწმებისას დიდი ალბათობით გაგიზომავთ სისხლის წნევას.

სთხოვეთ ექიმს გაგიზომოთ წნევა ორ წელიწადში ერთხელ 18 წლის ასაკიდან. სისხლის წნევა უნდა შემოწმდეს ორივე მხარზე სხვაობის არსებობის გასარკვევად. თქვენი ექიმი დიდი ალბათობით გირჩევთ წნევის უფრო ხშირად გაზომვას თუ თქვენ უკვე დაგისვეს ჰიპერტენზიის დიაგნოზი ან ხართ გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკის ჯგუფში 3 წლის ასაკიდან ბავშვებს ყოველწლიურ შემოწმებაზე წნევას უზომავენ.

თუ თქვენ რეგულარულად არ დადიხართ ექიმთან, სცადეთ სხვაგან გაიზომოთ სისხლი. ბევრ მაღაზიაში დგას წნევის საზომი აპარატები, თუმცა მათ შეიძლება არასწორი შედეგები აჩვენონ.