სისხლის თეთრი უჯრედების დაავადებები ბავშვებში
დაავადების აღწერა
ორგანიზმი წარმოქმნის სისხლის თეთრ უჯრედებს(ლეიკოციტები), რომლებიც უმკლავდებიან ბაქტერიულ, ვირუსულ და სოკოვან ინფექციებს. ბავშვში სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი შემცველობა, როგორც წესი, ნმიშნავს:
- სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი შემცველობა (ლეიკოპენია) ნიშნავს ლეიკოციტების არასაკმარის რაოდენობას სისხლში. ლეიკოპენიის ხანგრძლივი პერიოდი ზრდის ინფექციის რისკებს. ლეიკოპენიას მრავალი დაავადება და მდგომარეობა იწვევს.
- სისხლის თეთრი უჯრედების მაღალი შემცველობა გულისხმობვს სისხლში ლეიკოციტების ჭარბ რაოდენობას, რომელიც გამოწვეულია ინფექციით. ხანგრძლივ ლეიკოციტოზს სხვადასხვა დაავადება და მდგომარეობა იწვევს.
სისხლის თეთრი უჯრედების რამოდენიმე ტიპი არსებობს, რომელთაგანაც თითოეულს დაავადებასთაქნ გამკლავებაში თავისი როლი აქვს. მთავარი ტიპები:
- ნეიტროფილები
- ლიმფოციტები
- მონოციტები
- ეოზინოფილები
- ბაზოფილები
სისხლის თეთრი უჯრედების დაავადებები, რომლებიც მოიცავენ ლეიკოციტების სპეციფიურ ფორმას:
- ნეიტროპენია. ნეიტროპენია გულისხმობს ნეიტროფილების დაბალ შემცველობას სისხლში. სისხლის თეთრი უჯრედების ეს ფორმა უმკლავდება სოკოვან და ბაქტერიულ ინფექციებს. ნეიტროპენიას იწვევს კიბო, დაავადებები და ინფექციები, რომლებიც აზიანებენ ძვლსი ტვინს. ნეიტროპენიას ზოგიერთი მედიკამენტის გამოყენებაც იწვევს.
- ლიმფოციტოპენია. ლიმფოციტოპენია წარმოადგენს ლიმფოციტების შემცველობის დაქვეითებას სისხლში. ლიმფოციტები სხვა ფუნქციებთან ერთად ორგანიზმს ვირუსული ინფექციებისგან იცავენ. ლიმფოციტოპენია შესაძლოა იყოს დამემკვიდრებული სინდრომის შედეგი. მდგომარეობას ასევე იწვევს სხვადასხვა დაავადება და ზოგიერთი მედიკამენტი.
- მონოციტების დაავადებები. მონოციტები მკვდარი და დაზიანებული ქსოვილების მოცილებაში იღებენ მონაწილეობას და ასევე არეგულირებენ ორგანიზმის იმუნურ პასუხს. მონოციტების შემცველობის მატებას იწვევენ ინფექციები, სიმსივნე, ავტოიმუნური დაავადებები და სხვა მდგომარეობები. მონოციტების რაოდენობრივი შემცირების მიზეზი შესაზლაო იყოს ზოგიერთი ტოქსინი, ქიმიოთერაპია და ა.შ.
- ეოზინოფილია. ეოზინოფილია გულისხმობს სიხლში ეოზინოფილების ნორმალურზე მაღალ შემცველობას. ეოზინოფილიას მრავალი მდგომარეობა და დაავადება იწვევს, თუმცა ყველაზე ხშირად მდგომარეობას განაპირობებს ალერგიული რეაქცია ან პარაზიტული ინფექცია.
- ბაზოფილების დაავადებები. ბაზოფილები სისხლის თეთრი უჯრედების მცირე ნაწილს წეარმოადგენენ, თუმცა მნიშვნელოვანი როლი უჭირავთ ჭრილობის შეხორცებაში, ინფექციასთან გამკლავებაში და ალერგიულ რეაქციებში. სისხლში ბაზოფილების დაბალი შემცველობის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ჭარბი რაოდენობა, ალერგიული რეაქციები და ინფექციები. ბაზოფილების რაოდენობის მატებას იწვევს სისხლის კიბოს ზოპგიერთი ტიპი, ფარისებრი ჯირკლვის ჰორმონების დაბალი შემცველობა და სხვა დაავადებები.