სისხლში შაქრის დაბალი შემცველობა (ჰიპოგლიკემია)
დაავადების აღწერა
ჰიპოგლიკემია არის მდგომარეობა, რომლის დროსაც სისხლში ენერგიის მთავარი წყაროს, გლუკოზას ნაკლებობაა.
ჰიპოგლიკემია ხშირად დაკავშირებულია დიაბეტის მკურნალობასთან, თუმცა ბევრი სხვა მდგომარეობის დროს შეიძლება განვითარდეს ჰიპოგლიკემია დიაბეტის არმქონე ადამიანებში. ტემპერატურის მომატების მსგავსად, ჰიპოგლიკემია არ არის დაავადება, იგი უბრალოდ მიუთითებს ჯანმრთელობის პრობლემაზე.
ჰიპოგლიკემიის დაუყოვნებელი მკურნალობა მოიცავს სისხლში შაქრის დონის ნორმამდე აწევას, რაც არის 70-110 მგ/დლ (3.9-6.1 მმოლ/ლ). ამ დროს შეიძლება გამოვიყენოთ შაქრის შემცვლელი საკვები ან მედიკამენტები. შემდგომი ნაბიჯია ჰიპოგლიკემიის მიზეზის დადგენა და მისი მკურნალობა.
გამომწვევი მიზეზი
ჰიპოგლიკემია ვითარდება, როდესაც სისხლში შაქრის (გლუკოზა) დონე ვარდება. ეს ბევრი მიზეზით შეიძლება მოხდეს, რომელთა შორის ყველაზე ხშირია დიაბეტის სამკურნალო წამლების გვერდითი ეფექტი. ჰიპოგლიკემიის გასაგებად მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ნორმაში ორგანიზმი როგორ არეგულირებს გლუკოზის წარმოქმნას, შეწოვას და შენახვას.
სისხლში შაქრის დონის რეგულაცია
საჭმლის მონელების დროს, თქვენ ორგანიზმი ხშირ ნახშირწყლებს საკვებიდან (პური, ბრინჯი, მაკარონი) სხვადასხვა შაქრის მოლეკულებად. ამ შაქრის მოლეკულებიდან ერთერთი გლუკოზაა, ორგანიზმის ენერგიის ძირითადი წყაროა. გლუკოზე ჭამის შემდეგ პირდაპირ შეიწოვება სისხლში, თუმცა იგი ქსოვილების უმეტესობის უჯრედებში ვერ შედის პანკრეასის მიერ სეკრეტირებული ჰორმონის, ინსულინის გარეშე.
როდესაც სისხლში გლუკოზის დონე იზრდება, პანკრეასი იღებს სიგნალს ინსულინის გამოსანთავისუფლებლად. ინსულინი, თავის მხრივ, „აღებს“ უჯრედებს რათა შეძლოს გლუკოზამ მათში შესვლა და უჯრედისთვის ენერგიის მიწოდება. ჭარბი გლუკოზე ინახება ღვიძლში და კუნთებში გლიკოგენის სახით.
ეს პროცესი ამცირებს სისხლში გლუკოზის დონეს და ხელს უშლის მის საშიშ სიდიდემდე ასვლას. სისხლში შაქრის დონის ნორმალიზებასთან ერთად მცირდება პანკრეასიდან ინსულინის გამონთავისუფლებად.
თუ მრავალი საათის განმავლობაში არ გიჭამიათ და სისხლში გლუკოზის დონე დაქვეითებულია, პანკრეასის სხვა ჰორმონი, გლუკაგონი აძლევს ღვიძლს სიგნალს, რომ დაიწყოს დაგროვილი გლუკაგონის დაშლა და გამოანთავისუფლოს გლუკოზა სისხლში. ამ გზით გლუკოზის დონე ნორმაში რჩება საკვების მიღებამდე.
ღვიძლში გლიკოგენის დაშლის გარდა, ორგანიზმს გლუკოზის მიღების სხვა გზაც აქვს, რასაც გლუკონეოგენეზი ეწოდება. ეს პროცესი ღვიძლში და ნაწილობრივ თირკმელებში ხდება. ამ დროს სხვადასხვა ნაერთებისგან ხდება გლუკოზის წარმოქმნა.
შესაძლო მიზეზები, დიაბეტის დროს
დიაბეტი ძლიერ ასუსტებს ინსულინის ეფექტს ორგანიზმში. ამ დროს ან პანკრეასი ვერ გამოიმუშავებს სათანადო რაოდენობის ინსულინს (1 ტიპი დიაბეტი) ან ორგანიზმი არის რეზისტენტული ინსულინის ეფექტის მიმართ ან ვერ წარმომქნის გლუკოზის ნორმალიზებისთვის საკმარის ინსულინს (2 ტიპი დიაბეტი). ამის შედეგად, გლუკოზა გროვდება სისხლში (ჰიპერგლიკემია) და მკურნალობის გარეშე შეიძლება საშიშ დონემდეც ავიდეს. სისხლში შაქრის დონის დასაწევად ინსულინი და სხვა წამლები გამოიყენება.
თუ ინსულინის იმაზე მეტ რაოდენობას მიიღებთ, ვიდრე საჭიროა, შეიძლება ჰიპოგლიკემია განვითარდეს. ჰიპოგლიკემია აგრეთვე შეიძლება განვითარდეს დიაბეტის წამლის მიღების შემდეგ არასრულფასოვანი კვებით (ნაკლები გლუკოზის მიღება) ან გადამეტებული ვარჯიშით (ჭარბი გლუკოზის გამოყენება).
შესაძლო მიზეზები, დიაბეტის გარეშე
ჰიპოგლიკემია დიაბეტის არმქონე ადამიანებში იშვიათია. მიზეზები შეიძლება იყოს:
- მედიკამენტები. შემთხვევით სხვისი დიაბეტის წამლის მიღება შეიძლება ჰიპოგლიკემიის მიზეზი იყოს. სხვა მედიკამენტებმა შეიძლება გამოიწვიონ ჰიპოგლიკემია ბავშვებში და ადამიანებში, რომლებსაც თირკმლის უკმარისობა აქვთ. ერთერთი ასეთი მედიკამენტია ქვინინი, რომელიც მალარიის სამკურნალოდ გამოიყენება.
- ალკოჰოლიის ჭარბი მიღება. ჭამის გარეშე ბევრ სმას შეუძლია დაბლოკოს ღვიძლში შენახული გლუკოზის სისხლში გამონთავისუფლება, რაც ჰიპოგლიკემიას გამოიწევევს.
- ზოგიერთი კრიტიკული დაავადება. ღვიძლის მწვავე დაავადებები, მაგალითად მწვავე ჰეპატიტი, იწვევს ჰიპოგლიკემიას. თირკმლის პათოლოგიები, რომლებიც ხელს უშლიან ორგანიზმიდან მედიკამენტების გამოძევებას, აგრეთვე იწვევენ ჰიპოგლიკემიას ამ მედიკამენტების დაგროვების გამო. ხანგრძლივ შიმშილს, მაგალითად ანორექსიის დროს, შეუძლია გამოიწვიოს გლუკონეოგენეზისთვის საჭირო ნივთიერებების გამოლევა და, შესაბამისად, ჰიპოგლიკემია.
- ინსულინის ჭარბი პროდუქცია. პანკრეასის იშვიათი სიმსივნე (ინსულინომა) იწვევს ინსულინის ჭარბ პროდუქციას, რაც იწვევს ჰიპოგლიკემიას. სხვა სიმსივნეებმა შეიძლება გამოიწვიონ ინსულინს მსგავსი ნაერთების წარმოქმნა.
ინსულინის წარმომქმნელი ბეტა უჯრედების ზომაში გაზრდას (ნესიდიობლასტოზი) შეუძლია გამოიწვიოს ინსულინის ჭარბი გამონთავისუფლება და ჰიპოგლიკემია.
- ჰორმონის დეფიციტი. თირკმელზედა ჯირკვლის და ჰიპოფიზის ზოგიერთ პათოლოგიას შეუძლია გამოიწვიოს გლუკოზის წარმოქმნაში მონაწილე ჰორმონების დეფიციტი. ამ პათოლოგიის მქონე ბავშვები უფრო მიდრეკილნი არიან ჰიპოგლიკემიისადმი, ვიდრე უფროსები.
ჰიპოგლიკემია ჭამის შემდეგ
ჰიპოგლიკემია ძირითადად შიმშილის დროს ვითარდება, თუმცა არის გამონაკლისებიც. ხანდახან ჰიპოგლიკემია ვითარდება ჭამის შემდეგ, რადგან ამ დროს წარმოიქმნაზე საჭიროზე მეტი ინსულინი.
ჰიპოგლიკემიის ამ ტიპს ეწოდება რეაქტიული ანუ პოსტპრანდიული ჰიპოგლიკემია და იგი შეიძლება განუვითარდეს ნებისმიერ ადამიანს, თუმცა იგი უფრო ხშირად გვხვდება ადამიანებში, რომლებსაც გაკეთებული აქვთ კუჭის ოპერაცია.
სიმპტომები
თქვენს სხეულს და ორგანიზმს ნორმალური ფუნქციონირებისთვის მუდმივად სჭირდება გლუკოზა. გლუკოზის დონის დავარდნისას შეიძლება განვითარდეს შემდეგი ნიშნები და სიმპტომები:
- გულის ფრიალი
- დაღლილობა
- კანის სიფერმკრთალე
- კანკალი
- შფოთვა
- ოფლიანობა
- შიმშილის გრძნობა
- გაღიზიანებულობა
- ჩხვლეტის შეგრძნება პირის გარშემო
- ძილის დროს ყვირილი
ჰიპოგლიკემიის დამძიმებასთან ერთად ჩნდება შემდეგი სიმპტომები:
- დაბნეულობა, უცნაური ქცევა ან ორივე, მაგალითად ჩვეულებრივი მოქმედებების შესრულების გაძნელება
- მხედველობის დარღვევები, მაგალითად მხედველობის დაბინდვა
- გულყრები
- გონების დაკარგვა
მძიმე ჰიპოგლიკემია შეიძლება ინტოქსიკაციას ჰგავდეს. ადამიანმა შეიძლება გაუგებრად იმეტყველოს და მოუქნელად იმოძრავოს.
ჰიპოგლიკემიის გარდა ბევრი სხვა მდგომარეობა იწვევს ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომებს. ჰიპოგლიკემიის ზუსტი დადგენა ხდება სისხლის ანალიზის დროს სისხლში შაქრის დონის შემოწმებით.
როდის მივმართოთ ექიმს
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ:
- თქვენ არ გაქვთ დიაბეტი და გაქვთ ჰიპოგლიკემიის სიმპტომები
- თქვენ გაქვთ დიაბეტი და ჰიპოგლიკემია არ ექვემდებარება მკურნალობას. ჰიპოგლიკემიის დროს პირველი ნაბიჯია წვენის ან გაზიანი სასმლის დალევა, ტკბილეულის ჭამა ან გლუკოზის აბის მიღება. თუ ამ ნაბიჯის შემდეგ სისხლში შაქრის დონე არ აიწევს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
დარეკეთ სასწრაფოში, თუ:
- დიაბეტიან ან ჰიპოგლიკემიის ხშირი ეპიზოდების მქონე ადამიანს აქვს მძიმე ჰიპოგლიკემიის სიმპტომები ან იგი კარგავს გონებას.