სისტემური კაპილარული ჟონვის სინდრომი

დაავადების აღწერა

სისტემური კაპილარული ჟონვის სინდრომი არის იშვიათი მდგომარეობა, რომლის დროსაც ვითარდება სისხლძარღვებიდან პლაზმის და სხვა ნივთიერებების მასიური გაჟონვა. ეს იწვევს შეშუპებას. სიმპტომები გამოწვეულია კაპილარების ჟონვადობის უეცარი გაზრდით. მკურნალობის გარეშე სითხის დაკარგვამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის წნევის მკვეთრი დავარდნა, რაც იწვევს ორგანოთა უკმარისობას და სიკვდილს.

ამ სინდრომს აგრეთვე ეწოდება კლარქსონის დაავადება.

მის შესახებ

სისტემური კაპილარული ჟონვის სინდრომი შეიძლება გამოიწვიოს ზედა სასუნთქი გზების ინფექციამ. სისტემური კაპილარული ჟონვის სინდრომის ნიშნები და სიმპტომებია:

  • ხელების, ფეხების და სხეულის სხვა ნაწილების უეცარი შეშუპება
  • სისხლის წნევის სწრაფი დავარდნა
  • შოკი
  • გულის წასვლის შეგრძნება
  • სისუსტე
  • დაღლილობა
  • გულისრევა



სითხე შეიძლება დაგროვდეს გულის, ფილტვების და რბილი ქსოვილების გარშემო, რაც სიცოცხლისთვის საშიშია. თქვენ შეიძლება გული წაგივიდე სითხის გაჟონვის შედეგად წნევის სწრაფი დავარდნის გამო. თქვენი ექიმი გაგიკეთებთ სისხლის და შარდის ანალიზს რათა შეძლოს დიაგნოზის დასმა. ასეთი ანალიზები გვიჩვენებენ:

  • პლაზმის გაჟონვის გამო სისხლის წითელი უჯრედების გაზრდილ კონცენტრაციას
  • ცილა ალბუმინის დაქვეითებულ კონცენტრაციას
  • განსაკუთრებული ცილის, მონოკლონური ცილის არსებობას



ზუსტად არავინ იცის რა იწვევს ამ სინდრომს. იგი არ არის თანდაყოლილი. ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ორგანიზმში არსებული ნაერთები აზიანებენ ან დროებით აცალკევებენ კაპილარების კედლებში არსებულ უჯრედებს. ამ განცალკევების შედეგად კაპილარები ჟონვადი ხდება.

მკურნალობის შედეგად შესაძლებელია მდგომარეობის კონტროლი და შეტევის დიდი ხნით თავის არიდება. თუ გაქვთ სინდრომის ქრონიკული ფორმა, შეიძლება გქონდეთ მუდმივი შეშუპება და სითხის დაგროვება ღრუებში სხვა სისტემური კაპილარული ჟონვის სინდრომებისთვის დამახასიათებელი უეცარი გამოვლინების გარეშე.

გამომწვევი მიზეზი

სიმპტომები