სხეულის დერმატოფიტია

დაავადების აღწერა

სხეულის დერმატოფიტია სოკოვანი ინფქეციაა, რომელიც ვითარდება კანის ზედა ფენაზე. დაავადება ხასიათდება წითელი წრიული გამონაყარით, რომლის შუაგულში შედარებით სუფთა კანი აღინიშნება. მდგომარეობა, ზოგიერთ შემთხვევაში, იწვევს ქავილს.

სხეულის დერმატოფიტია უკავშირდებაქა ათლეტის ტერფს (ტერფის დერმატოფიტია), საზარდულის დერმატოფიტიასა და სკალპის დერმატოფიტიას. დაავადება, ძირითადად, გადადის კანიდან კანზე პირდაპირი კონტაქტით ინფიცირებული ადამიანის ან ცხოველისგან.

სხეულის დერმატოფიტიის სამკურნალოდ გამოიყენება სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტები. დაავადება ხშირად რეაგირებს სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას. თიმცა შედარებით მძიმე ინფექციების დროს, პაციენტს შესაძლოა დასჭირდეს სოკოს საწინააღმდეგო ტაბლეტების მიღება რამოდენიმე კვირის განმავლობაში.

გამომწვევი მიზეზი

სხეულის დერმატოფიტია წარმოადგენს გადამდებ სოკოვან ინფექციას, რომელსაც იწვევენ კანის გარეთა ნაწილის უჯრედებში არსებული ობის სოკოს მაგვარი პარაზიტები. პარაზიტები ვრცელდებიან შემდეგი გზების საშუალებით:

  • ადამიანიდან ადამიანზე. ინფექცია, ხშირად, ვრცელდება დაავადებული ადამიანის კანიდან ჯანმრთელი ადამიანის კანზე პირდაპირი კონტაქტის საშუალებით.
  • ცხოველიდან ადამიზნე. ინფექციის მქონე ცხოველთან შეხების შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს ინფექცია. დაავადება შინაური ცხოველებისგანაც გადადის. პათოლოგია ხშირია ძროხებშიც.
  • ნივთიდან ადამიანზე. იმ ნივთებთან კონტაქტის შემდგომ, რომლებსაც მანამდე ინფიცირებული ადამიანი ან ცხოველი შეეხო, ასევე ზრდის ინფექციის განვითარების რისკს.
  • ნიადაგიდან ადამიანზე. იშვიათ შემთხვევებში, ინფექცია ადამიანებზე ნიადაგთან კონტაქტის შედეგად გადადის.

სიმპტომები

სხეულის დერმატოფიტია თვს იჩენს, როგორც მცირე ზომის ბრტყელი ანაქერცლი კანზე. იგი შესაძლოა იყოს წითელი ან იწვევდეს ქავილს. ლაქას უყალიბდება ოდნავ წამოწეული საზღვარი, რომელიც ფართოვდება გარე მიმართულებით. დაზიანებას წრიული ბეჭდის ფორმა აქვს. ამ დაზიანების კონტურები შესაძლოა უსწორმასწორო იყოს.

ბეჭდის შიდა ნაწილი შესაძლოა იყოს სუფთა, ქერცვლადი ან წითელი ამობურცულობებით მიმოფენილი. ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში, ბეჭდისებრი დაზიანებები ვითარდება ერთდროულად და კვეთს ერთმანეთს.

როდის მივმართოთ ექიმს

თუ თქვენ გაგივითარდათ გამონაყარი, რომელიც არ შუშდება 2 კვირის განმავლობაში, მიმართეთ ექიმს. თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ რეცეპტით გამოწერილი მედიკამენტი.