სხეულის დისმორფული აშლილობა

დაავადების აღწერა

სხეულის დისმორფული აშლილობა ქრონიკული მენტალური დაავადებაა, რომლის დროსაც ადამიანი გამუდმებით ფიქრობს თავის შესახედაობის ნაკლზე- ეს ნაკლი ხშირად უმნიშვნელო ან გამოგონილია. თუმცა პაციენტისთვის საკუთარი გარეგნობა იმდენად სამარცხვინოა, რომ მას არ უნდა ვინმეს დაენახოს.

სხეულის დისმორფული აშლილობის დროს პაციენტი ძლიერად არის შეპყრობილი საკუთარი გარეგნობით და დღეში რამოდენიმე საათს შესაძლოა საკუთარ შესახედაობაზე ფიქრში ატარებდეს. პაციენტის ნაკლოვანების თავისებური, გამძაფრებული აღქმა იწვევს მის დადარდიანებას, ხოლო მისი აკვიატებული აზრები მას ყოველდღიურ ცხოვრებაში უშლის ხელს. პაციენტი აშლილობის დროს იყენებს დიდი რაოდენობით კოსმეტიკურ საშუალებებს ან ვარჯიშობს ბევრს რათა გამოასწოროს საკუთარი “ნაკლი”, თუმცა იგი არასოდეს კმაყოფილდება შედეგით.

სხეულის დისმორფული სლილობის მკურნალობა შეიძლება იყოს მედიკამენტური ან კოგნიტიური ქცევითი თერაპიის სახით.

გამომწვევი მიზეზი

სხეულის დისმორფული აშლილობის კონკრეტული მიზეზები უცნობია. სხვა მენტალური დაავადებების მსგავსად, სხეულის დისმორფული აშლილობა ბევრი ფაქტორის ერთობლიობის შედეგია, მაგალითად:

  • თავის ტვინში არსებული პრობლემები. თავის ტვინის არანორმალურმა აგებულებამ ან ქიმიურმა პროცესებმა შესაძლოა გამოიწვიოს სხეულის დისმორფული აშლილობა.
  • გენეტიკა. კვლევები აჩვენებენ, რომ სხეულის დისმორფული აშლილობა უფრო ხშირია ისეთ პაციენტებში, რომელთა ოჯახის წევრებს აგრეთვე ჰქონდათ იგივე მდგომარეობა. კვლევა იმაზე მიუთითებს, რომ დაავადების განვითარებასთან დაკავშირებული სულ მცირე ერთი გენი მაინც არსებობს.
  • გარემო პირობები. თქვენი გარემო, ცხოვრებისეული გამოცდილებები და არსებული კულტურა შესაძლაო გახდეს მიზეზი სხეულის დისმორფული აშლილობისა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ფაქტორები ნეგატიურ გავლენას ახდენს თქვენს თვითშეფასებაზე.

სიმპტომები

სხეულის დისმორფული აშლილობის სიმპტომები:

  • ფიზიკურ გარეგნობაზე ზრუნვა უკიდურესი დაკვირვებით
  • საკუთარი თავის ხშირი შემოწმება სარკეში, ან პირიქით სარკეებში ჩახედვისგან თავის მუდმივი არიდება
  • ძლიერი რწმენა იმისა, რომ პაციენტის გარეგნობაში სერიოზული დეფექტი ან ნაკლი არსებობს, რაც მას უშნოს ხდის.
  • რწმენა იმისა, რომ სხვები სპეციალრუად ამახვილებენ ყურადღებას პაციენტის ცუდ გარეგნობაზე.
  • საზოგადოებრივი შეკრების ადგილებში სიარულისგან თავის შეკავება
  • მუდმივად სახლში ყოფნის სურვილი
  • სურვილი იმისა, რომ სხვებმა დაარწმუნონ პაციენტი იმაში, რომ მის გარეგნობას არ აქვს პრობლემები.
  • ხშირი კოსმეტიკური პროცედურები. რომლის შედეგითაც პაციენტი კმაყოფილი არ არის
  • თმის ჭარბი ვარცხნა და მოვლა, თმის ამოძრობა, კანის წვალება. ძლიერი ფიზიკური დატვირთვა, რომლის შედეგადაც “ნაკლის” გამოსწორება არ ხდება.
  • სურვილი, რომ გრძლად მოუშვას წვერი, გაიკეთოს ჭარბი რაოდენობით მაკიაჟი ან ჩაიცვას ბევრი ტანსაცმელი რათა დაფაროს თვისი გარეგნობა
  • საკუთარი გარეგნობის სხვების გარეგნობასთან შედარება
  • სურათებში გამოჩენის ზიზღი



თქვენ შესაძლოა გამუდმებით ფიქრობდეთ სხეულის ნებისმიერ ნაწილზე. სხეეულის ის ნაწილი, რომელზეც თქვენ ახდენთ ფოკუსირებას, დროთა განმავლობაში იცლვება. ხშირი საერთო მახასიათებლები, რითიც არიან შეპყრობილი სხეულის დისმორფული აშლილობით დაავადებული პაციენტები:

  • სახის ნაწილები, მაგალითად ცხვირზე არსებული ნაოჭები, კანის მდგომარეობა, მუწუკები და სხვა დაზიანებები
  • თმა, მისი შესახედაბა, შეთხელება ან სიმელოტე
  • კანის და ვენების გარეგნობა
  • მკერდის ზომა
  • კუნთის ზომა
  • გენიტალიები



პაციენტს შესაძლოა იმდენად ჰქონდეს აკვიატებული აზრი სხეული ნაკლოვანებებზე, რომ მან შესაძლოა თავად მოიგონოს რაიმე ნეგატიური საკუთარი გარეგნობის შესახებ. ეს წარმოსახვები შესაძლოა საერთოდ არ იყოს სიმართლესთან კავშირში, მიუხედავად ამისა, მათი დარწმუნება იმაში, რომ ისინი ცდებიან, ძალიან რთულია. ფიზიკურ ნაკლებზე ხშირმა ფიქრმა შესაძლოა ბევრი პრობლემა გამოიწვიოს ყოველდღიურ ცხოვრებაში, როგორიცაა სამსახურის გაცდენა, სკოლაში ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში უხერხულობის შეგრძნება.

როდის მივმართოთ ექიმს

  • თქვენს გარეგნობასთან დაკავშირებული სირცხვილის და უხერხულობის შეგრძნების გამო, შესაძლოა თვენ თავი აარიდოთ დაავადების მკურნალობას. აუცილებლად მიმართეთ ექიმს სხეულის დისმორფული აშლილობის სიმპტომების არსებობის შემთხვევაში. როგორც წესი, სხეულის დისმორფული აშლილობის მდგომარეობა სამედიცინო ჩარევის გარეშე არ უმჯობესდება და პირიქით უარესდება, რის შედეგადაც პაციენტს შესაძლოა თვითმკვლელობასთან დაკავშირებული ფიქრებიც კი აწუხებდეს.