სხეულის გადახურება
დაავადების აღწერა
სხეულის გადახურება არის მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ძლიერი ოფლიანობით და ჩქარი პულსით. იგი მზის სიცხესთან დაკავშირებული 3 სიმპტომიდან ერთერთია. მათ შორის კრუნჩხვები ყველაზე მსუბუქია, ხოლო მზის დარტყმა ყველაზე მძიმე.
სხეულის გადახურების მიზეზებია მაღალ ტემპერატურაზე ყოფნა, განსაკუთრებით თუ ტენიანობა მაღალია, და ძლიერი ფიზიკური აქტივობა. სწრაფი მკურნალობის გარეშე სხეულის გადახურებამ შეიძლება გამოიწვიოს მზის დარტყმა, რაც სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა. საბედნიეროდ, შესაძლებელია სხეულის გადახურების თავიდან არიდება.
გამომწვევი მიზეზი
თქვენი სხეულის სითბო და გარემოს ტემპერატურა განაპირობებს სხეულის შინაგან ტემპერატურას. სხეული არეგულირებს სითბოს გაცემას და მიღებას რათა შეინარჩუნოს სხეულის შინაგანი ტემპერატურა 37 გრადუსზე.
თქვენ სხეული ვერ აგრილებს თავს
ცხელ ამინდში, სხეული თავს იგრილებს ოფლიანობით. ოფლის აორთქლება არეგულირებს სხეულის ტემპერატურას. როდესაც ძლიერად ვარჯიშობთ ან სხვანაირად ირჯებით ცხელ, ტენიან ამინდში, თქვენი ორგანიზმი ეფექტურად ვერ იგრილებს თავს.
ამის შედეგად შეიძლება განვითარდეს კრუნჩხვები, სიცხესთან დაკავშირებული დაავადებებიდან ყველაზე მსუბბუქი. კრუნჩხვების მიშ§ები და სიმპტომებია ძლიერი ოფლიანობა, დაღლილობა, წყურვილი და კუნთების კრუნჩხვები. დროული მკურნალობა ხელს უშლის კრუნჩხვების სხეულის გადახურებაში გადასვლას.
თქვენ შეგიძლიათ კრუნჩხვებს უმკურნალოთ სითხეების ან ელექტროლიტების შემცვლელი სპორტული სასმელების მიღებით, კონდიციონერიან ან ჩრდილიან ადგილზე გადასვლით და დასვენებით.
სხვა მიზეზები
ცხელი ამინდის და ვარჯიშის გარდა, სხეულის გადახურება შეიძლება გამოიწვიოს:
- გაუწყლოებამ, რომელიც ამცირებს ორგანიზმის ოფლიანობის და ტემპერატურის შენარჩუნების უნარს
- ალკოჰოლის მიღება, რაც ზეგავლენას ახდენს სხეულის უნარზე არეგულიროს ტემპერატურა
- ზედმეტი ტანსაცმლის ჩაცმა. ეს ხელს უშლის ოფლის მარტივად აორთქლებას და ორგანიზმის გაგრილებას.
სიმპტომები
სხეულის გადახურების ნიშნები და სიმპტომები შეიძლება განვითარდეს უეცრად ან დროთა განმავლობაში, განსაკუთრებით ვარჯიშის გახანგრძლივებული პერიოდის დროს. სხეულის გადახურების ნიშნები და სიმპტომებია:
- ცივი, ნამიანი, დახორკლილი კანი მზეში
- ძლიერი ოფლიანობა
- გულის წასვლა
- თავბრუსხვევა
- ზოგადი სისუსტე
- სწრაფი, სუსტი პულსი
- ადგომისას წნევის დაცემა
- კუნთის კრუნჩხვები
- გულისრევა
- თავის ტკივილი
როდის მივმართოთ ექიმს
თუ გგონიათ, რომ გაქვთ სხეულის გადახურება:
- შეწყვიტეთ ყველანაირი მოქმედება და დაისვენეთ
- გადადით უფრო გრილ ადგილას
- დალიეთ ცივი სითხე ან სპორტული სასმელი
მიმართეთ ექიმს, თუ ნიშნები და სიმპტომები გაუარესდება ან არ გაუმჯობესდება ერთ საათში. სასწრაფოდ მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება, თუ სხეულის ტემპერატურა 40-ზე მაღლა აიწევს.