სხეულის პერიოდული წამოხურება

დაავადების აღწერა

სხეულის პერიოდული წამოხურება, ე.წ. „ალები“, ყველაზე ძლიერად ვლინდება სახეზე, კისერზე და მკერდზე. თქვენ კანი შეიძლება გაწითლდეს, თითქოს რამის შეგრცხვათ. სხეულის პერიოდული წამოხურებამ აგრეთვე შეიძლება გამოწვიოს ჭარბი ოფლიანობა და შეციება.

სხეულის პერიოდული წამოხურებას ბევრი ჰორმონული მდგომარეობა იწვევს, თუმცა იგი ყველაზე ხშირად დაკავშირებულია მენოპაუზასთან და მენოპაუზური გარდაქმნის ძირითად სიმპტომს წარმოადგენს.

სხეულის პერიოდული წამოხურების განვითარების სიხშირე განსხვავებულია ყველა ქალში, თუმცა იგი ძირითადად მერყეობს დღეში 1-2-დან საათში 1-მდე. სხეულის შემაწუხებელი წამოხურების საწინააღმდეგო მრავალი მკურნალობის მეთოდი არსებობს.

გამომწვევი მიზეზი

სხეულის პერიოდული წამოხურების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა იგი დიდი ალბათობით მრავალ ფაქტორთანაა დაკავშირებული. ესენი მოიცავს ცვლილებებს რეპროდუქციულ ჰორმონებში და ორგანიზმის ტემპერატურის მაკონტროლებელ ცენტრში, ჰიპოთალამუსში, რომელიც უფრო მგრძნობიარე ხდება ტემპერატურის პატარა ცვლილებებისადმი.

სიმპტომები

სხეულის პერიოდული წამოხურების დროს შეიძლება იგრძნობთ:

  • სიმხურვალის უეცარი შეგრძნება სხეულის ზედა ნაწილში და სახეში
  • შერცხვენილი გამომეტყველება წითელი კანით
  • სწრაფი გულისცემა
  • ოფლიანობა, ძირითადად სხეულის ზედა ნაწილში
  • შეციება წამოხურების დამთავრების შემდეგ.



სხეულის პერიოდული წამოხურების სიხშირე განსხვავებულია. შეიძლება გქონდეთ დღეში ცოტა ან ბევრი ეპიზოდი, რომელიც რამდენიმე წუთში ცხრება. სხეულის პერიოდული წამოხურება ქალებს ერთ წელზე მეტხანს აღენიშნებათ, თუმცა ისინი 4-5 წლის შემდეგ ძირითადად თავისით ქრება.

როდის მივმართოთ ექიმს

თუ სხეულის პერიოდული წამოხურება ძალიან შეგაწუხებთ, მიმართეთ ექიმს, რათა განიხილოთ მკურნალობის შესაძლო ვარიანტები.